„რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის“ - 121 არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

პოლიტიკა 17/7/2024 • 16:41

121 არასამთავრობო

„121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც სარჩელის ხელმომწერები აცხადებენ, სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ისინი კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც მოითხოვენ:

„კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ეს კანონი ლახავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და სხვა ადამიანების დასახმარებლად. რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის, რითაც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს.

მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტართა გადაწყვეტილებას, ასევე გაასაჩივრონ აღნიშნული კანონი კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების მთავარი ქვაკუთხედია.

ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადებში განახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას და შეაჩერებს კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედებას. ამასთან, გაცნობებთ, რომ ვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ, არ დავემორჩილებით მას, და გამოვიყენებთ ყველა შესაძლო შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
ნიკა გოისაშვილი: „ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს...“ ქართველი ახალგაზრდობა - ბრძოლის მთავარი საყრდენი და ივანიშვილის დაუძლეველი ბარიერი

თაობიდან თაობას გადაცემული ბრძოლა თავისუფლებისთვის და სტუდენტი-ახალგზრდობა, რომელიც დღეს, პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად დადგა ბარიკადებზე ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. დამოუკიდებ...

პოლიტიკა 13 მარტი 17:28

თორნიკე გოშაძ
"მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად, როცა ჩემი ქვეყანა და ხალხი ასეთ დღეში მეგულება" - თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან

დედა, რაღაც სასამართლოებზე ცოტა უხასიათოდ ხარ და გაიღიმე ხოლმე - ასე იწყება ოთხ კედელში გამომწყვდეული სინდისის პატიმრის წერილი გლდანის ციხიდან, რომელიც თორნიკე გოშაძემ დედას გამოუგზავანა და უთხრა, რომ...

პოლიტიკა 13 მარტი 15:06

გია ხუხაშვილი
„პუტინისთვის ომი შიგა სტაბილურობის შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: რატომ არ აწყობს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა?ვფიქრობ, სამხედრო მოტივებზე აქ საუბარი უადგილოა. პასუხი პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პ...

სოცმედია 13 მარტი 14:01

პუტინი ვირთხა
„კრემლი უკრაინასთან ცეხლის დროებითი შეწყვეტით დაინტერესებული არაა“ - უშაკოვი

საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის. უშ...

რუსეთ-უკრაინის ომი 13 მარტი 13:58

საზოგადოება
„რთულია, ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების "მოძულე" აკადემიური პერსონალია“ - თამარ ცაგარელმა თეატრალურის აკადემიური საბჭო დატოვა

ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, თეატრალური უნივერსიტეტიდან, სტუდენტების გარიცხვას პროტესტით პასუხობენ ამავე უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში. დღეს ცნობილი გახდა, რომ თეატრალური უნივერსიტეტ...

პოლიტიკა 13 მარტი 13:39

ღარიბაშვილი წულუკიანი
ირაკლი ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ივანიშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ - შესაბამისი განკარგულებები, რომელსაც ხელს ივანიშვილის წარმომ...

პოლიტიკა 13 მარტი 12:03