"სამართლებრივ პრინციპებს ეფუძნება, ვუმტკიცებდი ამას ბატონ კანცლერს" - კობახიძე შოლცს პასუხობს

პოლიტიკა 12/4/2024 • 12:10

კობახიძექ

"სამართლებრივ პრინციპებს ეფუძნება, ვუმტკიცებდი ამას ბატონ კანცლერს", - საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რუსულ კანონთან დაკავშირებით ოლაფ შოლცის კრიტიკას "ქართული ოცნების" პროპაგანდით უპასუხა:

"რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს უცხოური გავლენების შესახებ, ის ეფუძნება სამართლებრივ პრინციპებს. მე ვუმტკიცებდი ამას ბატონ კანცლერს. ევროკავშირის კომისიის მიერ იქნა ამგვარი კანონი დამტკიცებული. დემოკრატიას არ აქვს ალტერნატივა, დამოუკიდებელ, სამართლებრივ ქვეყანაში, ამაში მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული. ერთადერთი რაც კანონპროექტის მიზნად გვესახება, ის არის იმ ფინანსების გამოქვეყნება, რომლებიც იმ ორგანიზაციებში მიედინება, რომლებიც აი, ამ მონაცემებს არ აქვეყნებენ. მაგალითად, რეგიონული ორგანიზაციები საქართველოში რატომ არ უნდა აქვეყნებდნენ ამ მონაცემებს? რაც შეეხება სამართლებრივ აქტებს საქართველოს მთავრობისა, გადავწყვიტე რომ ისინი გამოვაქვეყნოთ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობის ოპერატიულობა შევინარჩუნოთ. უნდა არსებობდეს გარკვეული, მინიმალური ზღვარი გამჭვირვალობისა. ახლა ხდება ისე, რომ უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ საქართველოს გარკვეულ ორგანიზაციებში, მათ თავისი მიზნების განხორციელება სურთ. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნების გარდაქმნა ქუჩის პროტესტებად, რადიკალური, პოლარიზებული ორგანიზაციების დაფინანსება ხდება უცხოეთიდან. ასევე, არალეგალური პარტიების მხრიდან და ეს ძალიან კარგად გვესმის, რომ გარკვეულ დონორებს რატომ აქვთ ინტერესი, რომ გადმოსცენ თანხები ამა თუ იმ ორგანიზაციებს. საკმაოდ პრიმიტიული როლი აკისრიათ ამ ორგანიზაციებს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებისა. ეს პროცესი საკმაოდ ღიაა. რაც შეეხება დისკუსიებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის, გერმანიაში შევისწავლე ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ კანონი თავის ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში დემოკრატიის ჩამოყალიბებაში," - ამბობს კობახიძე [სინქრონული თარგმანი].

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
ნიკა გოისაშვილი: „ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს...“ ქართველი ახალგაზრდობა - ბრძოლის მთავარი საყრდენი და ივანიშვილის დაუძლეველი ბარიერი

თაობიდან თაობას გადაცემული ბრძოლა თავისუფლებისთვის და სტუდენტი-ახალგზრდობა, რომელიც დღეს, პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად დადგა ბარიკადებზე ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. დამოუკიდებ...

პოლიტიკა 13 მარტი 17:28

თორნიკე გოშაძ
"მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად, როცა ჩემი ქვეყანა და ხალხი ასეთ დღეში მეგულება" - თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან

დედა, რაღაც სასამართლოებზე ცოტა უხასიათოდ ხარ და გაიღიმე ხოლმე - ასე იწყება ოთხ კედელში გამომწყვდეული სინდისის პატიმრის წერილი გლდანის ციხიდან, რომელიც თორნიკე გოშაძემ დედას გამოუგზავანა და უთხრა, რომ...

პოლიტიკა 13 მარტი 15:06

გია ხუხაშვილი
„პუტინისთვის ომი შიგა სტაბილურობის შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: რატომ არ აწყობს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა?ვფიქრობ, სამხედრო მოტივებზე აქ საუბარი უადგილოა. პასუხი პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პ...

სოცმედია 13 მარტი 14:01

პუტინი ვირთხა
„კრემლი უკრაინასთან ცეხლის დროებითი შეწყვეტით დაინტერესებული არაა“ - უშაკოვი

საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის. უშ...

რუსეთ-უკრაინის ომი 13 მარტი 13:58

საზოგადოება
„რთულია, ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების "მოძულე" აკადემიური პერსონალია“ - თამარ ცაგარელმა თეატრალურის აკადემიური საბჭო დატოვა

ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, თეატრალური უნივერსიტეტიდან, სტუდენტების გარიცხვას პროტესტით პასუხობენ ამავე უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში. დღეს ცნობილი გახდა, რომ თეატრალური უნივერსიტეტ...

პოლიტიკა 13 მარტი 13:39

ღარიბაშვილი წულუკიანი
ირაკლი ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ივანიშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ - შესაბამისი განკარგულებები, რომელსაც ხელს ივანიშვილის წარმომ...

პოლიტიკა 13 მარტი 12:03