საქართველოში შემოუშვეს რუსი პროპაგანდისტი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული

პოლიტიკა 6 აპრილი 11:34

რუსი პროპაგანდისტი

საქართველოში იმყოფება ის რუსი ტელეწამყვანი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.

ქსენია ბოროდინა მოგზაურობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ეს უკვე მეორე შემთვევაა, როცა ბოროდინას ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში უპრობლემოდ უშვებენ. არადა, თავდ პროპაგანდისტი ჟურნალისტის პოსტებიდან ირკვევა, რომ 2022 წელს ის ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობდა.

პუტინის ინიციატივების მხარდამჭერმა ჟურნალისტმა უკვე მოიარა კახეთი, დღეს კი ძველ თბილისს ათვალიერებს.

ძალოვანი უწყებები არ განმარტავენ, რატომ შემოუშვეს საქართველოში პირი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული. მაშინ, როდესაც ანტიპუტინისტ ჟურნალისტებს საქართველოში დაუდგენელი მიზეზებით არ უშვებენ, გაუგებარია, რატომ შემოუშვეს ქვეყანაში პუტინის მხარდამჭერი.

აქტივისტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, რუსი პროპაგანდისტების საქართველოში ჩამოსვლას ახლდეს.

რუსი პროპაგანდისტებისთვის რომ საქართველო კომფორტული ადგილია, სადაც დადიან და ჩვეულებრივად არიან, მითუმეტეს, პუტინის გუნდის წევრებისთვის, ეს ქალბატონი პუტინის გუნდს წარმოადგენს გარდა იმისა, რომ პროპაგანდისტია, არის საგანგაშო და პრობლემა. არავინ უშლის მათ ხელს, რომ ტურისტებად ჩამოვიდნენ, თუმცა ამას მოჰყვება ხოლმე ძალიან ხშირად, მათი პროპაგანდისტული ზრახვები. მერე წავლენ და იტყვიან, რომ საქართველოში ხაჭაპური ვჭამეთ. საქართველო არ არის მხოლოდ ხაჭაპურის და ხინკლის ქვეყანა, საქართველო ბევრად დიდი ტრადიციების ქვეყანაა, რომელსაც რუსეთი გვართმევდა. ფარისევლობაა რუსი პროპაგანდისტების მხრიდან ამ ყველაფრით პოზირება და ვითომ საქართველოს სიყვარულში გამოტყდომა, - ამბობს აქტივისტი.     

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გინტური თამაზ
„ხომ არის მაგარი "გამომძიებელი"? გამოიძიოს ვინ მოკლა თამაზ გინტური“ - გივი გინტური წულუკიანზე

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა წულუკიანს ურჩევს, ჯერ მისი ძმის მკვლელობის საქმე გამოიძიოს. გივი გინტური ამბობს, რომ თამაზ გინტური რუსების წინააღმდეგ ყველა ომში იბრძოდა და ამიტომ, ოკუ...

პოლიტიკა 10 წუთის წინ

ზელენსკი
"რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი სურს და ამ ომს აჭიანურებს - აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია" - ზელენსკი სუმზე თავდასხმაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ სუმზე რუსების მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ ასე მოქცევა მხოლოდ არამზადებს შეუძლიათ და რომ "რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი...

რუსეთ-უკრაინის ომი 21 წუთის წინ

პოლიტიკა
„ბოდიში ჩვენი გმირების ოჯახებს... გახსოვდეთ, ვერანაირი განცხადება, თუ გამოძიება ვერ შეურაცხყოფს მათ სულებს, ისინი სულ დარჩებიან ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნათელ მხარეს, ესენი კი აუცილებლად აღმოჩნდებიან ნაგავში...“ - გაერთიანებული შტაბის ყოფილი მოადგილე

„გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, 42- ე ბატალიონის პ/შემადგენლობას, მე-4 ბრიგადის პ/შემადგენლობას, ყველა ქართველ ჯარისკაცს და მებრძოლს, 2008 წლის ომში დაღუპულ გმირების ოჯახებს... ნამდვილად მარაზმია ამ ჯალათი...

პოლიტიკა 9:30

ზაუტაშვილი ივანოვ-ჩიქოვანი
"მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო" - SJC

 "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამყვანების: ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვა...

პოლიტიკა 9:25

სუმი
რუსეთის სისხლიანი ბზობა - ოკუპანტებმა სუმიზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები

13 აპრილის დილას რუსეთმა ქალაქ სუმის ცენტრზე რაკეტებით იერიში მიიტანა.   ქალაქი მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, არტემ კობზარის თქმით, იერიშის შედეგად "ბევრი დაღუპულია".

რუსეთ-უკრაინის ომი 9:23

ხანძარი
ვაზისუბანში, მანქანის სახელოსნოებში ხანძარი გაჩნდა

ვაზისუბანში, მანქანის სახელოსნოებში ცეცხლი გაჩნდა. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შემთხვევა 9:18