1744182766
რუსთაველის გამზირზე "ხარება" გამოჩნდა
პოლიტიკა • 3 აპრილი 8:25
„უსამართლოდ ექცევიან საქართველოს. დღესაც გრძელდება მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება და მბრძანებლური ტონი. ესაც იმ შანტაჟის ნაწილია“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების - ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხს.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ბრიტანული მხარის განცხადება, რომ „სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ ისინი კორუფციაში არიან ან იყვნენ ჩართულნი“, არის სიყალბე და იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში იყენებენ.
„ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვების ბრახა-ბრუხია. რა გონივრული ეჭვი?! სიყალბეა. ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში, რაც ჩვენთან მიმართებაში ხდება. იცით, თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან საქართველოს. დღესაც გრძელდება მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება და მბრძანებლური ტონი. შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია, რომ კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები დაასანქცირონ. სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ და გამოიყენონ თავისი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ სწორედ ამას ვებრძვით და ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოთმენა მოგვიწია. ძალიან რთული იყო, მარტივი პროცესი არ ყოფილა, მაგრამ როცა საქმე სამშობლოს, მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
ეს ყველაფერი დაფუძნებულია სიყალბეზე, ტყუილზე. რეალობა რადიკალურად განსხვავებულია, ვიდრე მათი განცხადებებია. სამწუხაროა, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი,...
სპორტი • 17:45
"ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას. 36 წლის წინ, ისინი საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა სწორედ მაშინ, როდესაც ანტი-საბჭოურ, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარ...
პოლიტიკა • 15:04
დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ ჩავთვლიდით კანდიდატი ქვეყნის პროგრესად - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კ...
პოლიტიკა • 15:02
ვახო სანაია: 1996 წელს თავის ბანკში ჰქონდა ივანიშვილს ლებედის შტაბი გახსნილი. ლებედი მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.ეს ივანიშვილის სიტყვებია :Я раскручивал Лебедя, когда он был брошенным политиком....
პოლიტიკა • 14:58
"9 აპრილის, ამ უდიდესი თარიღის ფონზე, დღეს ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ისეთ მოვლენებს, რაც ყოველგვარ ზღვარსა და ფსკერს ქვემოთ დაშვებაა. თუ 1989 წელს როდიონოვის საბჭოთა ჯარის ნაწილებით, ტანკებით, ნიჩბე...
პოლიტიკა • 14:52
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ამბობს, რომ უცნობი ნომრიდან დაურეკეს და დაემუქრნენ. იყო გინება, მუქარა, მიშას სახელის ხსენება - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. დილიდან მირეკავდა, არ ვიღებდი, ახლა ავიღე და 3...
პოლიტიკა • 14:08
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა