შეხვედრა კლანთან - კობახიძემ სანქცირებულ მოსამართლეებს მხარდაჭერა გამოუცხადა

პოლიტიკა 4 აპრილი 12:59

სასამართლო კლანი

ირაკლი კობახიძე უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ შეხვედრას სანქცირებული ლევან მურუსიძეც ესწრებოდა.

კობახიძემ მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და სანქციებს "ტრაგიკული მოვლენა" უწოდა.

 

„სანქციები არის პოლიტიკური ჩარევის ყველაზე უხეში მცდელობა, ეს არის ტრაგიკული მოვლენა იმ ქვეყნებისა და სუბიექტებისთვის, რომლებიც ასეთი საქმით არიან დაკავებული, ამ მცდელობასაც ვერ ექნება შედეგი, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა 2012 წლიდან დღემდე ვერავინ შეარყია და ვერც მომავალში ვერავინ შეარყევს. ჩვენ ვერავის მივცემთ საშუალებას, უხეშად სცადონ შეჭრა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ქართული სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, არის დამოუკიდებელი და მომავალშიც აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი,“- თქვა კობახიძემ.
შეხვედრაზე კობახიძემ  "წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემაში არსებულ მანკიერ პრაქტიკაზე" ილაპარაკა და აღნიშნა, რომ "ზუსტად იგივე ძალები ესხმიან დღეს თავს ქართულ დამოუკიდებელ მართლმსაჯულების სისტემას".

 

კობახიძეს მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მოსამართლეები "ბულინგის, შეურაცხყოფის", შანტაჟის" პირობებში მუშაობენ:

 

„პროფესიული სირთულეების მიღმა, ჩვენს კოლეგებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ბოლო პერიოდში ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარი. ჩვენ, მოსამართლეები მივეჩვიეთ, რომ ფაქტებსა და რეალობასთან შედარებით, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ აღქმებს და განცდებს და ვიცხოვროთ პარალელურ რეალობაში, თუმცა ამ მოცემულობაშიც კი ვერაფრით ვეგუები და ვერ ვხსნი იმ მოცემულობას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს, განსაკუთრებით იმ პირობებსა და ვითარებაში, როდესაც ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ. შეგახსენებთ, 2 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეთა კლანის ლიდერებს, მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს სანქციები დაუწესა. მათ გარდა, სხვადასხვა ქვეყნების მიერ, სანქცირებული არიან სხვა მოსამართლეებიც. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
9 აპრილი
ვიდეო - 9 აპრილის უცნობი კადრები

ისტორიის გაკვეთილები მათთვის, ვინც ცდილობს, რუს ჯარისკაცებს ქართველების მკვლელობა ჩამორეცხოს - "შაბათის ეთერი" 1989 წლის 9 აპრილის აქამდე უცნობი კადრებს ასაჯაროებს, რომელიც ისტორიამ შემოინახა. 36 წლის...

პოლიტიკა 1 წუთის წინ

ლენტიი
ტრაგედია ავჭალაში - 13 წლის ბიჭი ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ავჭალაში, ერთ-ერთი ავარიული კორპუსის (ე.წ. ტიტანიკის კორპუსი) ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა.   სააგენტოს ცნობითვე, არასრულწლოვ...

შემთხვევა 2 წუთის წინ

წულუკიანი
„თეა წულუკიანი ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე საზიზღრობა რაცაა, მხოლოდ იმას იჯერებს” – დავით ზურაბიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:,,ჩემი სუბიექტური და მოკრძალებული აზრით: ბიძინა ივანიშვილს მართლა სჯერა, რომ მას გლობალური ომის დიფსთეითი თუ რაღაც მსგავსი მასონური ოხრობა ებრძვის და აყირავებას...

სოცმედია 9 წუთის წინ

ტრამპი პუტინი
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ, ბაიდენის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

 გადონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების პაკეტი ერთი წლით გახანგრძლივდა. მედიის ცნობით, შეს...

რუსეთ-უკრაინის ომი 11 წუთის წინ

ტიტუშკების თვდასხმა
„ქოცებო, ტიტუშკებო, თქვენს დდშვც“ - მოქალაქეს და მის თანმხლებ პირებს სოლოლაკში თავს ტიტუშკები დაესხნენ

მოქალაქე რუსუდან ქაქუთია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და მის თანმხლებ პირებს სოლოლაკში, ლეონიძის ქუჩაზე, თავს ტიტუშკები დაესხნენ. ის აქვეყნებს ფოტოსაც, სადაც ჩანს, რომ ის სისხლიანია. თავდასხმის შესახ...

სოცმედია 15 წუთის წინ

გოგნიაშვილი
ვიდეო: თბილისის პირველი პოლიციელის წარსული - ჟურნალისტური გამოძიება

ვახტანგ გომელაურმა თბილისის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ჩააბარა კაცს, რომელსაც 2012 წელს "ქართული ოცნება" ზონდერად აცხადებდა და მის გადადგომას ითხოვდა. თბილისში გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან ლ...

პოლიტიკა 17 წუთის წინ