ვიდეო - 9 აპრილის უცნობი კადრები

პოლიტიკა 1775705820

9 აპრილი

ისტორიის გაკვეთილები მათთვის, ვინც ცდილობს, რუს ჯარისკაცებს ქართველების მკვლელობა ჩამორეცხოს - "შაბათის ეთერი" 1989 წლის 9 აპრილის აქამდე უცნობი კადრებს ასაჯაროებს, რომელიც ისტორიამ შემოინახა. 36 წლის შემდეგ, ნინო ბაგრატიონი პირველად უყურებს ჩანაწერს, სადაც ის, 17 წლის გოგო, საბჭოთა არმიის მიერ წამებით მოკლულ მეგობარს, ნათია ბაშალეიშვილს გლოვობს.

მაშინ არც იცოდა, რომ თბილისის 51-ე სკოლის მეათე კლასის მოსწავლის, ნათია ბაშალეიშვილის დაკრძალვის დღეს ამერიკელი ჟურნალისტი და მისი ოპერატორი იღებდნენ. კადრები 1989 წლის 23 აპრილს ვერის სასაფლაოზეა გადაღებული.
 
ცხრა დღიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა ქიმიური იარაღით მოწამლული და ნიჩბით დაჩეხილი ნათია ბაშალეიშვილის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

 

ნინო ბაგრატიონი მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი იყო. ნათია ბაშალეიშვილი მისი მეზობელი და უახლოესი მეგობარი.

 

ამერიკელი ჟურნალისტების მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში ნათია სულაც არ ჩანს ისეთი როგორიც რეალურად იყო. მაშინ ვარაუდობენ, რომ დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლამ გამოიწვია ბაშალეიშვილის გარეგნული ცვლილება.

ეს ყველაფერი არ არის, ისინი ვინც,  9 აპრილის აქამდე უცნობ კადრებში "შაბათის ეთერმა" ამოიცნო, "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებთან დეტალურად ჰყვებიან ჰყვებიან იმ რუსეთის მიერ მოწყობილ სისასტიკეზე. 

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355