ვიდეო - რა ქონებას ფლობს გრიგოლ ბესელია
პოლიტიკა • 26 იანვარი 4:55

"ნაჩუქარი" დოლარებით აშენებული ვილა ტაბახმელაში - რას მალავს ხალხის დევნაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსანი?
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის ცხრა ნომერში, მდებარე ორ სართულიანი ტყუპი სახლებიდან ერთ-ერთი, პროევროპული დემონსტრაციების დარბევასა და ხალხის უკანონო დაკავებაში მხილებულ, აჭარის პოლიციის სკანდალში გახვეულ უფროსს გრიგოლ ბესელიას ეკუთვნის.
ეს მაშინ, როცა ბესელიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის უსახლკაროა, არ აქვს მანქანა და მისი 6800 ლარიანი ხელფასით, ყოფილი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ბინის სესხს იხდის.
"შაბათის ეთერმა" მიაგნო საბუთს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში, სადაც, ორ სართულიანი სახლის მშენებლობის დამკვეთად გრიგოლ ბესელია ფიგურირებს, ამ დოკუმენტმა კი გამომძიებელი ჟურნალისტები მისი მშობლების სახელზე რეგისტრირებულ ქონებამდე მიიყვანა.
ეს საინფორმაციო დაფა, ფარნავაზ მეფის ქუჩის ცხრა ნომერში დაგეგმილ მშენებლობაზე მიუთითებს. ფოტოსურათები 2021 წლის 25 აგვისტოთი თარიღდება. ამ დროს მიწა ოფიციალური მონაცემებით, გრიგოლ ბესელიას ბიძაშვილის, გიორგი წეროძის საკუთრებაა, თუმცა საინფორმაციო
დაფაზე წერია, რომ სახლის მშენებლობის დამკვეთი აჭარის პოლიციის შეფი გრიგოლ ბესელიაა. მიწის გამყიდველიც "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ მოლაპარაკებები ვახტანგ გომელაურის მარჯვენა ხელთან ჰქონდა.
ორ სართულიანი თეთრი სახლი, შავი ალუმინის ვიტრაჟებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის პენსიონერი დედის სახელზეა გაფორმებული. ოფიციალური მონაცემებით, ბესელიას მშობლებს ბიზნესი არ აქვთ. მათი ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოსგან დანიშნული პენსიაა.
საბოლოოდ, გრიგოლ ბესელიას მამამ, პოლიციის პოლკოვნიკმა არ უარყო, რომ ამ ორ სართულიანი სახლის მფლობელი მისი ვაჟია, სახლის მშენებლობისთვის, რემონტისთვის, მოწყობისთვის ფული გრიგოლ ბესელიამაც ჩადო.
საჯარო მოხელე ვალდებულია, დეკლარაციაში ასახოს არა მხოლოდ მისი ქონება, არამედ ნებისმიერი ხარჯი, რომელიც თუნდაც სხვისი სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ასაშენებლად ან მოსაპირკეთებლად გაწია, ასეთ ჩანაწერს ჩვენ გრიგოლ ბესელიას დეკლარაციაში ვერ მივაგენით.
სამშენებლო, სარემონტო ან ავეჯის შესაძენად განკუთვნილი ხარჯების გრაფა ცარიელია. გრიგოლ ბესელიას ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მიხეილ სააკაშვილი: რუსებს ანწუხელიძე მაშინ რომ არ მოეკლათ, სხვა მებრძოლების სიებთან ერთად მის სახელსაც გადასცემდნენ რუსებს, რომელთა დიდი ნაწილი მოკლულია.ან რუსეთის მიერ შედგენილი სიის მიხედვით გამოამწ...
პოლიტიკა • 11:47

"გულსაკლავი სცენები სუმიდან დღეს დილით, როდესაც მოსახლეობა ბზობის კვირა დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ. რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი, მაშინ, როცა უკრაინა უპირ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 11:41

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა წულუკიანს ურჩევს, ჯერ მისი ძმის მკვლელობის საქმე გამოიძიოს. გივი გინტური ამბობს, რომ თამაზ გინტური რუსების წინააღმდეგ ყველა ომში იბრძოდა და ამიტომ, ოკუ...
პოლიტიკა • 10:30

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ სუმზე რუსების მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ ასე მოქცევა მხოლოდ არამზადებს შეუძლიათ და რომ "რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 10:19

„გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, 42- ე ბატალიონის პ/შემადგენლობას, მე-4 ბრიგადის პ/შემადგენლობას, ყველა ქართველ ჯარისკაცს და მებრძოლს, 2008 წლის ომში დაღუპულ გმირების ოჯახებს... ნამდვილად მარაზმია ამ ჯალათი...
პოლიტიკა • 9:30

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამყვანების: ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვა...
პოლიტიკა • 9:25