ვიდეო: "ტიტუშკებს" კლინიკაში შემოსვლის მცდელობა ჰქონდათ" - ნაცემი ჟურნალისტი კლინიკაში რჩება

პოლიტიკა 6 აპრილი 9:25

მთავარი არხის ჟურნალისტი

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელსაც "ოცნების" პროპაგანდისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. გიორგი მამნიაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება.

 

"პირველები" დაზარალებულ ჟურნალისტს ესაუბრა, რომელიც თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ქრონოლოგიურად იხსენებს. ამბობს, რომ მას ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით კითხვები ვატო შქარაშვილთან და გოგა ხაინდრავასთან ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მამნიაშვილმა პროპაგანდისტებს "მონა" უწოდა, ისინი მასზე თავდასხმაზე გადავიდნენ. მისი განმარტებით, შაქარაშვილი ჟურნალისტვისთვი ტელეფონის წართმევას ცდილობდა, რათა გადაღების საშუალება არ ჰქონოდა.

მამნიაშვილი ასევე ყვება, რომ მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა ცემის ფაქტი გააპროტესტეს, ხაინდრავას სახლთან მივიდნენ და კვერცხები ისროლეს, დილიდან კლინიკასთან "ტიტუშკები" მივიდნენ, რომლებიც ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.

 

მაქვს ტვინის შერყევა და მაქვს გარეგანი დაზიანებები და დაბეჟილობები სხეულის სხვადასხვა არეში. მთელი ღამის განმავლობაში კლინიკის გარე პერიმეტრზე ტიტუშკები იყვნენ მობილიზებულები, საავადმყოფოს ურტყამდნენ წრეებს. შიგნით შემოსვლის მცდელობა ჰქონდათ.

ვატო შაქარაშვილის კაი კაცობა კი ვიცით. თავის დროზე ფონდები მისი საჩივრის საფუძველზე დაყადაღდა და ათობით და ასობით ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი დარჩა ფინანსური სახსრების გარეშე, რომელსაც ფინდი აწვდიდა, შესაბამისად, გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და დავუძახე "მონა", რის შემდეგაც შაქარაშვილი ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. სახეში დამარტყა დაახლოებით 5-6-ჯერ და წიხლი დამარტყა ორჯერ, - ამბობს მამნიაშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაშინ, როდესაც შაქარაშვილი ჟურნალისტს სცემდა, ადგილზე იო საპატრულო პოლიციაც, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია.  გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც 112-ში ზარი თავად მამნიაშვილმა განახორციელა.

 

ამ დრომდე პოლიციას არც სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ამოუღია და "ოცნების" პროპაგანდისტები გამოუკითხავს.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გინტური თამაზ
„ხომ არის მაგარი "გამომძიებელი"? გამოიძიოს ვინ მოკლა თამაზ გინტური“ - გივი გინტური წულუკიანზე

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა წულუკიანს ურჩევს, ჯერ მისი ძმის მკვლელობის საქმე გამოიძიოს. გივი გინტური ამბობს, რომ თამაზ გინტური რუსების წინააღმდეგ ყველა ომში იბრძოდა და ამიტომ, ოკუ...

პოლიტიკა 10 წუთის წინ

ზელენსკი
"რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი სურს და ამ ომს აჭიანურებს - აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია" - ზელენსკი სუმზე თავდასხმაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ სუმზე რუსების მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ ასე მოქცევა მხოლოდ არამზადებს შეუძლიათ და რომ "რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი...

რუსეთ-უკრაინის ომი 21 წუთის წინ

პოლიტიკა
„ბოდიში ჩვენი გმირების ოჯახებს... გახსოვდეთ, ვერანაირი განცხადება, თუ გამოძიება ვერ შეურაცხყოფს მათ სულებს, ისინი სულ დარჩებიან ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნათელ მხარეს, ესენი კი აუცილებლად აღმოჩნდებიან ნაგავში...“ - გაერთიანებული შტაბის ყოფილი მოადგილე

„გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, 42- ე ბატალიონის პ/შემადგენლობას, მე-4 ბრიგადის პ/შემადგენლობას, ყველა ქართველ ჯარისკაცს და მებრძოლს, 2008 წლის ომში დაღუპულ გმირების ოჯახებს... ნამდვილად მარაზმია ამ ჯალათი...

პოლიტიკა 9:30

ზაუტაშვილი ივანოვ-ჩიქოვანი
"მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო" - SJC

 "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამყვანების: ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვა...

პოლიტიკა 9:25

სუმი
რუსეთის სისხლიანი ბზობა - ოკუპანტებმა სუმიზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები

13 აპრილის დილას რუსეთმა ქალაქ სუმის ცენტრზე რაკეტებით იერიში მიიტანა.   ქალაქი მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, არტემ კობზარის თქმით, იერიშის შედეგად "ბევრი დაღუპულია".

რუსეთ-უკრაინის ომი 9:23

ხანძარი
ვაზისუბანში, მანქანის სახელოსნოებში ხანძარი გაჩნდა

ვაზისუბანში, მანქანის სახელოსნოებში ცეცხლი გაჩნდა. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შემთხვევა 9:18