1743388847
„თქვენი დედის ტ@აკი რო გახმა, ამისთანა დებილების ჯოგი როგორ ხართ“ - გიორგი ფოფხაძე „ქოცებს“
პოლიტიკა • 27 მარტი 13:01
სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ, წულუკიანის კომისიაზე, განაცხადა:
“2003 წელს, ოქტომბრის შემდგომ, დიდი ცვლილებები ჯარში არ ყოფილა, ჯარში ძირეული ცვლილებები დაიწყო ბარამიძის დანიშვნიდან, თარიღს ზუსტად ვერ გეტყვით. მან მოიყვანა თავის მდივნად ლაკა ხოშტარია და მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარიდან უნდა იყოს გაშვებული ყველა, ვინც ომობდა საქართველოსთვის ცხინვალისა თუ აფხაზეთის ომებში, ანუ ვეტერანები
აქ ყველაზე აქტიური იყო ხოშტარია. მაშინ მე მქონდა პოზიცია ადამიანური რესურსების მართვაში, ვიყავი მინისტრის მრჩეველი სამედიცინო, სოციალურ და ვეტერანების საკითხებში – აქედან გამომდინარე, მეც მოვხვდი შეხვედრაზე, სადაც ბრიტანელებმა გამოაგზავნეს კომისია თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ, სადაც ისინი განმარტავდნენ, რომ ვეტერანების ჯარიდან გაშვება ასე უკონტროლოდ არ შეიძლება, საჭიროა მათი გადამზადება, მათთვის რაღაც პროფესიების შეძენა და უზრუნველყოფა იმით, რომ ისინი სამოქალაქო სექტორში დასაქმდნენ, ან შექმნან საკუთარი ბიზნესი. იქ იყო ახსნა, ხიფათი იმისა, რომ ეს ხალხი არის ომში ნამყოფი, იარაღს, ბრძანების შესრულებას შეჩვეული და შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნან შეიარაღებული დაჯგუფებები. უნდა მოგახსენოთ, რომ ბარამიძის დროს ვეტერანების ტოტალური გაშვება არ მოხდა, ტოტალური გაშვება უკვე მოხდა ოქრუაშვილის დანიშვნისას, რომელმაც ერთი ბრძანებით გაუშვა 2000-ზე მეტი ოფიცერი.
2007 წელს კეზერაშვილი დაინიშნა მინისტრად და მე ჩემს სუბიექტურ შეხედულებას ვიტყვი, მოხდა იმიტაცია იმის აღდგენის, რაც გაუქმდა ოქრუაშვილის დროს. იმიტომ, რომ ოქრუაშვილის დროს იყო გაუქმებული ძალიან ბევრი საკვანძო მომენტი. იყო გაუქმებული სახმელეთო ჯარების შტაბი, იყო გაუქმებული სამხედრო დაზვერვა, იყო გაუქმებული ამერიკელების მომზადებული ათი ბატალიონი კომანდოსები, იყო გაუქმებული ფრანგების და შვეიცარიელების მომზადებული და აღჭურვილი სამთო-მსროლელი ბატალიონი, იყო გაუქმებული სამხედრო ჰოსპიტალი. სამხედრო ჰოსპიტალი გადაიტანეს გორში, მაგრამ რეალურად მოხდა მისი გაუქმება, იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც ჰოსპიტალში მსახურობდა და იყო ჯარიდან, ისინი იყვნენ გაშვებული და ძირითადი ხალხი ვინც შემდგომ გორის ჰოსპიტალში მსახურობდა იყვნენ სამოქალაქო პირები, რომელთაც ჯართან საერთო არ ჰქონიათ არასდროს. იყო გაუქმებული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი, იყო გაუქმებული სამხედრო აკადემია, შემდგომ აღდგენილი, გადატანილი გორში 8 თვიანი კურსით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ოფიცრის ჩამოყალიბებას.”
გეგმავდა თუ არა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გარემოცვა თავდასხმას ცოტნე გამსახურდიას მეუღლეზე - ვინ არის წარსულში 4-ჯერ ნასამართლევი მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს.
საზოგადოება • 3:38
31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა | დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი დღეს 86 წლის გახდებოდა "თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსულ...
პოლიტიკა • 3:34
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 34 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო-სახალხო კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგების საფუძველზეც უზენაესმა საბჭომ ზვია...
პოლიტიკა • 3:32
ოლიგარქის პარლამენტის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ქართველი გენერლების დაკითხვის ფონზე, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, ადგილობრივი ოპოზიცია უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოსურ ტელ...
პოლიტიკა • 3:30
ყოფილი დეპუტატი ეკა ხერხეულიძე სოცქსელშ ფოტოს აქვეყნებს და წერს: ეს ფოტო,ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენას ასახავს .1991 წლის 31 მარტი-საქართველოს დამოუკიდებლობის დაბადების დღე.ეს დღე ,გ...
სოცმედია • 3:28
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: ხალხო, ისევ დამძიმებულა გიჟთამარა, გამწვავებია შიზოფრენია, კედელ-კედელ ეხეთქება დუჟმორეული, მოერიდეთ ან ხალათი გადააცვით ვინმემ მოულოდნელად და გაკოჭეთ , ფეისბუკ "ბალკონზ...
სოცმედია • 3:22
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა