„ყაველაშვილისგან განსხვავებით, მე ხალხმა ამირჩია - ჩემი მანდატი გრძელდება“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1737788607

ზურაბიშვილი-ყაველაშვილ

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უდიპლომო პრეზიდენტის არჩევა და ამერიკული სანქციები - ეს სწორედ ის თემებია, რომლის შესახებაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს ინტერვიუ მისცა.

 

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ყოფილ ფეხბურთელ ყაველაშვილს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და თავად ერთადერთ მმართველად რჩება, რომელიც ხალხმა აირჩია.

 

"ის აირჩია პარლამენტმა და სხვა ინსტიტუტებმა, რომლებიც "ქართული ოცნების" კონტროლის ქვეშ არის. ასე, რომ ის ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტია" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ მანდატი იქამდე გაუგრძელდება, სანამ ქვეყანას ახალი, ლეგიტიმური პრეზიდენტი არ ეყოლება.

 

ამ პრეზიდენტისგან განსხვავებით, მე ხალხმა ამირჩია. ის აირჩია პარლამენტმა და სხვა ინსტიტუტებმა, რომლებიც "ქართული ოცნების" კონტროლის ქვეშ არის. ასე, რომ ის ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტია. ჩემი მანდატი კონკრეტული თარიღით არ წყდება. კონსტიტუციის მიხედვით, ჩემი მანდატი გრძელდება იქამდე, სანამ ახალ პრეზიდენტს არ აირჩევენ. იგულისხმება ლეგიტიმური პრეზიდენტი, ამიტომ ველოდები...", - ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი გავლენიან მედიასთან საქართველოში მიმდინარე პროტესტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა ქართველი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპულ გზაზე დაბრუნებაა.

 

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი France 24-თან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებზეც ამახვილებს ყურადღებას - " ვგრძნობთ, რომ ელიტა სანქციების გამო ნერვიულობს".

ყველაზე მნიშვნელოვანია, დავბრუნდეთ ევროპულ გზაზე. სწორედ ამის გამო არიან ადამიანები ქუჩაში უკვე 59 დღეა. პროტესტი არა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ არჩევნები მოიპარებს, არამედ ასევე იმის გამო იმართება, რომ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი ხალხის მანდატის გარეშე, ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდა და თქვა, რომ ევროპისკენ გზას აჩერებდა.

ამერიკამ დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ უკვე ვგრძნობთ, რომ ელიტა სანქციების გამო ნერვიულობს, რადგან ამერიკული სანქციები ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაგრამ არსებობს რეალური პრობლემა ევროკავშირისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ გაატაროს საგარეო პოლიტიკა კავკასიაში, სადაც ასევე სომხეთი ელოდება ევროპისკენ შებრუნებას. თუ ევროკავშირს არ აქვს ინსტრუმენტები, ან თუ მისი ინსტრუმენტები დაბლოკილია ვეტოთი, მაშინ ის ვერ გახდება ნამდვილი მოთამაშე", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკიი
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული“ - ზელენსკი

"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765829803

დოროთე ყურაშვილ
ვიდეო: „დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი“ — არქიმანდრიტი დოროთე

„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...

პოლიტიკა 1765829693

ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს

ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...

პოლიტიკა 1765829449

არქიმანდრიტ დოროთე
არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.   განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...

პოლიტიკა 1765814591

აქტივისტი ქალი
„ვითხოვდი წყალს, ვუთხარი, რომ შესაძლებელი იყო, ხელში ჩავკვდომოდი “- აქტივისტი ქალი "გამტაცებელს" ასახელებს

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება.   ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...

პოლიტიკა 1765810555

ზარქუა
"კარგად დაიწყო, მაგრამ..." - ზარქუა ტრამპით უკმაყოფილოა

"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება.   "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...

პოლიტიკა 1765809136