პოლონეთმა სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა

პოლონეთი ავიაცია

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, უკრაინაზე გაძლიერებული რუსული საჰაერო იერიშების ფონზე პოლონეთმა სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.

"რუსეთის ფედერაციის ავიაციის მიერ უკრაინაზე დარტყმების შეწყვეტის შემდეგ პოლონეთისა და მისი მოკავშირეების ოპერირება ჩვენ საჰაერო სივრცეში დასრულდა". - ნათქვამია განცხადებაში.

ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა.

"გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლები მალბორკში არიან დისლოცირებულნი და დღეს ღამით პოლონეთის ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ". - წერია სარდლობის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთისა და სხვა მოკავშირეების ძალები აკვირდებიან უკრაინაში არსებულ ვითარებას და მზად არიან უზრუნველყონ პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება.

მანამდე, 4 აპრილს რუსების მიერ უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 18-მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 61 ადამიანი.

 

რუსებმა კრივოი როგზე იერიში Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. რაკეტების სამიზნე ქალაქის საცხოვრებელი უბანი გახდა, რომელთანაც ახლოს სათამაშო მოედანი იყო.

 

რუსების იერიშის შედე

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წულუკიანი
„ბაბუა მოკლე ზუსტად ამ აფრასიძეებმა აქ რომ ანგელოზებად გამოჰყავთ“ - წულუკიანის ე. წ. საგამოძიებო კომისიას ხალხი უპირისპირდება

თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისია სკანდალში ეხვევა - "ქართულ ოცნებას" მოკლული ახლავ არღვლიანის ოჯახი საგანგებო განცხადებით  პასუხობს.   მოკლული კაცის შვილიშვილი ამბობს, რომ წულუკიანის კომისიას მისი ო...

სოცმედია 2 წუთის წინ

ორჯონკიძე ივანიშვილი
„თავიდანვე ბანდიტების მფარველი იყო თავად ბანდიტი ივანაშვილი - 90-იანების პირველ ნახევარში რუსეთში პირველი დიდი ფული რუსი პენსიონერების საბანკო ანაბრების ძარცვით იშოვა! საქართველოს ხელისუფლებაში კი 9 თვის ჩვილის მკვლელობით მოვიდა“ - მაია ორჯონიკიძე

მაია ორჯონიკიძე: ვაზაგაშვილმა უფროსმა ყაზბეგში მოხუცი ცოლ-ქმარი აწამა და დააუთოვა, ვაზაგაშვილმა უმცროსმა ერთი ყმაწვილი მოკლა და მეორე, ვინც შემთხვევით ამ მკვლელობას შეესწრო, მეთერთმეტე სართულიდან გადა...

სოცმედია 5 წუთის წინ

9 აპრილი
ვიდეო - 9 აპრილის უცნობი კადრები

ისტორიის გაკვეთილები მათთვის, ვინც ცდილობს, რუს ჯარისკაცებს ქართველების მკვლელობა ჩამორეცხოს - "შაბათის ეთერი" 1989 წლის 9 აპრილის აქამდე უცნობი კადრებს ასაჯაროებს, რომელიც ისტორიამ შემოინახა. 36 წლის...

პოლიტიკა 16 წუთის წინ

ლენტიი
ტრაგედია ავჭალაში - 13 წლის ბიჭი ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ავჭალაში, ერთ-ერთი ავარიული კორპუსის (ე.წ. ტიტანიკის კორპუსი) ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა.   სააგენტოს ცნობითვე, არასრულწლოვ...

შემთხვევა 17 წუთის წინ

წულუკიანი
„თეა წულუკიანი ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე საზიზღრობა რაცაა, მხოლოდ იმას იჯერებს” – დავით ზურაბიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:,,ჩემი სუბიექტური და მოკრძალებული აზრით: ბიძინა ივანიშვილს მართლა სჯერა, რომ მას გლობალური ომის დიფსთეითი თუ რაღაც მსგავსი მასონური ოხრობა ებრძვის და აყირავებას...

სოცმედია 24 წუთის წინ

ტრამპი პუტინი
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ, ბაიდენის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

 გადონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების პაკეტი ერთი წლით გახანგრძლივდა. მედიის ცნობით, შეს...

რუსეთ-უკრაინის ომი 26 წუთის წინ