1743541007
ვიდეო: „ოცნების“ ტოტალიტარიზმი ჩემთვის რუსულ-ბელორუსული და ირანული ჰიბრიდია“ - არჩილ გამზარდიას სკანდალური განცხადებები
რუსეთ-უკრაინის ომი • 29 მარტი 5:29
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უარყო ცნობები, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსება დროებით აღუდგინა პროგრამას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინიდან ბავშვების გატაცების დანაშაულების დოკუმენტირებას ახდენდა. მანვე აღნიშნა, რომ შეგროვებული მონაცემები დაცულია და "შესაბამის მხარეს" გადაეცემა.
"პროგრამა დაფინანსებული არ არის. შემცირებებში შედის, რომლებიც განხორციელდა, მაგრამ უზრუნველვყავით, რომ მონაცემები დაცული იყოს და რომ ვფლობთ და ნებისმიერ შესაფერის მხარეს შეიძლება გადაეცეს". - თქვა რუბიომ.
რუბიომ მონაცემების წაშლასთან დაკავშირებით მანამდე გავრცელებული ცნობების ფონზე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მ მონაცემების დაცულობა უზრუნველყო და მათ "შესაბამის მხარეს" გადასცემენ.
"მონაცემები დაცულია. მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველვყავით. შესაფერის მხარეს გადავცემთ. ეს უზრუნველვყავით. ამის თქმა შემდეგ კვირას შეგვეძლება. ეს უკვე შევატყობინეთ". - თქვა რუბიომ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგზე სახდეპის სპიკერმა, ტემი ბრიუსმაც ილაპარაკა.
ბრიფინგზე ბრიუსმა გავრცელებულ ცნობას "ფეიკ ნიუსი" უწოდა და განმარტა, რომ ობსერვატორიისთვის მიწოდებული თანხა მცირე პერიოდით აღდგა და მხოლოდ პროგრამის შეწყვეტისთვის საჭირო ოპერაციების შესრულებისთვის არის საჭირო.
"მდივანმა აღნიშნა, რომ არა, ეს ასე არ იყო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ზუსტად რა მოხდა და რაღაც რეალურად მოხდა.
უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე რამეა. რა თქმა უნდა, მონაცემებზე უკვე ვილაპარაკეთ. ეს მთავარი შეშფოთება იყო. ვიცით, რომ მონაცემები დაცული და ხელმისაწვდომია, ხოლო მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ კონფლიქტის ობსერვატორიისთვის მხარდაჭერის გაუქმების გადაწყვეტილება შეიცვალა, დაფინანსება მცირე პერიოდით არის მიწოდებული, სანამ კონფლიქტის ობსერვატორიის აღმსრულებლები უზრუნველყოფენ, რომ უკრაინელ ბავშვებზე კრიტიკული მონაცემები შესაბამის თანამდებობის პირებს გადაეცემათ. ეს გაუქმებული პროგრამებისთვის სტანდარტული შეწყვეტის პროცედურაა.
ასე რომ, ეს არ არის დაფინანსების შებრუნება. ეს არ არის აღდგენა. შეწყვეტის დინამიკის ნაწილია, რომელზეც შეწყვეტის პროცესში მივხვდით, რომ ამ პროცესის დასასრულებლად არის საჭირო. შეწყვეტის უფრო სპეციფიკური საჭიროებების შესახებ როდესაც შევიტყეთ, შემსრულებელს განახლებული მითითებები მივაწოდეთ. სწორედ ეს მოხდა. 14169 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად სახელმწიფო მდივნის ხელმძღვანელობით საგარეო დახმარების გადახედვის ფარგლებში უკრაინის კონფლიქტის ობსერვატორიისთვის მხარდაჭერა 25 იანვარს შეჩერდა. გადახედვის შემდგომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 26 თებერვალს დახმარება გააუქმა". - თქვა ბრიუსმა.
WP: აშშ დროებით შეინარჩუნებს უკრაინელი ბავშვების გატაცების საქმეების კვლევის პროგრამას
შეგახსენებთ, რომ Washington Post ავრცელებდა ინფორმაციას, რომდონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა გადაწყვეტილება შეეჩერებინა პროგრამა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინიდან ბავშვების გატაცების დანაშაულების დოკუმენტირებას ახდენდა.
აღნიშნული პროგრამა სატელიტური სურათების, ბიომეტრიული მონაცემებისა და სხვა ციფრული საშუალების გამოყენებით უკრაინელი ბავშვების მასობრივ დეპორტაციას იკვლევდა, რაც მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოძიებაში დაეხმარა.
მანამდე, 19 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ შეგროვებული მონაცემები წაშალეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ისაუბრა.
"მონაცემები კვლავ არსებობს. ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ არ ყოფილა. ეს იმ ადამიანების ხელში იყო, რომლებიც ამ პლატფორმას მართავენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვინ აკონტროლებს მონაცემებსა და ვებსაიტს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მონაცემები არსებობს, არ წაშლილა და არ დაკარგულა.
Reuters-ის ცნობით, ზემოხსენებული პროგრამა ტრამპის ადმინისტრაციამ 25 იანვარს შეაჩერა. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს უცხოური დახმარების გრანტი, რომელიც უკრაინის კონფლიქტის ობსერვატორიას მხარს უჭერდა.
გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: ,,ამ სკლინტმა ჰარმონია, ერთსულოვნება დ თანხმობა ჩამოაგდო. მოკლედ, სკლინტმა სულზე მოგვისწრო”
სოცმედია • 21:02
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:„ახლა ვინც დგახართ დასხედით, ვინც სხედხართ დაწექით და რა ვიცი, რამე ქენით, “კანტროლკა“ უნდა დაგახალოთ:ქათმის სკინტლით გაკეთებული რძე და ყველით რომ გვკვება პაპაშვილმა, ეგ ძ...
სოცმედია • 21:00
"ვფიქრობ, რომ [მასკი] საოცარია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მას დიდი კომპანია აქვს სამართავი... რაღაც მომენტში ის [კომპანიაში] დაბრუნდება. მას ასე სურს... მე ვინარჩუნებ მას, სანამ ეს შემიძლია. ის ძალიან...
მსოფლიო • 20:58
„ოცნების“ ტოტალიტარიზმი ჩემთვის რუსულ-ბელორუსული და ირანული ჰიბრიდია“ - არჩილ გამზარდიას სკანდალური განცხადებები
პოლიტიკა • 20:56
ოლიგარქის პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იბარებს. როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუ...
პოლიტიკა • 15:35
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “დღე...
პოლიტიკა • 14:55
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა