1743924248
ვიდეო: სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში - დაშავებულია 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს
პოლიტიკა • 1 აპრილი 15:35
ოლიგარქის პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იბარებს. როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას უკავშირდება. ჯაფარიძე პროკურატურაში მისვლაზე უარს ამბობს და მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვას ითხოვს:
"თბილისის პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი მარტა ყიყინაშვილი. მოწმის სახით სურთ ჩემთან გასაუბრება.
პირველ რიგში, მათ მიერ გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული, თუ რომელი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სურთ ჩემი მოწმის სახით გამოკითხვა. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ადვოკატის განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად დაზუსტდა.
რა თქმა უნდა, აღნიშნული გამოკითხვა უკავშირდება ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას.
შესაბამისად ვსარგებლობ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლით მონიჭებული უფლებით და მზად ვარ ადვოკატთან ერთად ჩვენების მისაცემად, პროკურატურის ნაცვლად გამოვცხადდე მაგისტრატ მოსამართლესთან." წერს ჯაფარიძე
ოლიგარქის პარლამენტის "საგამოძიებო კომისიამ", "გამოუცხადებლობის გამო", ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურაში 26 მარტს გაგზავნა.
შეგახსენებთ, ე.წ. მაგნატის საქმეზე ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უარი თქვეს კომისიასთან თანამშრომლობაზე. ისინი არ აღიარებენ ოლიგარქიული რეჟიმის არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ "საგამოძიებო კომისიას".
ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.
მამუკა ხაზარაძეს ამ საქმეზე დღეს ბრალი წარუდგინეს.
ქეთი მოლაშვილი სოცქსელში წერს: 68 წლის გოგა ხაინდრავა,პაპაჩემის ასაკის კაცი,უკვე თავისი დრო რომ მოჭამა და რომ უნდა გაჩერდეს,უბრალოდ რომ უნდა გაჩერდეს და ახალგაზრდობას მისცეს 'გზა ფართო', ასე მიმართავს...
სოცმედია • 7 წუთის წინ
“გუშინ New Yorker-ში ვიყავი, შარვალს ვყიდულობდი და რომელი შარვალიც მოვისინჯე ჯიბეებში ფოტოზე ასახული ფურცლები ეწყო. გიორგი ახობაძე მაშინვე ვიცანი და მივხვდი, რომ რაღაც საპროტესტო აზრს ატარებდა ეს აქტი...
სოცმედია • 14 წუთის წინ
"მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელსაც "ოცნების" პროპაგანდისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. გიორგი მამნიაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება. "პირვ...
პოლიტიკა • 17 წუთის წინ
ყველა დარტყმა ჩვენი ხალხის, შვილების წინააღმდეგაა. ისინი ებრძვიან ბავშვებს სათამაშო მოედნებზე... - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებულ თავდასხმე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 21 წუთის წინ
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. დაშავებული ქალი...
შემთხვევა • 25 წუთის წინ
ვატო შაქარიშვილის მორიგი თავდასხმა ახალგაზრდებზე - შემთხვევა ცოტა ხნის რუსთაველის გამზირზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა გოგა ხაინდრავაც ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში თათია აფრიამაშვილი ავრცელებს: "ვატო...
პოლიტიკა • 7:46
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა