“აი უცნობი • i ucnobi”-ის გვერდი FACEBOOK-დან წაიშალა

საზოგადოება 3/8/2023 • 7:25

უცნობი ვიზა

“აი უცნობი • i ucnobi” -ის გვერდი FACEBOOK-დან წაიშალა – ამის შესახებ განცხადებას მარიამ გაბედავა ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ ფეისბუკგვერდზე ქვეყნდებოდა გია გაჩეჩილაძის (უცნობის) საავტორო გადაცემა „უცნობის კიდობანი“ და „უცნობი მსოფლიო ამბები“.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“აი უცნობი • i ucnobi -ის გვერდი FACEBOOK-დან წაიშალა ე.წ „მედიაჩეკერებმა“ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წაშალეს აღნიშნული გვერდი და „I-UCNOBI” საერთოდ აღარ იძებნება. ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ ეს მოხდა გაფრთხილების და შეტყობინების გარეშე. 

 


დღეს, როცა სოც. მედია გადამწყვეტ როლს თამაშობს ინფორმაციის გავრცელებაში, აღნიშნული ფაქტი მახსენებს 7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედში“ შევარდნასა და იმ მედია-არხის დახურვას, საიდანაც ყოველთვის ისმოდა სიმართლის ხმა.

ფიზიკურმა ტერორმა, დღევანდელ რეალობაში, ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, რადგან ეს არის იმ ოპოზიციისთვის მთავარი ბრძოლის ველი, რაც იყო მათი ხელწერა 7 ნოემბერს ხელისუფლებაში ყოფნისას. დღეს, ეს ხალხი უკვე ოპოზიციაში ყველა ხერხით იბრძვის იმისთვის, რომ თავისუფალი აზრი შეიზღუდოს. ოპოზიცია მთელი თავისი გავლენით ახერხებს იმას, რომ აკონტროლოს და ატეროროს ის სივრცე, სადაც „მათიანები“ არ არიან. ნაც. მოძრაობისგან ეს ნაცნობი ხელწერაა, თუმცა “FACEBOOK”-ისგან ველოდებით სწორ რეაგირებას.

„I-UCNOBI არის ის გვერდი, საიდანაც ისმის რეალური ხმა – სიმართლის ხმა და ეს მსოფლიო ლიბერალურ ტრენდში არ ჯდება. მედია-არხი გადაცემებით, „უცნობის კიდობანი“ და „უცნობი მსოფლიო ამბები“ ყოველთვის ახერხებს ამხილოს ცრუ პროპაგანდის მანქანა და ობიექტური სინამდვილე მიაწოდოს მაყურებელს.

სწორედ, ამიტომ გვერდი არაერთი თავდასხმის ობიექტი იყო უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში “ნაც. მედია ჩეკერებ”-ის მხრიდან. ბოლო დროს კი, მაყურებლის სწრაფი ტემპით ზრდამ დიდი საფრთხე შეუქმნა ოპოზიციას, რომელიც 2024 წლამდე ბრძოლის ყველა მეთოდის გამოყენებას აპირებს იმისთვის, რომ ყველაფრის ფასად მოიგოს არჩევნები.

სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი, სოციალურ სივრცეში ოპოზიციური მედია არხების გვერდები, რომლებიც ავრცელებენ სიცრუეს და საუბრობენ სიძულვილის ენით ძველებურად განაგრძობენ ფუნქციონირებას. ობიექტური სინამდვილის გამავრცელებელ მედია-არხებს კი, შლიან გაფრთხილების გარეშე. დევნიან, ახშობენ, ბლოკავენ ყველანაირ აზრს, რომელიც მათ აზრს არ ემთხვევა.

რა თქმა უნდა, მივმართეთ FACEBOOK-ის ადმინისტრაციას, ავუხსენით რეალური სიტუაცია და ველოდებით მყისიერ რეაგირებას. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ამერიკის პრეზიდენტი, ტრამპი გახდა ლიბერალური ფაშიზმის მსხვერპლი იმედს ვიტოვებთ, რომ FACEBOOK-ის ცენტრალური ადმინისტრაცია მალე შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და გვერდი უმოკლეს დროში დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

საქართველოში, ვერასდროს გაიმარჯვებს ლიბერალური ფაშიზმი. თქვენი ბრძოლა კი, წესების გარეშე ჩვენს სიძლიერეზე მეტყველებს. ამიტომ იცოდეთ, რომ რამდენჯერაც არ უნდა წაგვშალოთ იმდენჯერ აღვდგებით ფერფლიდან ფენიქსივით, იმისთვის რომ ვთქვათ – “საქართველოა მარადიული” და რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს“. – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მოროშკინა რუხაძე
„ირაკლი რუხაძე - გენიოსი“ - ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: დღეს მართლაც საინტერესო დღეა.ხვალ ჩინური ახალი წელია.ირაკლი რუხაძე გენიოსი.  

სოცმედია 28 იანვარი 15:40

პაპუაშვილი შალვა
„თუკი საჭირო იქნება ვიზის აღება, აიღებს ადამიანი ვიზას, არ არის პრობლემა“ - შალვა პაპუაშვილი სავიზო სანქიცებზე

"ოფიციალური ვიზიტის დროს, თუკი საჭირო იქნება ვიზის აღება, აიღებს ადამიანი ვიზას, არ არის პრობლემა. მინდა, ვთქვა, რამდენად არაევროპული, მათ შორის, რამდენად მდაბალი საქციელია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ...

პოლიტიკა 28 იანვარი 15:37

ზურა ხაჩიძე
"მშვიდათ ვართ იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს თეა წულუკიანისნაირი მაღალი დონის პოლიტიკოსი“ - ზურა ხაჩიძე

"მშვიდათ ვართ იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს თეა წულუკიანისნაირი მაღალი დონის პოლიტიკოსი!" - წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში 

სოცმედია 28 იანვარი 15:33

უილსონი  ბიძინა
"მოვუწოდებ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს, დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ" - უილსონი

 "მოვუწოდებ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს, დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ," - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სო...

პოლიტიკა 28 იანვარი 15:30

მელია გოცირიძე მეგრელიშვილი
„ნიკა მელიაც და ვახო მეგრელიშვილიც, ნაციონალური ხელისუფლების დროს, იყვნენ მაღალჩინოსნები“ - მეგი გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: არ ვიცი ვის მოგეწონათ წუხანდელი გაუგებარი რაღაც და ვის არა, მაგრამ მსურს შეგახსენოთ , რომ ნიკა მელიაც და ვახო მეგრელიშვილიც, ნაციონალური ხელისუფლების დროს იყვნენ მაღალჩი...

სოცმედია 28 იანვარი 15:11

გამარჯვებული
დემნა გვასალია საფრანგეთის ხელოვნების რაინდის მედლით დააჯილდოვეს

 ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია საფრანგეთის კულტურის მინისტრმა მოდისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ხელოვნების რაინდის მედლით დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ დემნა პირ...

შოუბიზნესი 28 იანვარი 14:59