1744517289
„ბაბუა მოკლე ზუსტად ამ აფრასიძეებმა აქ რომ ანგელოზებად გამოჰყავთ“ - წულუკიანის ე. წ. საგამოძიებო კომისიას ხალხი უპირისპირდება
საზოგადოება • 22/11/2021 • 7:58
მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს- ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ, განაცხადა.
მისივე თქმით,რეგულაციის დარღვევის გამო ინდმეწარმე 2 ათასი, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.
"შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს. ეს იქნება გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2 000-ლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. ეს რეგულაციები 1-ლი დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს ეს უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა.
შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას", - თქვა ფერაძემ "ინტერპრესნიუსთან".
შეგახსენებთ, რომ 1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება, რაც ხელმისაწვდომი იქნება კოვიდზე ვაქცინირებული, ტესტირებული და ვირუსგადატანილი ადამიანებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წელს რეკორდული 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაციას აპირებს. ამის შესახებ Washington Post-ი მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს...
მსოფლიო • 9 წუთის წინ
რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ფოტოგრაფს, რომელმაც ავტორიტეტულ ფოტო კონკურსში თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ნამუშევრებით გაიმარჯვა, დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა გაუუქმეს. World Press P...
პოლიტიკა • 31 წუთის წინ
ივანიშვილის შალვა პაპუაშვილი სოცქსელში ბაია პატარაიას სტატუსის სქრინს აზიარებს და წერს: უკვე აღარ მგონია, მის რომელიმე უცხოელ დონორს ეს აწუხებდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანისთვის ჩარიცხ...
პოლიტიკა • 5:15
თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისია სკანდალში ეხვევა - "ქართულ ოცნებას" მოკლული ახლავ არღვლიანის ოჯახი საგანგებო განცხადებით პასუხობს. მოკლული კაცის შვილიშვილი ამბობს, რომ წულუკიანის კომისიას მისი ო...
სოცმედია • 4:08
მაია ორჯონიკიძე: ვაზაგაშვილმა უფროსმა ყაზბეგში მოხუცი ცოლ-ქმარი აწამა და დააუთოვა, ვაზაგაშვილმა უმცროსმა ერთი ყმაწვილი მოკლა და მეორე, ვინც შემთხვევით ამ მკვლელობას შეესწრო, მეთერთმეტე სართულიდან გადა...
სოცმედია • 4:04
ისტორიის გაკვეთილები მათთვის, ვინც ცდილობს, რუს ჯარისკაცებს ქართველების მკვლელობა ჩამორეცხოს - "შაბათის ეთერი" 1989 წლის 9 აპრილის აქამდე უცნობი კადრებს ასაჯაროებს, რომელიც ისტორიამ შემოინახა. 36 წლის...
პოლიტიკა • 3:53
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა