მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციული ზონის მიტაცების მცდელობის ფაქტი გამოავლინა და უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა

საზოგადოება 6 აპრილი 4:59

მუნიციპალური ინსოექცუა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცებისა და მწვანე ნარგავების დაზიანება/გაჩეხის მასშტაბური ფაქტების აღსაკვეთად, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.

 

ინსპექციის თანამშრომლებმა სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე 17 უკანონო მშენებლობის დემონტაჟი განახორციელეს, ასევე, ტერიტორიაზე არსებული, წითელ წიგნში შეტანილი ელდარის ფიჭვების შემდგომი დაზიანებისა და გაჩეხის ფაქტები აღკვეთეს.

 

„მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ - აღვკვეთეთ რამდენიმე ჰექტარი სახელმწიფო ტერიტორიის, რეკრეაციული ზონის მიტაცების მცდელობა, გადავარჩინეთ ფიჭვნარი რომლის გაჩეხისა და დაზიანების მაღალი რისკი და მცდელობა არსებობდა. ტერიტორიაზე სრულად მოხდა მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, ასევე, სამშენებლო ნარჩენის გატანა და ტერიტორიის გაწმენდა/დასუფთავება განხორციელდება. ინსპექციის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო მიწების დაცვა და უკანონო მშენებლობების აღკვეთა. ამ მიზნით, ღონისძიებებს ინტენსიურად ვახორციელებთ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროცესში, ასევე, სამართალდამცავ უწყებებს ეფექტური რეაგირებისა  და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.

 

მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს ინტენსიურ მონიტორინგსა და შესაბამის რეაგირებას დედაქალაქში სამშენებლო სამართალდარღვევების, რეკრეაციული ზონებისა და სახელმწიფო მიწების მიტაცების აღკვეთის მიზნით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქეთათო
„ანწუხელიძის მშობელს, შვილს, ყველას მე მოვუხდი ბოდიშს“ - ქეთათო ჩარკვიანი

გაუგონარი რაღაცები ხდება! სახელების გადარქმევა და ფასეულობების გადაფასება აღარ ჰქვია ამას - ასე ეხმაურება თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებულ განცხადებას ქეთათო ჩარკვიანი. ანწუხელიძის მშ...

პოლიტიკა 8 წუთის წინ

ველიჯანაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ, არხს თანამშრომლები ტოვებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ, არხს თანამშრომლები ტოვებენ.   ცნობილი ხდება, რომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს...

პოლიტიკა 9 წუთის წინ

პაპუაშვილი
ივანიშვილის პაპუაშვილმა ივანიშვილის წულუკიანის სახლთან გამართული აქცია „დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორად“ მოიხსენია

შალვა პაპუაშვილმა თეა წულუკიანის სახლთან გამართული აქცია „დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორად“ მოიხსენია. "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ირწმუნება...

პოლიტიკა 11 წუთის წინ

ზაზა ოქუაშვილი
„ლონდონის სასამართლომ დაადგინა, რომ ივანიშვილის უსაფუძვლო გამდიდრება სერიოზულ საკითხს წარმოადგენს, რომელიც ინგლისის სასამართლოს განხილვას ექვემდებარება“ - "ომეგა ჯგუფი"

„ქართული ოცნება“ ფეიკ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ზაზა ოქუაშვილი ინგლისის სასამართლოში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილთან - ამის შესახებ განცხადებას "ომეგა ჯგუფი" ავრცელებს. "ომეგა ჯგუფი" ინფორმაციით, ლო...

პოლიტიკა 11 წუთის წინ

ორბანი კობახიძე
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა. ივანიშვილის პრემიერსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გა...

პოლიტიკა 34 წუთის წინ

კობახიძე ფეისრეკლამა
რამდენი ათასი დოლარი დახარჯა ირაკლი კობახიძემ 3 თვეში ფეისბუქრეკლამაში

პროპაგანდის გავრცელებაში დახარჯული ფული - მეტას მონაცემებით, ქართულ „ფეისბუქ-გვერდებს“ შორის პოლიტიკურ რეკლამაში გადახდილი თანხით ირაკლი კობახიძე ლიდერობს. ივანიშვილის პრემიერმა სამ თვეში 40 ათასზე მე...

პოლიტიკა 8:25