შქმერში მანქანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

საზოგადოება 19/11/2021 • 14:10

შქმერი

“შქმერის” მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მხარის რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად ლიცენზიატი კომპანიის - შპს „ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, კომპანიის ინიციატივაა, რომ  შეიქმნას ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული  მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს აღებული ვალდებულების შესრულებას, მათ შორის  გარემოსდაცვით საკითხებს, რეკულტივაციის უზრუნველყოფას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ა.შ.

„ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან, ყველა ვალდებულება, რაზეც მოსახლეობასთან შეთანხმდებიან,  მემორანდუმში გაიწეროს და მისი ყოველი პუნქტი მკაცრად გაკონტროლდეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რასაც ლიცენზიანტი კომპანია მოსახლეობის წინაშე დებს, არის ის, რომ ადგილზე არ აშენდება გამამდიდრებელი ფაბრიკა, რათა არ დაბინძურდეს არსებული წყლები, კომპანია ასევე აცხადებს, რომ მანგანუმის მოპოვების არეალში, ყოველი ორასი მეტრის ფართობის დამუშავების მერე მოხდება მიწის რეკულტივაცია, ის დაუბრუნდება თავდაპირველ სახეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება მომდევნო ორასი მეტრის ფართობიდან წიაღისეულის მოპოვება და კვლავ მიწის რეკულტივაცია.

მათივე ინფორმაციით, კომპანიაში ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, მათთვის კიდევ იქმნება სხვა, დამატებითი სამუშაო ადგილებიც, მათ შორის, ფერმებსა და საკალმახეებში, რომელთა შექმნასაც კომპანია აპირებს. როგორც „ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, არ ეწინააღმდეგება შქმერში მანგანუმის მოპოვებას, თუმცა, არსებობს გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არასაკმარის არგუმენტებით აპროტესტებენ მათ საქმიანობას.

შქმერში გამართული შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,  მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კვლავ გაიმართოს მხარეებს შორის დისკუსია და უფრო დეტალურად განიხილონ აღნიშნული საკითხები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამინდი
ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი 18-21 აპრილს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე...

საზოგადოება 17 აპრილი 11:11

უგულავა
"უდავოა, ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან. მათთვის ყველაფერი ჩინურია" - გიგი უგულავა

"ბოლოს ჩინურის ცოდნა დაერქმევა იმას, რის გაგნებაშიც არ ვართ. ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა, კომპიუტერი, ინგლისური - ყველაფერი რაზეც ვამბოთ - მოაშორე აქედან, ჩინურია ეგ ჩემთვის. ისიც უდავოა, ამ წმინდა უვიც...

სოცმედია 17 აპრილი 10:40

გიორგი ფოფხაძე
"იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ" - გიორგი ფოფხაძე

"რა იყო, რა ხდება, "იმან" ახალი პერსონალური მჩხიბავი ჩამოიყვანა პეკინიდან თუუუ, გვანჯოუს "ლევი ტავარის" ფაბრიკებთან გაჭრა "კანალი"?.. აბა რა ჩინურის სწავლა და ჩინეთზე "გაპოჭოჭოკინება" დეეიწყოთ ? არა ნ...

სოცმედია 17 აპრილი 10:30

წითელი კვერცხი
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო 20 აპრილს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციაც. წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრის...

ეს საინტერესოა 17 აპრილი 10:21

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. "აღდგომის დღე...

საზოგადოება 17 აპრილი 10:10

გვარამია
"და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს..." - ნიკა გვარამია

"განათლების სამინისტრო სკოლებში მეორე უცხო ენად ჩინურის შემოტანას აანონსებს. და ამდენი ჩინურის მასწავლებელი საიდან მოყავს, ჩინური ტერაკოტას ჯარისკაცები ჩამოაქვს თუ ოჩამჩირელი კაცი რომ იყო, მეგრულს რომ...

სოცმედია 17 აპრილი 10:10