სუროგატების სკანდალი - "ბავშვები გაგვაჩენინეს და ჰონორარის გარეშე დაგვტოვეს, შესახლებულები ვართ დახურულ ჰოსტელში "

საზოგადოება 4 აპრილი 8:48

ჩვილი

სუროგატი დედები დახმარებას ითხოვენ - თბილისში, იძულებით ტყვეობაში მყოფი 30-მდე ქალი რეპროდუქციული მედიცინის სააგენტოს მძიმე ბრალდებებს უყენებს.  ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოყვანილი ქალი ამტკიცებს, რომ მათ ბავშვები გააჩენინეს, თუმცა ჰონორარებს არ აძლევენ. მათი ნაამბობით ირკვევა, რომ საკეისრო კვეთიდან ორ კვირაში ერთ-ერთ ქალს საშვილოსნო ამოკვეთეს.

სუროგატი დედების შესახებ სტატიაა თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა, შემდეგ კი ამ ფაქტით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა და  რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.  დანაშაულში მიხლებული კომპანიის დამფუძნებლები მიმავლაში არიან. სუროგატი ქალები ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

"პირველები" იმყოფებოდა დიდუბის ავტოვაგზლის ტეროტორიაზე, სადაც აღნიშნული დახურული ჰოსტელი მდებარეობს და პირადად მოისმინა ქალებისგან უმძიმესი ისტორიები.

 

ამ მომენტისთვის აქ 10-12 ქალი ცხოვრობს, ეს არის კომპანია “კიმბერლი ჯორჯია” დაახლოებით 30 ქალია თაღლითობის  მსხვერპლი. გუშინ კურატორმა გვითხრა რომ დღეს დააორგანიზებდა შეხვედრას,  იმის შემდეგ ტელეფონი გამორთულიაქვს კონტაქტზე არ გამოდის.  16იანვარს გადამიხადეს ბოლო ხელფასი , 21თებერვალს გავაჩინე , 24ში გამომწერეს . 
საბოლოო დოკუმენტები უნდა გაფორმებულიყო 1კვირაში მაგრამ დროს გვიწელავდნენ, რომ 21დღე სჭირდებოდა
ჩვენ საელჩოებშიც ვიყავით, მაგრამ არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევენ ბიოლოგიურ მშობლებზე  მაგრამ დანამდვილებით ვიცით რომ ეს ბავშვები გაფორმებული არიან და წაყვანილი არიან ჩინეთში, მაგრამ ჩვენ არაფერი გადაგვიხადეს.
ვარ რუსეთიდან, არიან შუა აზიის ქვეყნიდანაც და არიან საქართველოს მოქალაქეებიც. გუშინდელი ინტერვიუს ნახვის შემდეგ მოვიდა კრიმინალური პოლიცია და დაიწყო ძიება", - ამბობს "პირველებთან" სუროგატი დედა.
ქალები ამბობენ, რომ ერთი წლის განმავლობაში კომპანია მხოლოდ ორუსლობის პერიოდში უხდიდა თანხას, ისიც საარსებოდ. მშობიარობის შემდეგ კი მათ კურატორმა გამოუცხადა, რომ კომპანია გაკოტრდა და ვერაფერს ვეღარ მიიღებდნენ.

20 მაისს დავიწყე თანამშრომლობა, შუამავლისგან რომელიც აქებდა რომ კარგი კომპანიაა. მპირდებოდნენ რომ კარგად გადამიხდიდნენ, დაახლოებით 1 წელი გავატარე აქ ვიმშობიარე, მაგრამ დღემდე არაფერი გადაუხდიათ.
1 იანვარს გავაჩინე ტყუპი გოგოები, მაგრამ დღემდე არავის არაფერი გადაუხდია. ორსულობის პერიოდში მიხდიდნენ 400 დოლარს,  კომპანიის კურატორმა სოფომ გვითხრა, რომ კომპანია გაკოტრდა და რაც გინდათ ის ქენით, ვერ გადაგიხდით ვერაფერსო.
პოლიციაშიც ვიყავი შრომის ინსპექციაშიც ვიყავი და მხოლოდ ინტერვიუს გასვლის შემდეგ მოვიდნენ.

ჩემთვის პირადად უნდა გადაეხადათ 20 ათასი დოლარი, როცა აღმოვაჩინე რომ მატყუებდნენ, ჩემით დავუკავშირდი ბიოლოგიურ მშობლებს , მათ მითხრეს, რომ მშობიარობის შემდეგ მომენტალურად 50000 დოლარი კომპანიაში.ჩემნაირად, იგივე მდგომარეობაში 30-მდე ქალია", - ამბობს დაზარალებული.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე იაკობი
„ევროპაში გაიგონ, ცუდ ბრძოლაში შემოდიან – არ მოვწონვართ? თავი გაგვანებონ “ - მეუფე იაკობი

 ევროპაში კარგად გაიგონ, რა, ცუდ ბრძოლაში შემოდიან ჩვენთან - ჩვენ არ გვინდა არავისთან ცუდი, სიკვდილიც ვერ შეგვაშინებს ჩვენ. ჭკვიანად იყვნენ, არ მოვწონვართ? თავი გაგვანებონ და ნახონ, ვისზე რა ნაკლებები...

პოლიტიკა 16:04

სტარმერი
„პუტინი სრულ და დაუყოვნებელ ცეცხლის შეწყვეტას პირობების გარეშე უნდა დათანხმდეს“ - სტარმერი

 შეძრწუნებული ვარ სუმში მშვიდობიან მოქალაქეებზე რუსეთის საშინელ თავდასხმებით და ამ ტრაგიკულ დროს ჩემი ფიქრებით მსხვერპლებსა და მათი საყვარელ ადამიანებთან ვარ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მშვიდობისადმი თავის...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:45

ბესო კალაძე
ვიდეო: „2013 წელს ვანო მერაბიშვილს ციხესთან დაბადების დღეს ულოცავდა, 2016 წელს ამბობდა ტექსტს - "ბიძინას საქართველო საკუთარი შპს ჰგონიაო". დღეს გლდანის გამგებელია“ - ნიკა მელია

ნიკა მელია: ოცნების გლდანის დღევანდელი გამგებელი და მისი ბიოგრაფია გუშინ გლდანში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამახსენა.2013 წელს ვანო მერაბიშვილს ციხესთან დაბადების დღეს ულოცავდა, "მშვიდობისთვის" ემადლიერ...

სოცმედია 15:42

წულუკიანი ვაზაგაშვილი
მორიგი სკანდალი "ოცნების" ირგვლივ - წულუკიანის კომისიას კიდევ ერთი დაზარალებული პასუხობს

"ქართული ოცნების" ირგვლივ სკანდალი არ ცხრება - წულუკიანის საგამოძიებო კომისიას 2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას და, ირა გაბუნია უპირისპირდება.   ქალი ამბობს, რომ მისი ოჯახი სამართალს 20 წელია ეძებს....

პოლიტიკა 15:34

პუტინი მაკრონი
"ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება" - მაკრონი სუმზე თავდასხმაზე

 "დღეს დილით, ორმა რუსულმა რაკეტამ უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრს დაარტყა, რამაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, მათ შორის კვლავ ბავშვებიც.   ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ც...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:30

 მოსავალი გაიყინა
შიდა ქართლის სოფლებში მოსავალი გაიყინა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

შიდა ქართლის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია. გორის სოფლებში ბოლო დღეებია -3 და -5 გრადუსია ტემპერატურა, რის გამოც ადგილობრივებს ხეხილი გაეყინა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მოსავლის გარეშე დარჩნენ. წ...

საზოგადოება 15:29