ისტორიული გამარჯვება! საქართველოvsიტალია - 28:19! ქართული რაგბის ისტორიაში "ბორჯღალოსნებმა" ტიერ 1-ის გუნდი პირველად დაამარცხეს (ვიდეო)
სპორტი • 1657477707 700

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში, ტესტ-მატჩში იტალიას უმასპინძლა. შეხვედრა "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა - 28:19 და ქართული რაგბის ისტორიაში ნაკრებმა ტიერ 1-ის გუნდი პირველად დაამარცხა.
ლევან მაისაშვილის გუნდმა თამაში ბრწყინვალედ დაიწყო და მე-14 წუთზე უკვე 12:0-ს იგებდა. ალექსანდრე თოდუამ და თედო აბჟანდაძემ ორჯერ უწიეს იტალიელთა ჩათვლის მოედანს, საიდანაც თედომ თავისი ლელოს გარდასახვა მოახერხა. იტალიელები მალევე დაბრუნდნენ თამაშში - ერთი ლელოთი და ორი ზუსტი ჯარიმით "აძური" 12:13 დაწინაურდა, თუმცა მხოლოდ სამი წუთით. თედო აბჟანდაძემ მეორე ლელო დადო, გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.
მეორე ნახევარში საქართველომ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. იტალიელები მხოლოდ ტომაზო ალანის ორი ზუსტი ჯარიმით გამოირჩნენ. "ბორჯღალოსნებმა" 3 ჯარიმა გაიტანეს - თედო აბჟანდაძემ ორი და ერთი გელა აფრასიძემ.

15 აგვისტოს, იტალიის სერია A-ს პირველ ტურში, ნაპოლი სტუმრად ვერონას შეხვდება. ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი იქნება იტალიის ჩემპიონატში. მის თამაშ...
სპორტი • 1660513085

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს. დ...
შემთხვევა • 1660508280

მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს. "პრობლემის გარეშე მინდა სულ ერთი დღე… მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან (ალგ...
საზოგადოება • 1660506867

როგორც ირკვევა, 17 წლის მოზარდი, რომელსაც ბრალად დედის, 34 წლის ჟანა ხალილოვას მკვლელობა ედება, გარდაბანში მცხოვრები ნორუს ხალილოვია. მთავარი არხის ინფორმაციით, გამოძიების...
კრიმინალი • 1660505880

მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ინფორმაციას Countrymeters-ის სერვისის მონაცემები ადასტურებს, რომელიც პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას რეალურ დროში ითვლის. მისივე მონაცემებით, დედ...
ეს საინტერესოა • 1660505671

ვერძი ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით. დროა, საკუთარი შრომისმოყვარეობის ნაყოფი მიიღოთ. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ,...
ეს საინტერესოა • 1660505460