1743245687
„ვერასოდეს ვაპატიებდი თავს, თუ წულუკიანის შეკითხვებს მშვიდად და მორჩილებანარევი კვაზითანამშრომლობით ვუპასუხებდი! მით უფრო, გენერალი რომ ვყოფილიყავ“ - იაგო კაჭკაჭიშვილი
პოლიტიკა • 25 მარტი 10:23
საქართველო ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშეა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ლიეტუვის პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ "ოცნებამ" ქართველ ხალხს და მის სურვილს, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, ზურგი შეაქცია და ცდილობს, საქართველო რუსული სტილის მმართველობაშ დააბრუნოს.
პრეზიდენტმა ასევე ქვეყანაში არსებულ რეპრესიებზეც ისაუბრა. თქვა, რომ "ოცნება" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღად პოლიციას და მართლმსაჯულებას იყენებს.
დღეს თქვენ დგახართ ქართველი ხალხის გვერდით, როდესაც ისინი აპროტესტებენ მათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, ევროპულ მომავალს. თქვენ დგახართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც არ აღიარებენ გაყალბებულ არჩევნებს და ითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამისთვის.
ახლა საქართველოში კრიზისი მწვავდება. ეს გაცდა უბრალო პოლიტიკურ კრიზისს, გაცდა არჩევნების საკითხს, გაცდა საკითხს, როდესაც ოპოზიცია აპროტესტებს არჩევნებს. ჩვენ ახლა უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეს შეიძლება, შევაფასოთ მხოლოდ ეგზისტენციალურ გამოწვევად.
მმართველი პარტია, რომელმაც მოიპოვა ძალაუფლება, მხარდაჭერილი იყო მთელი საქართველოს საზოგადოების მიერ, რადგან ისინი მოვიდნენ ევროპული მომავლის რეფორმების პროგრამით, თუმცა 28 ნოემბერს მათ გადაწყვიტეს, რომ უკან წაიღონ ყველაფერი და ზურგი შეაქციონ ერის სურვილს, რომ ქვეყანა იყოს ევროპული მომავლის ნაწილი. ყველანაირი მოლოდინების საპირისპიროდ. ქართველი ხალხის მოლოდინების მიუხედავად, ისინი ცდილობენ, უკან დააბრუნონ საქართველო რუსული სტილის მმართველობაში.
რუსული კოშმარი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბრუნდება 21 საუკუნეშიც. ჩვენ დღეს ვართ ერი რეპრესიების ქვეშ. ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, ისინი მიჰყავთ პოლიციაში და გაყალბებულ ბრალდებებს უყენებენ მათ.
ახლა, როცა აქ ვდგავარ, ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანის სასამართლო მიმდინარეობს და მას შეიძლება, 11 წელი მიუსაჯონ არაფრის გამო, იმის გამო, რომ ის მშვიდობიანად აპროტესტებდა.
ხელისუფლება იყენებს რუსულ ტაქტიკას. ისინი იარაღად იყენებენ პოლიციას, მართლმსაჯულებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, - თქვა პრეზიდენტმა.
სააგენტო Transfermarkt-ის მონაცემებით, ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ფასმა მისთვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1.8 მლნ ევროდან 2.5 მლნ გახდა. ბოლო განახლებასთან (დეკემბერი)...
სპორტი • 11:22
პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი: ყველა იმ პირის სურათი და მონაცემები უნდა გაასაჯაროვდეს, ვინც თავის მოქმედებით სჩადის უკანონობას და საქართველოში რუსეთის დირექტივებს ა...
სოცმედია • 11:11
მამუკა მდინარაძე სოცქსელში წერს: ძალიან მწარე სიმართლე!ორი დღეა სრული ისტერიაა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში.გასაგებ მიზეზთან ერთად, მათ ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც:1. დადგ...
პოლიტიკა • 11:07
ნათია ჩიქოვანი სოცქსელში წერს: ოკმელაც და უჩაც შეაფასეს “მაღალი რისკის” პატიმრებად და არც ერთს არ აქვს უფლება გადავიდეს ღია ტიპის ციხეში (ზონას რომ ეძახიან). ეს იმას ნიშნავს რომ 5 წელი ისინი ყოველ დღე...
სოცმედია • 11:00
იაგო კაჭკაჭიშვილი: ვინც მიცნობს, არ ვარ კონფლიქტური. ნებისყოფასაც არ ვუჩივი, მგონი.მაგრამ... ვერასოდეს, ვერასოდეს ვაპატიებდი თავს, თუ წულუკიანის შეკითხვებს მშვიდად და მორჩილებანარევი კვაზითანამშრომლობ...
სოცმედია • 10:54
რაც ახლა ხდება, ეს არის უკიდურესი ღალატის ანატომია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგ...
პოლიტიკა • 10:51
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა