1743160261
"არ დავინახო, რომ ტონს აუწიოთ! არავინ გეგონოთ თქვენზე ნაკლები მამაკაცი, წერტილი!" - თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს
საზოგადოება • 22/11/2022 • 9:23
მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) მეხუთე კონგრესზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მსოფლიო პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად და აღმასრულებელი კომიტეტის ტიტულარულ წევრად აირჩიეს.
„მსოფლიო პროფკავშირებს ჰყავს ახალი გენერალური მდივანი, რომლის საარჩევნო კამპანიაში, წარდგენაში, არჩევაში დიდი წვლილი მიგვიძღვის. ვულოცავ ლუკა ვისენტინის. ასევე, გვყავს ახალი გუნდი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება წარმოდგენილია ყველა დონეზე, როგორც მსოფლიო პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად, ისე, გენერალურ საბჭოში, აღმასრულებელ კომიტეტში, იმ რვა „ტიტულარულ წევრში“ ევროპიდან, რომელიც მსოფლიო პროფკავშირებს მართავს. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მშრომელებს ექნებათ წვდომა და სარგებლობის საშუალება იმ საქმიანობით, რასაც მსოფლიო პროფკავშირები ეწევა დასაქმებულთა უფლებების განმტკიცების თვალსაზრისით. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
ამასთან, კონგრესზე, მსოფლიო პროფკავშირების ქალთა კომიტეტის წევრად გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი აირჩიეს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების (GTUC) თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ასევე გახლავთ მსოფლიო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტი.
მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) მეხუთე კონგრესი „ახალი სოციალური კონტრაქტი ყველასთვის“ ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში მიმდინარეობს და დღეს სრულდება.
ყოფილი პოლიტიკოსი მაია ნადირაძე სოცქსელში წერს: ნუ უყურებთ “კომისიას”!ნუ აზიარებთ საძაგლობებს!ნუ ვიშვიშებთ უხეირო წიაღსვლებით.ნუ ხართ მსხვერპლის როლში!ამ ცირკის უმთავრესი მიზანიარომ უუნაროებად, საცოდა...
სოცმედია • 11:41
"ქვეითი, მურმან კალანდია, რომელსაც დარჩელში მთვრალი პოლიციელი მანქანით დაეჯახა, დღეს დილით დაიღუპა" - ამის შესახებ ინფორმაციას მაია კალანდია სოციალურ ქსელში ავრცელებს. დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევა...
შემთხვევა • 11:38
პუტინის მოსაზრებას, უკრაინაში "დროებითი საერთაშორისო მმართველობის დამყარებაზე", უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება. განცხადება სოციალურ ქსელში , ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა კომუნიკაციებში...
რუსეთ-უკრაინის ომი • 11:33
დორტმუნდის აეროპორტში, გერმანიის ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა, 22 მარტს თურქეთიდან შემავალი ფრენის შემოწმებისას, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალა...
კრიმინალი • 11:32
ივანიშვილის გუნდი გიორგი გახარიას და მის გუნდს სამართლებრივი პროცესის დაწყებას უანონსებს. ღრმად ვარ დარწმუნებულები, რომ ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ მათაც მოუწიოთ, რომ გამოც...
პოლიტიკა • 11:26
საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს 28 მარტს, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა. აქციაზე ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან 2008 წლის ომში ქართველი გენერლებისა და ჯარისკაცების დადა...
პოლიტიკა • 11:24
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა