1757426691
კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება - მედია
ბიზნესი & ეკონომიკა • 19 მარტი 6:24
„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის ადგილად რჩება. აქ შეხვდებით მუდმივ მომხმარებლებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, სამეგობროებს, რომლებსაც უკვე ტრადიციად ექცათ დროის “დაფნაში” გატარება. გარდა გემრიელი საჭმლის შეთავაზებისა, „დაფნა“ ქმნის სასიამოვნო და მყუდრო გარემოს.
ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან ერთვის ადგილმდებარეობა და ინტერიერი — თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში მდებარე კაფეს განსაკუთრებული ატმოსფერო გასდევს. თანაც, „დაფნაში“ შენარჩუნებულია ძველი ვიზუალური ესთეტიკა.
სწორედ ამ იდეას გაჰყვნენ და მივიდნენ ბათუმამდე, სადაც სულ ახლახან გაიხსნა „დაფნას“ ფილიალი. როგორც “დაფნას” დამფუძნებელი, ნიკოლოზ მამეიშვილი ამბობს, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ ისტორიული წარსულის მქონე შენობას და საბოლოოდ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცნობილი ბათუმელი ექიმის, პლატონ გიგინეიშვილის სახლს მიაგნეს.
„ბათუმის ფილიალის გახსნაში დიდი წვლილი შეიტანა თიბისიმ — ამდენწლიანი დადებითი თანამშრომლობის გამო, გადავწყვიტეთ, ისევ თიბისისთვის მიგვემართა და ამჯერადაც ნაყოფიერი გამოდგა ეს ნაბიჯი. მთელი ამ წლების განმავლობაში, გარდა საბანკო მომსახურებისა, თიბისი დიდ როლს ასრულებს „დაფნას“ მარკეტინგული ცნობადობის გაზრდაშიც”, - ამბობს ნიკოლოზი.
უახლოეს მომავალში “დაფნას” დამფუძნებელი გაფართოებას და კიდევ ერთი ახალი, განსხვავებული კონცეფციის თავშეყრის ადგილის გახსნას აანონსებს.
საქართველოს ბანკი მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია. ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 40 წუთის წინ
ზაფხული მიილია, წინ საინტერესო, დატვირთული და სიახლეებით სავსე სასწავლო წელია. სასექტემბრო შოპინგი კი აქტიური ცხოვრების სტილთან დაბრუნების გარდაუვალი ნაწილია. საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 42 წუთის წინ
,,3000-მდე კბილებამდე შეიარაღებული ზონდერის პირისპირ ვიდექით დეკემბერში რამდენიმე დღის განმავლობაში და ერთმანეთი არ მიგვიტოვებია. გუშინ რეჟიმმა ჩათვალა, რომ ოცდაათამდე არარაობაც საკმარისი იქნებოდა ჩვე...
სოცმედია • 50 წუთის წინ
"პირველებს" აწვდიან ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ჩანს რომ კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება. კადრებში ჩანს მინიმუმ 10 მიკროავტობუსი, 10 პიკაპი და 4 ავტობუსი. ზუსტად რვა საათზე კი...
პოლიტიკა • 54 წუთის წინ
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 15 სექტემბერს 15:00 საათზე მეწარმე ქალებისთვის ბრენდინგის საფუძვლების შესახებ, ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპს ბრენდის დიზაინერი, ერეკლე ინაშვილი გაუძღვება და დამსწრეებს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 13:37
მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებების შემდეგ, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, "შეიკავონ იმგვარი ქმედებები...
პოლიტიკა • 13:34
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა