1705089000
ვისთვის და რატომ არ შეიძლება თავით ჩრდილოეთისკენ ძილი?
ბიზნესი & ეკონომიკა • 22/11/2024 • 15:26
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე. STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის შექმნას განათლების უფრო მეტი შესაძლებლობა დებატების, ინგლისური ენისა და STEM მიმართულებით. საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადის სამივე მიმართულება გუნდურ შეჯიბრს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც თითო გუნდი თითო სკოლას წარადგენს. მოსწავლეები ოლიმპიადებზე საკუთარ ცოდნას ორ ეტაპად - პირველ ტურში თეორიული, ხოლო მეორე ტურში პრაქტიკული დავალებებით გამოცდიან.STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 8 დეკემბერს დასრულდება. დებატებისა და ინგლისურის ოლიმპიადებზე კი რეგისტრაცია გაზაფხულის სემესტრში გამოცხადდება.STEM ოლიმპიადაოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება თითო სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული. STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება, პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. პირველი ტურის შედეგებზე დაყრდნობით კი გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომელიც მეორე ეტაპზე STEM პროექტებზე გუნდურად, ელექტრონული კომპონენტების (Arduino-ს ნაკრების) საშუალებით იმუშავებს.საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს. პროექტის ფარგლებში, ფინალში გადასული გუნდების მოსწავლეები და მენტორები 3 თვის განმავლობაში კონსულტაციებს გაივლიან კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით, STEM პროექტების შესრულების მიმართულებით.ინფორმაციისთვის, ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა - მათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა - მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ);ინფორმაცია პროექტის შესახებ:STEM აბრევიატურაა, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებს აერთიანებს. STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზებასა და მომავლის პროფესიების განვითარებას, რისთვისაც პროექტი უზრუნველყოფს STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებას სხვადასხვა პრიზებით და მონაწილე სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადამზადებას სფეროს ექსპერტების მიერ.
აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო გადაზიდვებზე - აცხადებს თეთრი სახლი საუდის არაბეთში, ქვეყნებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. „აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ ნავიგაცი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 15:57
წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა - სხდომა ხვალ, 26 მარტს, 10:00 საათზეა ჩა...
პოლიტიკა • 15:51
ალექსანდრე ლუკაშენკომ დღე მეშვიდედ დადო პრეზიდენტის ფიცი. „ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც საკუთარ თავს ეტალონად წარმოაჩენს. ბელარუსში ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, აზრი გამოთქვა...
მსოფლიო • 15:49
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივის, ადგილობრივი სამოქმედო პლატფორმის „ბ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 15:38
ქართველ ბლოგერს, 30 წლის კუკური ბარამიძეს (დომენიკ მანგო) რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. როგორც რუსეთის პროკურატურის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, იგი დ...
პოლიტიკა • 15:18
მსახიობი ნია გუგავა წერს, რომ პოლიციაში ჯარიმის საკითხზე დარეკა, სადაც უთხრეს, რომ 2-ის ნაცვლად 4 ჯარიმა აქვს დაკისრებული. მსახიობი ოთხივეჯერ გზის გადაკეტვის მოტივითაა დაჯარიმებული. "დღეს დილით პოლიცი...
პოლიტიკა • 15:15
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა