საქართველოს ბანკისა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თანამშრომლობით, ემიგრანტებისთვის ბიბლიოთეკები მოეწყობა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1742911096
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების შესაძლებლობების შექმნაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების მხარდამჭერია. ინიციატივა ლიტერატურის პოპულარიზაციისა და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში ქართული წიგნის კუთხეების შექმნას ისახავს მიზნად. საქართველოს ბანკი პროექტის მთავარი სპონსორია.
პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და ბიბლუსის ჩართულობით, საზღვარგარეთ ახალი ბიბლიოთეკები მოეწყობა, არსებულებს კი დაემატება მრავალფეროვანი ლიტერატურა, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ემიგრანტებისთვის ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
„საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ორგანიზაცია, მიზნად ისახავს, ხელი შეწუყოს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. მოხარული ვართ, რომ, ამჯერად, შესაძლებლობა გვაქვს, წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან და ბიბლუსთან ერთად, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ბიბლიოთეკების მოწყობაში. პროექტის მიზანია, დავეხმაროთ ემიგრანტებს, მათ შორის ახალ თაობას, განათლების მიღებასა და საქართველოსთან კავშირების შენარჩუნებაში, რაც თანხვედრაშია საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთ მთავარ ღირებულებასთან - ხელი შევუწყოთ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი ბიბლიოთეკა ესპანეთში მოეწყობა, მომავალში კი ეტაპობრივად სხვა ქვეყანებსაც მოვიცავთ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) გუნდის ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“, 2024 წლის იანვარში „ბიბლუსმა“ და გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ქართულ სოფლებში სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე, საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების შექმნას.
ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












