1733215612
არსებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სპეცრაზმმა რეზინის ტყვია თვალში მოარტყა, კომაშია
ბიზნესი & ეკონომიკა • 2 აპრილი 14:25
Forbes Books-მა, გამომცემლობამ რომელიც ცნობილია მსოფლიოში გამორჩეული ლიდერული ისტორიების პოპულარიზაციით, რამდენიმე დღის წინ თამარ გახარიას ავტობიოგრაფია წიგნის სახით გამოსცა – „The Blitz: საქართველოს შვილის აღმასვლა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე პოსტსაბჭოთა ეპოქაში“.
თამარ გახარია მსოფლიოს მასშტაბით რვა პროფესიონალს შორის მოხვდა, რომლებიც Forbes Book -მა გამოცემისთვის შეარჩია. თამარის ისტორია აღწერს სოციალური ცვლილებებითა და პირადი გამოწვევებით აღსავსე რთულ გზას, რომელმაც ის პროფესიულ წინსვლამდე, მსხვილ ბიზნესში წარმატებამდე და საკუთარი თავის შეცნობამდე მიიყვანა.
საქართველოს ეკონომიკაში დიდი წვლილის შემტანი - უმსხვილესი ჰოლდინგი აქტივებითა და თანამშრომლების რაოდენობით, “სიბიეს ჯგუფი” აერთიანებს ისეთ საკვანძო სექტორებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, ახალი ტექნოლოგიები და სტარტაპები. ფინანსური დირექტორის რანგში თამარ გახარია ერთერთ მთავარ როლს ასრულებს „სიბიეს ჯგუფის“ წარმატებაში, პოზიციაზე რომელიც 25 წლისამ დაიკავა.
თამარის ისტორია სიმტკიცის და შეუპოვრობის შესანიშნავი მაგალითია, რაც განსაკუთრებულად აქტუალურია ქალებისა და დამწყები ლიდერებისათვის მთელ მსოფლიოში. „The Blitz“-ში ავტორი საუბრობს საკუთარ პირად და პროფესიულ გამოცდილებაზე, დაწყებული რთული ბავშვობიდან, რომელიც განვლო პოსტსაბჭოთა საქართველოს არასტაბილურ პირობებში, გაგძელებული მძიმე გამოწვევებით ზრდასრულ ასაკში და დასრულებული მისი ამჟამინდელი პოზიციით. ეს ისტორია მკითხველს ემოციური ამბებისა და პრაქტიკული ასპექტების კომბინაციით აჩვენებს იმ ძალასა და ამბიციას, რომლებმაც განსაზღვრეს როგორც თამარის პიროვნული ზრდა, ასევე თანამედროვე საქართველოს განვითარება.
„Forbes Books-ის მიერ ჩემი წიგნის გამოცემა წარმოუდგენლად დიდი პატივია“, – განაცხადა თამარ გახარიამ. „ჩემი ისტორიის გაზიარებით მსურს შთავაგონო და გავაძლიერო სხვა ქალები და ლიდერები მთელს მსოფლიოში, რადგან დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „სიბიეს ჯგუფის“ არაჩვეულებრივ გუნდს, მათი უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, როგორც ჩემი პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, ისე მოცემული წიგნის შექმნის პერიოდში. საკუთარი შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის გარდა, თითოეული ჩვენგანის წარმატებაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ გვიდგას გვერდში”.
„The Blitz“ უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ მთელს მსოფლიოში - Amazon, Barnes & Noble, BAM!, BBookshop, Hudson Booksellers, Pochlight და წიგნის მაღაზიებში აშშ- ში, ხოლო საქართველოში ფიზიკურად წიგნის შეძენა რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გამოგვყევით ჩვენს გვერდებზე სოციალურ მედიაში:
ოცნების დეპუტატების და მათი ოჯახის სამშენებლო ბიზნესი - "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება. ირაკლი კირცხალიამრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, გობრონიძის ქუჩაზე ირაკლი კირცხალიას კ...
პოლიტიკა • 17:23
ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მე-20 ჯარიმა გამოუწერეს - რეჟიმი მებრძოლს ამ შემთხვევაშიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნუ...
პოლიტიკა • 17:22
ვატო შაქარიშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილზე თავდასხმას ადასტურებს და იმუქრება, რომ პასუხს ყველა მიიღებს, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს: "ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვე...
პოლიტიკა • 16:53
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან წარდგენისას თავისი ახალი მოადგილეები დაასახელა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პირველი მოადგილე იქნება ირაკლი ბერაია, მოადგილეები კი გე...
პოლიტიკა • 16:35
“ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა” ბრალდებულ...
პოლიტიკა • 16:33
როგორც ქალბატონი ლამარა იტყოდა, თქვე, მართლა იდიოტებო. შექანებულივით რომ დაირწევა ცარიელი თავთავი ბოკუჩავა, ამის იმედად ხართ?! – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ვიც...
სოცმედია • 16:32
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა