1743146316
„ნათია თურნავას ძმისშვილი თუ ბიძაშვილი თუ ძუძუმტე თუ რაღაცა “რა მნიშვნელობა აქვს”... პატარა თურნავას შემოქმედება და სტარტაპი“ - ვიკა ბუკია
ბიზნესი & ეკონომიკა • 4/11/2022 • 9:46
გონორეა ეს არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, გამოწვეული ნეისერია გონორეას ბაქტერიის მიერ. მისით ავადდებიან ორივე სქესის წარმომადგენლები.
ორგანოებს, რომლებზეც გავლენას ახდენს გონორეა, წარმოადგენენ:
• შარდსადენი;
• სწორი ნაწლავი;
• ხახა;
• ვაგინა;
• თვალები;
• ქალის რეპროდუქციული ტრაქტის ორგანოები : ფალოპის მილები, საშვილოსნოს ყელი და თავად საშვილოსნო.
მკურნალობის გარეშე მყოფმა გონორეულმა ინფექციამ შესაძლოა უშვილობამდე მიგვიყვანოს, თუმცა განკურნება მარტივი გზით ხდება, ამიტომ ექიმთან დროული მიმართვით შემდგომი გართულებების თავიდან არიდება შესაძლებელია და ეს დიაგნოზი განაჩენს არ წარმოადგენს.
გონორეას სიმპტომები
გონორეულ ინფექციას თან ყოველთვის არ ახლავს სიმპტომები. თუ თქვენი ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ხართ გადამდები.
რიგ შემთხვევებში გონორეული ინფექციის დროს შესაძლოა არ გამოვლინდეს სიმპტომები, თუმცა გამოვლენის შემთხვევაში მხოლოდ გამოიხატება გენიტალურ ტრაქტში.
გონორეის სიმპტომებს მამაკაცებში წარმოადგენს:
• ტკივილი შარდვის დროს
• ჩირქოვანი გამონადენი ასოდან
• ტკივილი და შეშუპება ერთ-ერთი სათესლე ჯირკვლის არეში
სიმპტომებს ქალების შემთხვევაში მიეკუთვნება :
• ჭარბი ვაგინალური გამონადენი
• წვა შარდვის დროს
• სისხლიანი გამონადენი მენსტრუალურ ციკლებს შორის პერიოდში
• ტკივილი მუცლის ან მენჯის ღრუში
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სიმპტომებიდან შენიშნეთ რომელიმე, ან ეჭვი გაქვთ გონორეით დაინფიცირებაზე, აუცილებელია მალევე გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან. REMDED-ის პლატფორმა გეხმარებათ სახლიდან გაუსვლელად, თქვენთვის სასურველ დროს შეძლოთ დაკავშირება ექიმთან - გინეკოლოგთან ან უროლოგთან.
გონორეას რისკ-ფაქტორები
ერთადერთი გზა, როდესაც შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ არ დაავადდებით გონორეული ინფექციით არის სქესობრივი კონტაქტის არქონა. იმ შემთხვევაში, თუ გყავთ გრძელვადიანი პარტნიორი, რომელიც თქვენს მსგავსად მონოგამიური ურთიერთობაშია, ინფიცირების რისკიც მცირდება.
გონორეით დაინფიცირების რისკი იზრდება, თუ თქვენ:
• ხართ ახალგაზრდა;
• ხშირად იცვლით პარტნიორებს;
• გყავთ პარტნიორი, რომელიც ურთიერთობაშია სხვებთან;
• გქონდათ გონორეა წარსულში;
• გქონიათ სხვა სქესობრივად გადამდები ინფექციები.
როგორ მოქმედებს გონორეა ორსულობაზე?
სამწუხაროდ რიგ შემთხვევებში გონორეული ინფექციის აღმოჩენა ორსულობის დროს ხდება. უმეტეს შემთხვევაში ეს უსიმპტომო მიმდინარეობის დროს ხდება.
ბუნებრივი მშობიარობისას, დაინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ინფექციის გადაცემის დროს, ახალშობილებში გვხვდება თვალების თანდაყოლილი დაზიანებები, რიგ შემთხვევებში კი სიბრმავეც. ამიტომ აუცილებელია გონორეული ინფექციის დიაგნოსტირება მოხდეს მშობიარობამდე.
მოზრდილებსა თუ ბავშვებში ანტიბიოტიკოთერაპია წარმოადგენს მკურნალობის ერთადერთ ძირითად მეთოდს. ანტიბიოტიკის შერჩევა აუცილებლად უნდა მოხდეს თქვენი ექიმის მიერ, რადგან თვითმკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები ან წაშალოს ინფექციის კვალი. ამასთანავე აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორივე პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.
გონორეული ინფექციისგან თავის დასაცავად აუცილებელია ყველა სქესობრივი აქტის დროს გამოყენებულ იქნას კონდომი ან პარტნიორები იყვნენ მონოგამიურ ურთიერთობაში.
აუცილებელია ორივე პარტნიორის ტესტირება სქესობრივად გადამდებ ინფექციებზე ურთიერთობის დაწყების წინ. ასევე აუცილებელია რეგულარული სკრინინგი.
ყოფილი პოლიტიკოსი მაია ნადირაძე სოცქსელში წერს: ნუ უყურებთ “კომისიას”!ნუ აზიარებთ საძაგლობებს!ნუ ვიშვიშებთ უხეირო წიაღსვლებით.ნუ ხართ მსხვერპლის როლში!ამ ცირკის უმთავრესი მიზანიარომ უუნაროებად, საცოდა...
სოცმედია • 36 წუთის წინ
"ქვეითი, მურმან კალანდია, რომელსაც დარჩელში მთვრალი პოლიციელი მანქანით დაეჯახა, დღეს დილით დაიღუპა" - ამის შესახებ ინფორმაციას მაია კალანდია სოციალურ ქსელში ავრცელებს. დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევა...
შემთხვევა • 39 წუთის წინ
პუტინის მოსაზრებას, უკრაინაში "დროებითი საერთაშორისო მმართველობის დამყარებაზე", უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება. განცხადება სოციალურ ქსელში , ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა კომუნიკაციებში...
რუსეთ-უკრაინის ომი • 44 წუთის წინ
დორტმუნდის აეროპორტში, გერმანიის ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა, 22 მარტს თურქეთიდან შემავალი ფრენის შემოწმებისას, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალა...
კრიმინალი • 45 წუთის წინ
ივანიშვილის გუნდი გიორგი გახარიას და მის გუნდს სამართლებრივი პროცესის დაწყებას უანონსებს. ღრმად ვარ დარწმუნებულები, რომ ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ მათაც მოუწიოთ, რომ გამოც...
პოლიტიკა • 51 წუთის წინ
საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს 28 მარტს, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა. აქციაზე ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან 2008 წლის ომში ქართველი გენერლებისა და ჯარისკაცების დადა...
პოლიტიკა • 53 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა