კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი

tbx

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილ შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს.

გამოფენის მთავარი ღერძია სამშობლოს იდეა, რომელიც პირდაპირი ან ირიბი მინიშნებებით კვეთს მხატვრის თითოეულ ნამუშევარს. დღევანდელ გარემოში, სადაც საქართველო მრავალ გამოწვევას უპირისპირდება, ეს გამოფენა არ არის მხოლოდ რეტროსპექტული ხედვა; ეს არის დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის და ფიქრი მომავალზე.  ჩემი კავკასიონი - სადაც წარმოდგენილია თანამედროვე საქართველოს პირველი ნაბიჯების პარალელურად შექმნილი ნამუშევრები, ერთის მხრივ ისტორიის მიმოხილვაცაა და თანამედროვე გამოწვევებზე რეაქციაც.

კოტე სულაბერიძის ნამუშევრებში სამშობლო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ან პოლიტიკური სივრცე. ეს არის ემოციური და კულტურული ლანდშაფტი, რომელიც რეალური და სიმბოლური დეტალებით ივსება, საბნის ნაოჭებიდან - მთის ფერდებამდე. მისი შემოქმედება ერთდროულად ასახავს სახიფათო, რთულ რეალობასა და ინტიმურ კავშირს სამშობლოსთან.

კოტე სულაბერიძე (დაბ. 968) ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები 1990-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ კონცეპტუალური ფერწერის, წიგნის ილუსტრაციისა და ვიდეო არტის მიმართულებით  მუშაობს.

მხატვარს 100-ზე მეტი წიგნის დიზაინსა და ილუსტრაციაზე უმუშავია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის წიგნის ვანო და ნიკო ჰოლანდიურ ენაზე გამოცემისთვის (Voetnoot, 2003),  ქართულ გამოცემებზე კენ კიზის… გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა (დიოგენე, 2012) და უმბერტო ეკოს ვარდის სახელით (დიოგენე, 2011).

კოტე სულაბერიძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში. მისი ბოლოდროინდელი სოლო გამოფენებია: ,,მშვიდი ცხოვრება’’ (თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ქარვასლა, თბილისი, 2020); ,,...ტურფასა საბაღნაროსა…’’ (ბაია გალერეა, თბილისი, 2023). მისი ნამუშევრები აგრეთვე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში -  KIASMA (ჰელსინკი, ფინეთი, 2007);  ProgressiveNostalgia - CentroperL’ArteContemporaneaLuiggiPecci (პრატო, იტალია, 2007);  Sotheby’s-ის აუქციონის სახლსა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2013) და ViennaFair-ზე (ვენა, ავსტრია, 2014).

სულაბერიძემ განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, ხოლო შემდგომ წლებში პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VA(A)DS).

გამოფენის კურატორებიარაინსანდრო სულაბერიძე და მარიამ წიქარიძე.

გამოფენის ნახვა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 20:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მარჯანიშვილის ქ.7. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია.  ...

ბიზნესი & ეკონომიკა 48 წუთის წინ

ვვვ
საშემოდგომო შოპინგისას დააგროვეთ მეტი PLUS ქულა საქართველოს ბანკის PLUS ბარათით

ზაფხული მიილია, წინ საინტერესო, დატვირთული და სიახლეებით სავსე სასწავლო წელია. სასექტემბრო შოპინგი კი აქტიური ცხოვრების სტილთან დაბრუნების გარდაუვალი ნაწილია.   საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის...

ბიზნესი & ეკონომიკა 50 წუთის წინ

ღამბაშიძე
„ვისაც გცალიათ და არ გცალიათ, ყველანი გამოდით 7 საათზე ფილარმონიასთან“ – ლევან ღამბაშიძე

,,3000-მდე კბილებამდე შეიარაღებული ზონდერის პირისპირ ვიდექით დეკემბერში რამდენიმე დღის განმავლობაში და ერთმანეთი არ მიგვიტოვებია. გუშინ რეჟიმმა ჩათვალა, რომ ოცდაათამდე არარაობაც საკმარისი იქნებოდა ჩვე...

სოცმედია 58 წუთის წინ

სპეცრაზმის მანქანები
კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება - მედია

"პირველებს" აწვდიან ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ჩანს რომ კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება. კადრებში ჩანს მინიმუმ 10 მიკროავტობუსი, 10 პიკაპი და 4 ავტობუსი. ზუსტად რვა საათზე კი...

პოლიტიკა 14:04

ერეკლე ინაშვილი_1920 1080
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბრენდინგის საფუძვლებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 15 სექტემბერს 15:00 საათზე მეწარმე ქალებისთვის ბრენდინგის საფუძვლების შესახებ, ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპს ბრენდის დიზაინერი, ერეკლე ინაშვილი გაუძღვება და დამსწრეებს...

ბიზნესი & ეკონომიკა 13:37

ლევან იოსელიანი
"შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს (ოცნება) საარჩევნო შტაბის მუშაობა“ - იოსელიანი პროტესტის მონაწილეებს

მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებების შემდეგ, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, "შეიკავონ იმგვარი ქმედებები...

პოლიტიკა 13:34