„ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1742975994
ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი”. ეს უკანასკნელი ჩეხურ და უნგრულ ტრადიციულ დესერტს წარმოადგენს. ემილ კურბანოვს სწორედ ჩეხეთში მოგზაურობისას გაუჩნდა იდეა, საქართველოში საკუთარი საკონდიტრო გაეხსნა.
იდეის განხორციელება მარტივი პროცესი არ ყოფილა. როგორც ემილი აღნიშნავს, პირველ რიგში, უნიკალური გემოების შემუშავებაზე დაიწყო ფიქრი. დიდი ხნის განმავლობაში ცომის რეცეპტის დატესტვასა და სხვადასხვა არომატის შექმნაზე მუშაობდა. საბოლოოდ, „ლუმიერსის“ პირველი ფილიალი პუშკინის ქუჩაზე გაიხსნა, დღეისათვის კი, რამდენიმე ლოკაციაზე მასპინძლობს მომხმარებლებს.
ერთია იდეა და უნიკალური რეცეპტებისა თუ ტექნოლოგიების დახვეწა, მაგრამ მეორეა ამ ყველაფრის რეალობად ქცევის შესაძლებლობა.
„თავდაპირველად საკუთარი სახსრებით დავიწყეთ ბიზნესი, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მასშტაბები გაიზარდა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო, თიბისის მივაკითხეთ. სწორედ აქ მივიღეთ ფინანსური მხარდაჭერა, რომლის მეშვეობითაც საწარმო სივრცე განვავითარეთ. ამასთანავე, დავიწყეთ ფილიალების დამატება“, - ემილ კურბანოვი, „ლუმიერსის“ დამფუძნებელი.
„ლუმიერსი” ადგილობრივ ბაზარს გასცდა და სულ რამდენიმე თვის წინ ფილიალი მადრიდში გაიხსნა.
„ესპანეთში ფილიალის გახსნაში უდიდესი როლი ითამაშა თიბისიმ, რადგან სწორედ თიბისი მხარდაჭერით მოვახერხეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც ფართოდ გაგვიხსნა გზები და სხვა მასშტაბებით დავიწყეთ ზრდა. მადრიდში არ არსებობს მსგავსი საკონდიტრო და გახსნის პირველივე დღეებიდან დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ”.
“ლუმიერსის” გუნდი აქტიურად მუშაობს გაფართოებაზე. როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, უახლოეს პერიოდში “ლუმიერსის” ფილიალს სხვა ქვეყნებშიც ვიხილავთ.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












