რატომ აგინა მამუკა მდინარაძემ 23 წლის აქტივისტ ანუკა ყაულაშვილს

პოლიტიკა 28 მარტი 19:29

მდინარაძე აქტივსტი

სამოქალაქო აქტივისტი, ანუკა ყაულაშვილი დღეს დაკავებული იმ გოგონას მეგობარია, რომელიც ანწუხელიძის ბანერის გამო პოლიციამ დააკავა.

მეგობრის დაკავების შემდეგ, ანუკამ გადაწყვიტა „ოცნების“ დეპუტატისთვის, მამუკა მდინარაძისთვის მიეწერა და პასუხი მოეთხოვა საკუთარი მეგობრის დაკავების გამო.

როგორც აღმოჩნდა, 23 წლის გოგო ე.წ. დეპუტატის მხრიდან გინების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტი გახდა.

როგორც ანუკა „პირველებს“ ეუბნება, მდინარაძემ მასთან სატელეფონო საუბარიც კი ვერ გაბედა და მხოლოდ სმს-ით ცდილობდა, მისთვის შეურაცყოფა მიეყენებინა.

მოღალატე მამუკა მდინარაძეს მივწერე, ჩემს მეგობარ თაკოზე, რომელიც ჭიჭინაძეზე დაიჭერს ბანერის გამო, სადაც ეწერა, რომ ანწუხელიძე უკვდავია. მდინარაძის პასუხი იყო გინებით, არავის მაგის გამო არ დაუჭერიათ. მან მაგინა ყველა კონტექსტში, თავიდან ბიჭი ვეგონე და აქ რომ იყო, ვერაფერს მიზამდიო, მე ვუთხარი, მანდ რომ ვიყო ბევრ რამეს გიზამდი, რადგან ვიცი, ახლა ხელებიც გიკანკალებს-მეთქი. რამდენჯერმე დავურეკე და არ მიპასუხა. ლაპარაკის პროცესში ვურეკავდი და ნუ მირეკავ, მერე ხმას იწერთო. მეთქი, ქათამი ხარ, ლაპარაკის გეშინია-თქო. 23 წლის გოგო ვარ, ტელეფონზე ვერ გიპასუხიაო და არ დამიჯერა. მეკაჩავებოდა პარლამენტარი. გამარჯობა, მოღალატე მამუკა მდინარაძე, მე ვარ ანუკა ყაულაშვილი, 23 წლის, ყველანარიად ვიმსახურებ რომ კარგ ქვეყანაში ვცხოვრობდე ლაღად, ბედნიერად,  და რასაც მე რუსთაველზე პროტესტში ვატარებ, მაგდენი დრო რომ სხვა საქმისთვის დამეთმო, ნებისმიერ პროფესიაში პროფესიონალი ვიქნებოდი. ზუსტად ისეთივე ცხოვრებას გისურვებთ თქვენც და თქვენნაირ ადამიანებსაც, როგორც სხვებს უმწარებთ ცხოვრებას“,- ამბობს ანუკა ყაულაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უგულავა
„ამ სკლინტმა ერთსულოვნებ ჩამოაგდო. მოკლედ, სკლინტმა სულზე მოგვისწრო” - გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: ,,ამ სკლინტმა ჰარმონია, ერთსულოვნება დ თანხმობა ჩამოაგდო. მოკლედ, სკლინტმა სულზე მოგვისწრო”

სოცმედია 1 აპრილი 21:02

ჯანგირაშვილი
“კანტროლკა“ უნდა დაგახალოთ“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:„ახლა ვინც დგახართ დასხედით, ვინც სხედხართ დაწექით და რა ვიცი, რამე ქენით, “კანტროლკა“ უნდა დაგახალოთ:ქათმის სკინტლით გაკეთებული რძე და ყველით რომ გვკვება პაპაშვილმა, ეგ ძ...

სოცმედია 1 აპრილი 21:00

მასკი და ტრამპი
"ვფიქრობ, რომ მასკი საოცარია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მას დიდი კომპანია აქვს სამართავი... რაღაც მომენტში ის კომპანიაშიდაბრუნდება" | ტრამპი

"ვფიქრობ, რომ [მასკი] საოცარია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მას დიდი კომპანია აქვს სამართავი... რაღაც მომენტში ის [კომპანიაში] დაბრუნდება. მას ასე სურს... მე ვინარჩუნებ მას, სანამ ეს შემიძლია. ის ძალიან...

მსოფლიო 1 აპრილი 20:58

გამზარდია ივანიშვილი
ვიდეო: „ოცნების“ ტოტალიტარიზმი ჩემთვის რუსულ-ბელორუსული და ირანული ჰიბრიდია“ - არჩილ გამზარდიას სკანდალური განცხადებები

„ოცნების“ ტოტალიტარიზმი ჩემთვის რუსულ-ბელორუსული და ირანული ჰიბრიდია“ - არჩილ გამზარდიას სკანდალური განცხადებები

პოლიტიკა 1 აპრილი 20:56

ბადრი ჯაფარიძე
წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს

ოლიგარქის პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იბარებს. როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუ...

პოლიტიკა 1 აპრილი 15:35

ზურაბიშვილი ივანიშვილი
„დღეს ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “დღე...

პოლიტიკა 1 აპრილი 14:55