საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა

საქბანკი ქუთაისი

საქართველოს ბანკის რიგით 24-ე ბიბლიოთეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა, რაც სკოლის 1700-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას,  ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან.

 

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა აღჭურვილია 3000-მდე წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით. ასევე, ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტით, რომელიც  მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ზოგადი განათლება და აღმოაჩინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკები მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს.

„საქართველოს ბანკში მიზნად დავისახეთ, ხარისხიანი განათლება მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტს ვახორციელებთ და ვქმნით მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს 16 000-ზე მეტი მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის, რათა ხელი შევუწყოთ მათი მომავლის პროფესიებით დაინტერესებას, კითხვის პოპულარიზაციას და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ბიბლიოთეკა კიდევ უფრო მეტი სკოლის  მოსწავლისთვის გახდება შემეცნების და თავისუფალი დროის პროდუქტიულად გატარების სივრცე. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის ისტორია 1830 წლიდან იწყება. ის  XIX და XX საუკუნეში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ინტელექტუალურ და შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ ამ სკოლაში სწავლობდნენ გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი... ასევე, ქართველი პოეტები: ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა აფხაიძე და სხვა.

 

ინფორმაციისთვის, ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკა პარტნიორებთან - სულაკაურის გამომცემლობასთან, აკაკი სონგულიასთან, ალიანს ჯგუფის დამფუძნებელთან და ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესთან“ თანამშრომლობით გაიხსნა.

 

ბიბლიოთეკების პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკიიიიიი
საქართველოს ბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების მეთოდის  დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ  ბანკს -  კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს  შ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751973057

გია ხუხაშვილი
“რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა” – გია ხუხაშვილი

რიჟ­ვა­ძის წე­რი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან აწარ­მო­ებ­და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვას, ანუ კა­ნონს მიღ­მა გარ­ჩე­ვას, რა­საც ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვა, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი...

პოლიტიკა 1751972944

ვენეციის კომისია
ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის დავაში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...

პოლიტიკა 1751970853

ალბი კორძაია
„ამ ვიდეოს გადაღების გამო ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს“

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი   

სოცმედია 1751970241

ბარამიძე
სკანდალი: ,,ლელოსგან” იყო შემოთავაზება, რომ გარკვეული სარგებელი გვექნებოდა, თუ თვალს დავხუჭავდით და რბილად გავაკრიტიკებდით“ – გია ბარამიძე

,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს: ,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ...

პოლიტიკა 1751970049

რიჟვაძე და მამა
„თორნიკე რიჟვაძის მამა პატიმრობაში ჰყავდათ, თვითონ სცემეს და აიძულებდნენ ფულის დაბრუნებას“ – ელისაშვილი

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი...

პოლიტიკა 1751968932