1744536339
"მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო" - SJC
ბიზნესი & ეკონომიკა • 7 აპრილი 9:33
საერთაშორისო გამოცემა The Banker-ის “2024 წლის საუკეთესო ბანკების“ ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი საუკეთესოდ დასახელდა საქართველოში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მუდმივად ცვალებად ეკონომიკურ გარემოში, ბანკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური ბაზრებისა და ბიზნესების განვითარების პროცესში, ქმნიან რა ინდუსტრიებისა და მომხმარებლების გამოწვევების დასაძლევად საჭირო ინსტრუმენტებსა და სერვისებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სწორედ ამიტომ, The Banker-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მინიჭებული ჯილდო არის ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან საბანკო ინდუსტრიის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისა და მომხმარებლისთვის გამორჩეული საბანკო გამოცდილების შექმნის აღიარება.
გამარჯვებული ორგანიზაციების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნაა. გამოცემა ეყრდნობა ბანკების მიერ მიწოდებულ მონაცემებსა და გაზიარებულ ინფორმაციას ოთხი ძირითადი საკითხის - კერძოდ, ფინანსური ინსტიტუტების მიერ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში განხორციელებული სტრატეგიული ინიციატივების, მათ მიერ დანერგილი ტექნოლოგიების, მდგრადობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების, ახალი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ.
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, The Banker-ის სარედაქციო გუნდი გამარჯვებულებს სექტორის რეგიონულ სპეციალისტებთან ერთად ავლენს.
“The Banker-ის მიერ მონიჭებული ჯილდო ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რადგან ის ბანკის თითოეული თანამშრომლის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებისთვის გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული აღიარება ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს კი გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, მუდმივად შევქმნათ ახალი და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული სერვისები და პროდუქტები, რათა მუდმივად ფეხი ავუწყოთ ჩვენი მომხმარებლების ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
„გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, 42- ე ბატალიონის პ/შემადგენლობას, მე-4 ბრიგადის პ/შემადგენლობას, ყველა ქართველ ჯარისკაცს და მებრძოლს, 2008 წლის ომში დაღუპულ გმირების ოჯახებს... ნამდვილად მარაზმია ამ ჯალათი...
პოლიტიკა • 37 წუთის წინ
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამყვანების: ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვა...
პოლიტიკა • 42 წუთის წინ
13 აპრილის დილას რუსეთმა ქალაქ სუმის ცენტრზე რაკეტებით იერიში მიიტანა. ქალაქი მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, არტემ კობზარის თქმით, იერიშის შედეგად "ბევრი დაღუპულია".
რუსეთ-უკრაინის ომი • 44 წუთის წინ
ვაზისუბანში, მანქანის სახელოსნოებში ცეცხლი გაჩნდა. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევა • 50 წუთის წინ
ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახი ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას დავით ხირგუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ფოტოსამალას ურთავს. ხორგუაშვილი წერს, რომ აეროპორტში გმირის ო...
პოლიტიკა • 8:58
გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს. შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ....
საზოგადოება • 8:41
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა