თიბისი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მხარდამჭერია
ბიზნესი & ეკონომიკა • 1744713064
თიბისის მხარდაჭერით, 2025 წლის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრების შესარჩევად ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება.
2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩევის ექსკლუზიური ავტორიზაცია მოიპოვა. ასევე, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).
ოლიმპიადის სტრუქტურა და მიზანი:
ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად
ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ონლაინ 2025 წლის 27 აპრილს და იქნება ტესტური ფორმატის (multiple-choice)
პირველი ტურის თემატიკა იხილეთ აქ: https://ioai-official.org/syllabus-2025/
ოლიმპიადის მეორე ტური და შემდგომი ნაბიჯები: პირველი ტურის შედეგების მიხედვით შეირჩევიან მეორე ტურში გადასული მოსწავლეები (არაუმეტეს 40). მეორე ტურში გადასვლის კრიტერიუმებს და სხვა დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ არაუგვიანეს 20 აპრილისა. მეორე ტურის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები.
საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI 2025): შერჩეული ნაკრები 2025 წლის 2-9 აგვისტოს გაემგზავრება პეკინში (ჩინეთი)
IOAI 2025-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია (განრიგი, მიზნები, ფორმატი) იხილეთ აქ: https://shorturl.at/jlKjB
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
პირველ ტურში მონაწილეობისთვის მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს აქ: https://www.aiassociation.ge/ai-olympiad-registration
რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება:
რეგისტრაციის დადასტურებას, პირველი ტურის ონლაინ პლატფორმაზე მოწვევას და ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის დასრულებიდან ოლიმპიადამდე არანაკლებ 3 დღით ადრე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 22 აპრილი.
დამატებითი რესურსები: GAIA-ს საოლიმპიადო ონლაინ კურსის ჩანაწერები ხელმისაწვდომია აქ: https://tinyurl.com/mw63uyre
თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...
კრიმინალი • 1762758491
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...
პოლიტიკა • 1762758288
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863
"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...
პოლიტიკა • 1762753789
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...
საზოგადოება • 1762749519
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების...
სოცმედია • 1762749345











