ორთოპედიული პროდუქტები ზურგის ტკივილის დროს

ჯანმრთელობა 19 მარტი 6:27

ტკივილი

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად მჯდომარე ცხოვრების წესს, ხერხემლის პათოლოგიებს, ფიზიკურ დატვირთვასა და პროფესიულ საქმიანობას მიიჩნევენ. გარდა ამისა, ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს:

 

● გადაღლილობა;

● დაჭიმულობა;

● დიდხანს ცუდ პოზაში ჯდომა/წოლა;

● სიმძიმეების აწევა;

● ტრავმა ან რომელიმე დაავადება და სხვ.

ჩამოთვლილი პრობლემების დროს პაციენტები მკურნალობის პროცესში სხვადასხვა ორთოპედიულ პროდუქტს იყენებენ. წელის არეში დატვირთვის შემსუბუქების მიზნით და  დისკომფორტის შესამცირებლად ზურგის ქამრებისა და კორსეტების ტარება საკმაოდ ეფექტურია. ეს პროდუქტი ხერხემლის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს და ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში ძალიან ეფექტურია.  პაციენტები მას ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნითაც ატარებენ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

● წელის კორსეტი მეტალის ჩანართებით - დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან. 26 ან 32სმ სიმაღლის მეტალის ჩანართები და დამატებითი ღვედები უზრუნველყოფს წელის არის სრულ იმობილიზაციას და ეფექტურ ფიქსაციას. გამოიყენება წელის მალების მოტეხილობის, მალთა-შუა დისკის თიაქრისა და სხვა ტიპის დაზიანებების დროს.

● ხერხემლის კორსეტი - აფიქსირებს მთლიანი ხერხემლის სვეტს. აქვს მეტალის ჩანართები მთლიანი ხერხემლის სიგრძეზე. გამოიყენება მალების  მოტეხილობის, სქოლიოზის, კიფოზისა და ხერხემლის მრავლობითი თიაქრის დროს.

● წელის სტანდარტული ქამარი- ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს. დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან და აქვს პლასტმასის ჩანართები. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.

● წელის მატყლის ქამარი - სითბური ეფექტი აქვს და ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას წელისა და მუცლის არეში. გამოიყენება ასევე რევმატული ტკივილის დროს.

გარდა ამისა, ზურგის ტკივილის დროს რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობა. ხანგრძლივი დასვენება ზურგის არეში ტკივილს აუარესებს, ვარჯიში კი ჭიმავს და აძლიერებს ზურგის კუნთებს. წელის კუნთების გაძლიერების მიზნით აუცილებელია მსუბუქი ვარჯიშები - ცურვა, იოგა, პილატესი და სიარული. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სპეცრაზმის მანქანები
კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება - მედია

"პირველებს" აწვდიან ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ჩანს რომ კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება. კადრებში ჩანს მინიმუმ 10 მიკროავტობუსი, 10 პიკაპი და 4 ავტობუსი. ზუსტად რვა საათზე კი...

პოლიტიკა 4 წუთის წინ

ერეკლე ინაშვილი_1920 1080
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბრენდინგის საფუძვლებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 15 სექტემბერს 15:00 საათზე მეწარმე ქალებისთვის ბრენდინგის საფუძვლების შესახებ, ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპს ბრენდის დიზაინერი, ერეკლე ინაშვილი გაუძღვება და დამსწრეებს...

ბიზნესი & ეკონომიკა 32 წუთის წინ

ლევან იოსელიანი
"შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს (ოცნება) საარჩევნო შტაბის მუშაობა“ - იოსელიანი პროტესტის მონაწილეებს

მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებების შემდეგ, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, "შეიკავონ იმგვარი ქმედებები...

პოლიტიკა 35 წუთის წინ

რეაბილიტაცვია გზა1
მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე 10 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება რულად შეი

სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 10 სექტემბრის 08:00 საათიდან 09:00 საათამდე, „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თ...

საზოგადოება 39 წუთის წინ

წილოსანი
ნინო წილოსანმა ნაცემი ქალები "მოძალადეებად" გამოაცხადა

"ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა, გუშინ, მელიქისვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან ნაცემი ქალები "მოძალადეებად" გამოაცხადა.   მისი თქმით, გუშინ, "ფაშისტური დაჯგუფება "ქართული ოცნების" მხარდა...

პოლიტიკა 58 წუთის წინ

შინჯიკაშვილი
გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში "ოცნების" რეგიონულ ოფისს უხელმძღვანელებს

გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში "ქართული ოცნების" რეგიონულ ოფისს უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ინფორმაციას "მარნეულიTV" ავრცელებს.   შინჯიკაშვილი "ქართული ოცნების" რეგიონულმა მდივანმა, დიტო სამხარა...

პოლიტიკა 13:05