ჯანმრთელობა • 1694001676
ექიმი-სექსოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ზურაბ მარშანია გამოცემასთან “მშობლები” ამბობს:
ადამიანს ჯანსაღი, რეგულარული სექსი უნდა ჰქონდეს. რამდენად ხშირი, ეს ინდივიდუალური გადასაწყვეტია. თუ პარტნიორებს სურთ, შესაძლოა, ყოველდღიურად, დღეგამოშვებით, ან კვირაში 1-2-ჯერ ჰქონდეთ. რაც შეეხება ზიანს, ამ ტერმინთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არსებობს ცნება, რასაც ცელიბატში ცხოვრება ჰქვია. ცელიბატში ცხოვრობენ ქალებიც და მამაკაცებიც. არის პროფესიები, ცხოვრების წესი, რომელიც ცელიბატში ცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე ითვალისწინებს. მაგალითად, მონაზვნების, ბერების შემთხვევაში. ამიტომ, ტერმინი “ზიანი” ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ. ეს ხდება ადამიანისთვის ცხოვრების წესი და კომფორტული მდგომარეობა.
რაც შეეხება ადამიანს, რომელსაც სქესობრივი ცხოვრება ჰქონდა და შემდეგ სხვადასხვა მიზეზის, მაგალითად, პატიმრობის, ემიგრაციის, სამსახურებრივი მოვალეობის გამო წყვეტა მოხდა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. უფრო მეტად კი მამაკაცების შემთხვევაში. ქალები ცელიბატს ძალიან კარგად უძლებენ. ამიტომ, მამაკაცებს ხშირად ვეუბნები, გაუფრთხილდით ცოლს, სექსუალურ პარტნიორს. რაც უფრო დიდი ხნით წყდება სქესობრივი ცხოვრება, ეს ფაქტი სექსუალურ ფუნქციაზე მით უფრო ნეგატიურ გავლენას ახდენს და სავსებით შესაძლებელია სერიოზულ დისფუნქციაში გადაიზარდოს. ამიტომაც, ფრანგები მამაკაცებს ურჩევენ: Cherchez la femme- ეძიე ქალი. ჩემი რჩევაცაა, მოძებნეთ პარტნიორი. ქალის შემთხვევაში რომ ვთქვათ, რომ სქესობრივი ცხოვრების დროებით შეწყვეტა მის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანი აყენებს, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით ასე ვერ ვიტყვით. თუმცა, ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც რეგულარული სექსი ძალიან მნიშვნელოვანია. არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს, არ დაფეხმძიმებულა და არ უმშობიარია. ერთ-ერთია, მაგალითად, ძუძუს კიბო. ასე რომ, ყველა ქალსა და მამაკაცს მინდა ვუსურვო, რომ ნუ იცხოვრებენ ცელიბატში, თუ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს, რელიგიას არ მიუძღვნიან.
მყოლია პაციენტები, რომლებსაც 13 წელი არ ჰქონიათ სექსი იმის გამო, რომ ვაგინალური პენეტრაცია ფიზიკურად ვერ ხერხდება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა და ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. ვაგინიზმის ძირითადი მკურნალობის მეთოდი ექიმი-სექსოლოგის მიერ ფსიქოთერაპიული ინტერვენციაა და თავად ამ პრობლემისაგან 500-ზე მეტი პაციენტი მყავს განკურნებული. როცა ვაგინიზმის მკურნალობასა და მიზეზებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მთავარი „დამნაშავე” ტრავმა ან ცუდი გამოცდილება კი არა, სქესობრივი განათლების დაბალი დონეა. მაგალითად, მოლოდინი იმისა, რომ პირველი ღამე მტკივნეული იქნება, „სისხლისგან დაიცლება”, საავადმყოფოში აღმოჩნდება და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. თუ სქესობრივი კავშირის დროს ტკივილს განიცდი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაგინიზმი გაქვს, მსუბუქი ფორმით. ვაგინიზმი ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციაა და როგორც აღვნიშნე, ასეთ დროს ფსიქოთერაპია კარგად მუშაობს. ჩემთან ძალიან ბევრი ქალი მოსულა, რომლებიც ფსიქიკურად, მორალურად დათრგუნულები არიან, ტირიან და ფიქრობენ, რომ ამ მდგომარეობას არაფერი შველის. მაგრამ, როდესაც ჩემი კაბინეტიდან ადამიანები გალაღებულები, ბედნიერები გადიან, ეს ცხოვრებას მიხანგრძლივებს და მოტივაციას მაძლევს.
45-50 წლის ასაკი არის პერიოდი, როდესაც ქალსაც და მამაკაცსაც რეგულარული და ხშირი სქესობრივი ცხოვრება უნდა ჰქონდეთ, რაც მათი ჯანმრთელობისათვის ძალიან კარგია. განსაკუთრებით კი ქალისთვის, რადგან მას ამ პერიოდში პრეკლიმაქტერული პერიოდი ეწყება, რაც შესაძლოა, შემდეგში კლიმაქტერულ სინდრომშიც, კლიმაქტერულ ნევროზში გადავიდეს. მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივ ცხოვრებაში პრობლემები აქვთ, დაბალია ტესტოსტერონის დონე, ხშირად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და ეს დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს. შესაძლოა, გართულდეს გულის კუნთის ინფარქტითა და სხვა პრობლემებით, ამიტომ, სექსი წამალიცაა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“...
პოლიტიკა • 1743069761
თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეების პირად ცხოვრებაში არ ერევა, მათი უფლებები კონსტიტუციით დაცულია, თუმცა, ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭ...
პოლიტიკა • 1743069676
გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ჟურნალისტი ლოლა ტუმასიანი. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.
საზოგადოება • 1743069150
თბილისის მერი კახა კალაძე მიჩნევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საქველმოქმედო ფონდის მხრიდან ქვეყანაში რევოლუციური სცენარები და აგენტურული ქსელის შექმნა ფინანსდებოდა. ამის შესახებ მან...
პოლიტიკა • 1743068614
"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს. შეგახსენებთ, ოლიგარქის პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფ...
პოლიტიკა • 1743068197
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: საქართველოს ღალატის ქრონიკაზე უფრო დიდი საშინელება რა უნდა ნახოთ?ვერ ნახავთ ვერაფერს!პერსონებზე გაბოროტებისა და ვერ ატანის გამო არ ხდება ეს ყველაფერი - ეს სახელმწიფოს სიძუ...
სოცმედია • 1743066733
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი