1743418379
ამერიკის საელჩოს გაფრთხილება
პოლიტიკა • 30 მარტი 4:13
ოლიგარქის არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიას და 2008 წლის აგვისტოს ომის რევიზიას, ომის მონაწილე ვეტერანები "მთავარი არხის" ვებგვერდისთვის გამოგზავნილი შეტყობინებებით ეხმაურებიან.
ტარიელ ნემსაძე და ზალიკა ბალიაშვილი ამბობენ რომ ის, რასაც წულუკიანის კომისია აკეთებს, დაღუპული გმირების შეურაცხყოფაა.
"ვარ 2008 წლის ომის ვეტერანი. ვარ კადრის ოფიცერი, ყოფილი კრიმინალური პოლიციის და ასევე სამხედრო პოლიციის ყოფილი მთავარი ინსპექტორ- გამომძიებელი, ასევე ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე, სამი მედლით დაჯილდოებული.
ომი დაიწყო რუსეთმა. ჩვენ, ომის ვეტერანები და პირადად მე, ვართ გაღიზიანებული დღევანდელი ქმედებებით, ჩვენს გადადგმულ ნაბიჯს, ჩვენს გვერდით დაღვრილ სისხლს ჩირქს ცხებენ. " გვწერს ტარიელს ნემსაძე.
"მე ვარ 2008 წლის ომის მონაწილე. ძალიან გული მწყდება რაც ხდება საქართველოში. ჩვენ გენერლებს ეს პრორუსული ხელისუფლება ასამართლებს და დაკითხვაზე დაატარებს. მინდა მივმართო თავდაცვის სამინისტროს ბიჭებს, რომ უბრალოდ ხმა აიმაღლონ, ნურაფრის ნუ შეეშინდებათ და ხმამაღლა თქვან, რომ ჩვენ დამნაშავეები არ ვართ.
პოლიციელებისგან და ჯარისკაცებისგანაც მესმის, რომ ჩვენი საქმე არ არის პოლიტიკა და ჩვენ უბრალოდ ბრძანებებს ვასრულებთ, მინდა ყველამ იცოდეს რომ პოლიტიკა არ არის მარტო იმის საქმე, ვინც სათავეში ზის და მის მანიაკურ ახირებებს ავყვეთ. მინდა, პოლიციას და ჯარს გაუჩნდეს საღი აზრი და მართლა ამ მანიაკების ბრძანებებს არ ასრულებდნენ.
არც სახელის დამალვის მეშინია და არც სახის. შეიძლება სხეული დამიმახინჯონ, მაგრამ სულს ვერავინ დამიმახინჯებს. მე მიყვარს ჩემი ხალხი და საქართველო" გვწერს 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი ზალიკა ბალიაშვილი
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. განცხადება მათ პარლამენტის წინ წაიკითხეს. "ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდის...
პოლიტიკა • 17:15
მოხარული ვარ, რომ ვუერთდები [აშშ-ის ჰელსინკის კომისიის] განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის მცდელობაზე, მიჰყიდოს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას კორუფციულად, ანაკლიის პორტზე კონტროლის მინიჭებით. პარ...
პოლიტიკა • 17:12
რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება. იმის გამო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდული აქვს, სალიას ქონებრივ მდგომარეობაზე ი...
პოლიტიკა • 17:10
"ერთადერთი, რაც დამებლოკება, ეს არის სახელფასო ბარათი, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელფასი ვერ ავიღო... სახელფასო ბარათი დამებლოკა, როდის დამებლოკა, რა მნიშვნელობა აქვს,...
პოლიტიკა • 17:05
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
პოლიტიკა • 15:27
სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...
პოლიტიკა • 15:25
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა