1744200010
ვიდეო: „დედაშენმა მაიძულა აქ მოსვლა" - კაცი "ოცნების" პარტიული დროშით, მემორიალთან მისვლას ცდილობდა
კრიმინალი • 17/9/2021 • 8:02
ორი დღის წინ თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის გარშემო ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, 22 წლის ნიკა კვარაცხელია დაქირავებულმა ქილერმა 20 წლის წინ მომხდარი აფეთქების გამო შურისძიების მიზნით მოკლა.
უცხოეთიდან დაქირავებული ქილერი ნიკა კვარაცხელიას უთვალთვალებდა და მის თითოეულ ნაბიჯს სწავლობდა. ორი დღის წინ ის თავის მსხვერპლს სამედიცინო ნიღაბსა და შავ კეპში შენიღბული ავტომობილთან ელოდებოდა, რა დროსაც 9 ტყვია ესროლა და მიიმალა.
არსებული ცნობით, გამოძიება შურისძიების ვერსიაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც, მკვლელობა 20 წლის წინ მოსკოვში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება. შემთხვევის დროს ე.წ. კანონიერი ქურდი დავით კაკულია დაიღუპა. ის ნიკა კვარაცხელიას მამის, კრიმინალური ავტორიტეტის გია კვარაცხელიას ბავშვობის მეგობარი იყო, თუმცა, მათ შორის დაპირისპირება ბიზნესწილი გამო დაიწყო და დიდ კონფლიქტში გადაიზარდა, მალევე კი აფეთქება მოხდა. მის მოწყობაში სწორედ კვარაცხელიას კვალს ხედავდნენ.
მედიაში არსებული ინფორმაციით, სწორედ დავით კაკულიას შვილმა დაიქირავა ქილერი, რომელსაც გია კვარაცხელიას მიმართ შურისძიების მიზნით მისი ვაჟის მოკვლა დაევალა.
ნიკა კვარაცხელია მიღებული ჭრილობებით კლინიკაში გუშინ გამთენიისას გარდაიცვალა.
"პატივი მივაგე 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის დემონსტრაციის დროს საბჭოთა არმიის მიერ მოკლული ქართველების ხსოვნას. აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხმა პროტესტი გამოთქვა იმავე მ...
პოლიტიკა • 39 წუთის წინ
სისტემა მახინჯია არა მხოლოდ თავისი სტრუქტურით, არამედ, უპირველესად, შინაგანი ბუნებით. იგი მაამებლურია, ფუჭი გარეგნულობითაა მოცული და არ მალავს თავის ნამდვილ, ღია რუსულ ხასიათს - მტრულს, დამონებისმოყვა...
სოცმედია • 42 წუთის წინ
1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა - ფოტოს გერმანიის საელჩო ავრცელებს და წერს: "მაშინ ქართველები ს...
პოლიტიკა • 50 წუთის წინ
შემაშფოთებელია საქართველოს ისტორიის გადაწერისა და რეალობის გამრუდების მცდელობა, - ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" ირაკლი კობახიძის განცხადებას. საგანგებო განცხადებაში გახარიას გუნდის პირდაპირ წერ...
პოლიტიკა • 12:28
მიშა მშვილდაძე: შენ შეგცა უცხოურმა ძალამ, ირაკლი
სოცმედია • 12:11
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია. არც ასეთი ხელისუფლებისთვის მიბძოლია და არც ასეთი ოპოზიციისთვის...დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...
სოცმედია • 12:07
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა