ვიდეო: როგორ დაიგეგმა ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა - ახალი კადრები

კრიმინალი 23 მარტი 4:56

ჯანგველაძის ძმა

"შაბათის ეთერმა" ე.წ. კანონიერი ქურდის ძმაზე ჩასაფრების ახალი კადრები მოიპოვა - კადრები ლევან ჯანგველაძის მკვლელობამდე 13 წამით ადრეა გადაღებული. ამ დროს ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა ჭავჭვაძის 7 ნომრის სადარბაზოდან გამოდის. კადრების მიხედვით, გელა უძილაური ჭავჭვაძის გამზირზე ერთ-ერთ სკამზე ზის და სხვა მიმართულებით იყურება.

სანამ კადრში ჯანგველაძე და კახა ძანძავა გამოჩნდებიან, მოულოდნელად, უძილაური დგება, კეპზე ხელს იკიდებს, რამდენიმე წამში კი ვიდეო-მასალაში ლევან ჯანგველაძე და კახა ძანძავა ჩნდებიან.

სათვალთავლო კამერების ჩანაწერები აჩენს ვარაუდს, რომ გელა უძილაური ჭავჭვაძის გამზირზე იმ დღეს მარტო არ იყო. მას მინიმუმ თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც სავარაუდოდ, მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებდა.
ჰყავდა თუ არა ქილერს ინფორმარმატორი, ვინც საბედსიწერო ღამეს ლევან ჯანგველაძის გადადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა? - ინფორმაციას პროკურორი არც ადასტურებს და არც უარყოფს, თუმცა გია შაიშმელაშვილი "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის პროკურატურა იკვლევს, გელა უძილაურის სატელეფენო კომუნიკაციას - მკვლელობის დღეს და მანამდე.

ვიდეო სათვალთვალო კადრებით ჩნდება განცდა, რომ გასროლამდე ქილერს კახა ძანძავასთან და ლევან ჯანგველაძესთან სიტყვიერი კომუნიკაციის მცდელობაც ჰქონდა. სწორედ ამ დროს შეამჩნია ის ძანძავავ.  კადრში ჩანს, რომ ის უძილაურის მიმართულებით ბრუნდება, ქილერი სროლას აპირებს, თუმცა მას ხელს შემთხვევით გამვლელები უშლიან.

რა უთხრა გასროლამდე გელა უძილაურმა ჯანგველაძეს? - ეს კითხვა დიდი ალბათობით საგამოძიებო უწყებამ უკვე დაუსვა კახა ძანძავას, რომელიც ძალიან ახლოს დგას და შესაძლებელია ქილერის ნათქვამი გაეგო. ერთ-ერთი ვერსიით, კახა ძანძავამ მოისმინა ფრაზა - "მოკითხვა საბერძნეთიდან".

 

დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ქილერმა ლევან ჯანგველაძეს 22 საათსა და 37 წუთზე 14-ჯერ ესროლა. ე.წ. კანონიერი ქურდის ძმას 10 ტყვიიდან ერთი პირდაპირ გულში ჰქონდა მოხვერდილი - ის ადგილზე გარდაიცვალა. 
ერთ-ერთი ვერსიით, გელა უძილური თვეების წინ, დეკემბერში რამდენჯერმე იმყოფებოდა სასტუმრო "ამბასადორთან", რომელსაც ლევან ჯანგვალაძე ხშირად სტუმრობდა და რამდენჯერმე ჩასაფრებაც მოუწყო სასტურმოს ტერიტორიაზე.

 

ამ ინფორმაციას გამომძებელ ჟურნალისტთან, მარიამ გაფრინდაშვილთან საქმის პროკურორი ვერ უარყოფს - გია შაიშმელაშვილი ადასტურებს, რომ საგამოძიებო უწყება ყველა ვერსიაზე მუშაობს - იკვლევნ უძილაურის კონტაქტებს და ფიანანსსურ ტრანზაქციებსაც კი.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თეთრი სახლი
აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში - თეთრი სახლი შეთანხმებებზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო გადაზიდვებზე - აცხადებს თეთრი სახლი საუდის არაბეთში, ქვეყნებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. „აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ ნავიგაცი...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:57

ოქრუაშვილი ნოღაიდელი ვაშაძე
ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, ვაშაძე - ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ 6 პირი დაიბარა

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა - სხდომა ხვალ, 26 მარტს, 10:00 საათზეა ჩა...

პოლიტიკა 15:51

ლუკაშენკო
„ჩვენ არ დავუშვებთ სიტყვის თავისუფლების გამოყენებას ჩვენი ქვეყნის დასანგრევად“ - ლუკაშენკო საპრეზიდენტო ფიცი მეშვიდედ დადო

ალექსანდრე ლუკაშენკომ დღე მეშვიდედ დადო პრეზიდენტის ფიცი. „ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც საკუთარ თავს ეტალონად წარმოაჩენს. ბელარუსში ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, აზრი გამოთქვა...

მსოფლიო 15:49

სელფი
სელფი მობაილი „ბიზნესის კეთილსინდისიერება და კოლექტიური ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ პლატფორმის თანათავმჯდომარეა

 სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივის, ადგილობრივი სამოქმედო პლატფორმის „ბ...

ბიზნესი & ეკონომიკა 15:38

მანგო.png
დომენიკ მანგოს რუსეთმა 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ ბლოგერს, 30 წლის კუკური ბარამიძეს (დომენიკ მანგო) რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. როგორც რუსეთის პროკურატურის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, იგი დ...

პოლიტიკა 15:18

ნია გუგავა
"დღეს დილით პოლიციაში დავრეკე ჩემი 2 ჯარიმის მოსაკითხად, მითხრეს, რომ 2 კი არა, 4 ჯარიმა მქონია" - ნია გუგავა

მსახიობი ნია გუგავა წერს, რომ პოლიციაში ჯარიმის საკითხზე დარეკა, სადაც უთხრეს, რომ 2-ის ნაცვლად 4 ჯარიმა აქვს დაკისრებული. მსახიობი ოთხივეჯერ გზის გადაკეტვის მოტივითაა დაჯარიმებული. "დღეს დილით პოლიცი...

პოლიტიკა 15:15