1743015806
აკრძალული ვიდეო: რა კავშირი ჰქონდა ივანიშვილს მერაბიშვილთან და როგორ წააგებინა გარემოცვამ სააკაშვილს 2012 წელს არჩევნები - სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელის სკანდალური ინტერვიუ
პოლიტიკა • 25 მარტი 9:39
კაცი, რომელიც დღეს თეა წულუკიანმა პარლამენტში "ძლიერი საქართველოს" ლიდერების წინააღმდეგ დასაკითხად მიიყვანა, ამტკიცებს, რომ 12 წელია, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის აღდგენას ვერ მიაღწია.
კომპანია "მაგნატის" მფლობელის, ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის მტკიცებით, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, სასამართლოდან პროკურატურაში, პროკურატურიდან კი სასამართლოში აგზავნიან, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მიიღო.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს მოვლენები "ქართული ოცნებისთვის" მოულოდნელი სცენარით მას შემდეგ განვითარდა, რაც დაკითხვაზე მისულმა ჯემალ ლეონიძემ -კახი კალაძის მხილება დაიწყო და თქვა, რომ კალაძე მის კუთვნილ ქონებას წლებია არ უკანონებს.
მე ყველაფერზე ვისაუბრე -დღევანდელი პროკურატურის, სასამართლოს და კახა კალაძის მიმართ, რა ხდება დღეს ჩემნაირი მსგავსი ეპიზოდების დაუმთავრებლობის გამო.
არცერთი ჩემი საქმე დამთავრებული არ არის, იმიტომ, რომ, იმიტომ. ანუ ის ეპიზოდები, რომლებიც მე მაქვს სასამართლოში ცალკე, პროკურატურაში ცალკე, არცერთი დამთავრებული არ არის, იმიტომ, რომ ვამბობ - არ მუშაობენ! მე მტკიცებულება მაქვს. მაშინ მითხარი, რომ „შენ არ ხარ მართალი“.
მე საომარი და გასარკვევი ხაზარაძესთან და ჯაფარიძესთან არაფერი მაქვს. მინდა, რაც მე მტკიცებულება დავდე, რაც მე ქაღალდზე ნაწერი პროკურატურას მივაწოდე, იმ საქმეში პროკურატურამ დადოს დასკვნა - "მე ვარ მართალი და ხაზარაძე არ არის დამნაშავე - ხელებს ავწევ". იქაც ვთქვი, მე რა მინდა პიროვნულად ხაზარაძესთან, ჯაფარიძესთან?! შიშის და ხათრის გამო კი არა, ადამიანურად. თუ ის კონკრეტული ეპიზოდები, რაზეც მტკიცებულება აქვს პროკურატურას, დასტურდება - პასუხი აგოს, თუ არ დადასტურდება, მე მოვიხდი ბოდიშს, - თქვა დღეს ჯემალ ლეონიძემ.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისია ბიზნესზე სავარაუდო ზეწოლის საქმე განიხილავს.
საუბარია, შპს “მაგნატის“ საქმეზე - "ქართული ოცნების" წევრებმა დღეს კითხვები ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძეს დაუსვეს, რომელიც ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო.
ბიზნესმენი ამბობს, რომ წინა ხელისუფგლების დროს, მას ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას წლებია უშედეგოდ ითხოვს.
სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას უკვე მიმართა.
"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...
პოლიტიკა • 20:37
ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე: უნდა მოვყვე რა " დროებაში" სიუჟეტი გავაკეთე, გორის ბაზარს როგორ ართმევდა ქარელი მეპატრონეს. არ მახსოვს ზუსტად გვარი იმ კაცის, არ მინდა შემეშალოს. რამდენიმე დღის გამოსული...
სოცმედია • 20:30
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღან მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ვიდეომასალას ასახავს შემთხვევით თბილისის საპროტესტო აქციების კადრ...
მსოფლიო • 19:39
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო. "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსული ოკუპაცია გაგრძ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 19:36
ირაკლი ოქრუაშვილი წერს: დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტრაკი მგონი ცოტა დამშვიდდა.
სოცმედია • 19:33
ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რომელიც 21 მარტით არის დათარიღებული ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება. "ნება დაერთოს ს...
პოლიტიკა • 19:27
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა