"ვორ 333" - "კანონიერი ქურდი" "საშა სევერი" თბილისში უპრობლემოდ გადაადგილდება

კრიმინალი 12/5/2023 • 19:36

ვორ

რუსეთის მოქალაქე, ე.წ კანონიერი ქურდი საშა სევერი საქართველოში უპრობლემოდ გადაადგილდება.

საპატრულო პოლიციამ თბილისში გააჩერა ავტომობილი სანომრე ნიშნებით "ვორ 333", დიდი ალბათობით მას თავად კრიმინალური ავტორიტეტი მართავდა, თუმცა სამართალდამცველებისთვის ეს ფაქტი არ აღმოჩნდა საკმარისი მის დასაკავებლად. უცნობია როგორ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი კრიმინალურმა ავტორიტეტმა და რა  მიზნით იმყოფება ის საქართველოში.

მშრალ ხიდზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ქალიც, რომელიც პატრულს ესაუბრება. გავარკვიეთ, რომ ეს, ადვოკატი ხათუნა ხურცილავაა. ხურცილავას ვკითხეთ, როგორ აღმოჩნდა მანქანასთან და რა კავშირი აქვს ავტომობილის მძღოლთან. ადვოკატი დაიბნა, თუმცა, არ დაუმალავს, რომ მანქანაში მჯდომს იცნობს.

ხათუნა ხურცილავა ამტკიცებს, რომ ავტომობილში საქართველოს მოქალაქე, ბათუმელია, მეგრული გვარით,  მას ეს ნომრები აჩუქეს და არანაირი კავშირი არ აქვს რუს კანონიერ ქურდთან. ხურცილავა ამბობს, რომ მისი კლიენტი საქართველოში მცირე ბიზნესით არის დაკავებული და ეკლესიაში ცხოვრობს.

"მთავარ არხს" ანონიმური წყარო უყვება, რომ კანონიერი ქურდი საქართველოში აფხაზეთიდან შემოვიდა. ზუგდიდში მას ადვოკატი თამარ აბესაძე დახვდა, თბილისამდე ჩამოაცილა და ქალაქის ცენტრში დატოვა. საქართველოში ავტორიტეტი  ქართული პასპორტით სარგებლობდა. თამარ აბესაძე მასთან რაიმე კავშირს უარყოფს. 

ვებგვერდზე სადაც კანონიერი ქურდების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი , ვკითხულობთ, რომ "საშა სევერმა" კანონიერი ქურდის სტატუსი ჯერ კიდევ 1993 წელს მიიღო. მისი ე.წ. "ნათლია" კი,  ორი ქართველი - ციციშვილი, იგივე ციცკა და ბუხნიკაშვილი , იგივე პეწო იყვნენ.

მას 30 წლიანი  ქურდული "კარიერა" აქვს. კრიმინალურ სამყაროში კი, გათანაბრებული იყო ისეთ ავტორიტეტებთან როგორიც არის "დედ ხასანი" და "იაპონჩიკი".

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საშა სევერმა თბილისი დღეს დატოვა, თუმცა წყარო გვიდასტურებს, რომ ის უკან დაბრუნებას არ გამორიცხავს. ვინ იყო კანონიერი ქურდის თანმხლები და გამცილებელი, უცნობია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გვარამია
„ჩვენი წარმომადგენლები არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით სხდომებზე არც ერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა“ - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია: კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზ...

პოლიტიკა 13 წუთის წინ

მაკრონი ზელენსკი
უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, ზელენსკი საფრანგეთში ჩავა

ელისეის სასახლის ინფორმაციით, ხვალ, 26 მარტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავა. ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. "სახელმწიფოს მეთაური დაუდასტურებს პრეზ...

რუსეთ-უკრაინის ომი 44 წუთის წინ

საქბანკი ბიბლუსი
საქართველოს ბანკისა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თანამშრომლობით, ემიგრანტებისთვის ბიბლიოთეკები მოეწყობა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების შესაძლებლობების შექმნაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების მხარდამჭერია. ინიციატივა ლიტერატურის პოპულარიზაციისა და საზღვარგარეთ მცხო...

ბიზნესი & ეკონომიკა 46 წუთის წინ

ქუთაისი გარჩევა
ე.წ. ქურდული გარჩევა ბაზრის რეკეტისთვის - ხმაურიან სპეცოპერაციას ქუთაისში დაპირისპირება მოჰყვა

 ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში - პროტესტის ეპიცენტრი ე.წ. ნიკეას ბაზრის მფლობელის სახლი იყო, სადაც მოვაჭრეები მივიდნენ და ვოვა თუთისანთან შეხვედრას ითხოვენ.   მოვაჭრეების პროტესტი სავარაუდოდ შინაგა...

საზოგადოება 55 წუთის წინ

გოცირიძე
„გუშინ ერთ ახლობლთან ვიყავი. მისი ოჯახის წევრები იდეური ნაცები არიან. ვხედავ, “იმედი” აქვთ ჩართული...“ - რომან გოცირიძე

რომა გოცირიძე: გუშინ ერთ ახლობლთან ვიყავი. მისი ოჯახის წევრები იდეური ნაცები არიან. ვხედავ, “იმედი” აქვთ ჩართული. რომელ არხებს უყურებთ მეთქი. ძირითადად, იმედს, ხანდახან რუსთავი 2-ს-ო. არ გეშინიათ, რომ...

სოცმედია 13:38

რასა იუკნევიჩიენე
„თუ არჩევნები ისევ "ოცნების" მიერ იქნება დაორგანიზებული, ეს არჩევნებიც არ იქნება აღიარებული“ - რასა იუკნევიჩიენე

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე "პირველებთან" ინტერვიუში ახალი არჩევნების აუცილებლლობაზე საუბრობს, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ თუ არჩევნები ისევ "ოცნების" მიერ იქნება დაორგანიზებული, ე...

პოლიტიკა 13:33