"თქვენთვის მაქვს რაღაც სათქმელი..." - ჩიკვაიძე აშშ-ის ელჩს ვიზიტს სთხოვს

პოლიტიკა 25 მარტი 13:03

ჩიკვაიძე აშშ ელჩი

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე წერილს ავრცელებს და განმარტავს, რატომ არ მიიყვანეს დღეს მისივე სასამართლო პროცესზე.

ჩიკვაიძე უარს ამბობს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობაზე და წერს, რომ იქ მისთვის საფრთხისშემცველი გარემოა.

გარდა ამისა, ბიზნესმენი მიმართავს საელჩოებს, განსაკუთრებით კი აშშ-ის ელჩს, მოინახულოს დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა:

 

"დღეს მომზადებული ვიყავი და ვიცოდი, რომ  N18-ე პენიტენციურ დაწესებულებას ეტლით უნდა გადავეყვანე სასამართლო პროცესზე დასასწრებად, რისთვისაც 11 მარტის შემდგომ ვემზადები ფსიქოლოგიურად და მორალურად. მიუხედავად იმისა რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს.

 

შეთანხმებისამებრ სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტი მოვიდა ჩამიყვანეს მანქანასთან, მოხდა ჩემი განთავსება და გავემზადეთ წასასვლელად. უეცრად ერთ-ერთი ბადრაგი მოვიდა და მითხრა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი საპროცედურო ოთახში, სადაც კვლავ ამიღეს ანალიზები. უეცრად მთავარმა ექიმმა მითხრა, რომ სასამართლო პროცესს ვერ დავესწრებოდი, რამაც გამოიწვია ჩემი გაღიზიანება.

 

მე ვითხოვდი შეთანხმებისამებრ სასამართლო პროცესზე გადაყვანას, ეს დიალოგი გადაიზარდა ყვირილში და ჩხუბში. რა დროსაც ჩაერთო მე-18-ე დაწესებულების დირექტორიც მანაც მხარი დაუჭირა მთავარ ექიმს.

ამ დაძაბულმა ვითარებამ გამოიწვია ჩემი მაღალი წნევა ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორმა განმიცხადა, რომ  ისინი აქვე ჩამიტარებდნენ პროცესს და ამ უსამართლო ცირკის ორ პერსონაჟს მოსამართლეს და პროკურორს მოიყვანდნენ დახურულ გარემოში.

შემდგომ ბადრაგს უთხრა რომ უკან დავებრუნებინე და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამიყვანეს.

 

ჩემთვის ეჭვი აღარ არსებობს, რომ ციხის ადმინისტრაცია იმავენაირად არის ამ პროცესის მონაწილე როგორც პროკურორი და მოსამართლე, მიზანიც ცხადი იყო რომ მათ არ უნდოდათ საზოგადოებას ენახა საჯაროდ თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფები და რას გავაჟღერებდი საჯაროდ.

პროტესტის ნიშნად შიმშილობასთან ერთად მივიღე ახალი და მყარი გადაწყვეტილება, რომ აეკრძალოთ ნებისმიერი სახის სამედიცინო კვლევები და მკურნალობა მე-18-ე დაწესებულების ექიმებს რადგან თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ მათ ხელში.

კიდევ ერთხელ ვიძახი სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იზა კელენჯერიძეს, გიორგი გაბიტაშვილს და ბიძინა ივანიშვილს.

ასევე, მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საელჩოებს, განსაკუთრებით ბრიტანეთის საელჩოს, მათთვის ცნობილია საქმის დეტალები, გთხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას სანამ შემიძლია კომუნიკაცია.

ცალკე მინდა მივმართო და ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო  საქართველოში ამერიკის  ელჩის მიმართ. საელჩოს კომპეტენციის და მონიტორინგის ფარგლებში თქვენ დეტალურად ხართ ინფორმირებული ამ საქმეზე და ჩემს მიმართ დევნის არაერთ ფაქტზე, დაუყოვნებლივ გთხოვთ ამ მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოთ თქვენი ან თქვენს მიერ  ნდობით აღჭურვილი პირის ვიზიტი.

 

თქვენთვის მაქვს რაღაც სათქმელი რაც ეხება პოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. წინასწარ გიხდით მადლობას!" წერს ჩიკვაიძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკოსები
„მხედრიონის დროს, იარაღი შუბლზე მქონდა დადებული და იმათ არ გავრიგებივარ. 54 დღის განმავლობაში, ოჯახის წევრი მყავდა მოტაცებული და მათთან არ წავსულვარ კომპრომისზე და როგორ შეიძლება, ენმ-ს დროს, ჩვენ რაიმე გარიგებაში ვყოფილიყავით" - ხაზარაძე

"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...

პოლიტიკა 26 მარტი 20:37

მანაჯგალაძე ქარელი
„კი იყო მაგის დანიშვნა სირცხვილი.მართლა ერთუჯრედიანი მავნე“ - რა ამბებს იხსენებს მანანა მანჯგალაძე მიხეილ ქარელზე

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე: უნდა მოვყვე რა " დროებაში" სიუჟეტი გავაკეთე, გორის ბაზარს როგორ ართმევდა ქარელი მეპატრონეს. არ მახსოვს ზუსტად გვარი იმ კაცის, არ მინდა შემეშალოს. რამდენიმე დღის გამოსული...

სოცმედია 26 მარტი 20:30

ერდოღან
ერდოღანმა თურქეთის აქციებზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შემთხვევით თბილისის კადრები მოხვდა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღან მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ვიდეომასალას ასახავს შემთხვევით თბილისის საპროტესტო აქციების კადრ...

მსოფლიო 26 მარტი 19:39

 ზელენსკი ბახმუტში
"მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო" - ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო. "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსული ოკუპაცია გაგრძ...

რუსეთ-უკრაინის ომი 26 მარტი 19:36

ოქრუაშვილი ქარელი
„დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტ@აკი მგონი ცოტა დამშვიდდა“ - ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი წერს: დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტრაკი მგონი ცოტა დამშვიდდა.   

სოცმედია 26 მარტი 19:33

ივანიშვილის მთავრობა
ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს $10 000-ით დაეხმარება

ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რომელიც 21 მარტით არის დათარიღებული ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება. "ნება დაერთოს ს...

პოლიტიკა 26 მარტი 19:27