1742126601
ყოფილ სპეცრაზმელს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს - რას ამბობს უძილაურის დედა
კრიმინალი • 16 მარტი 12:03
მკვლელობა ვაკეში - ყოფილი სპეცრაზმელის ოჯახში ადასტურებენ, რომ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. "პირველებს" უძილაურის დედა ეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარლის სახლიდან ჩიპები და ელექტონული მოწყობილობები წაიღო. უძილაურის 75 წლის დედისთვის პოლიციას არ უთქვამს, რა მიზეზით ეძებდნენ მის შვილს.
არ ვიცი სადაა, მე სოფელში ვარ და თვითონ კიდევ თბილისშია. კი, იყო პოლიცია და ვერ გავიგეთ რა უნდოდათ. მე გელა არ მინახავს. არაფერი ვიცი, - ამბობს ელისაბედ უძილაური.
"პირველებმა" გაარკვია, რომ ყოფილი სპეცრაზმელი ბოლოს კახეთში სამი დღის წინ ნახეს. ყვარელში ადგილობრივები ადასტურებენ, რომ უძილაური ყოფილი ძალოვანია და სპეცრაზმში მუშაობდა.
ჩამოდის ხოლმე, იმ დღესაც იყო... მემგონი ერთი სამი დღეა ან ოთხი, რაც დავინახე. ფეხით მოძრაობდა, ეტყობა, მაღაზიაში იყო, - ამბობს ადგილობრივი.
ახლა პოლიცია გელა უძილაურს ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გამოძიებამ უნდა თქვას, ძალოვანი უწყების ყოფილმა თანამშრომელმა მოკლა კრიმინალური ავტორიტეტის, "სოხუმსკის" ძმა - ლევან ჯანგველაძე, თუ უძილაური ქილერს ეხმარებოდა.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე გახმაურებული მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა. ჩაცხრილულია ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე, რომელიც შაბათის ეთერის ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.
ჭავჭავაძის გამზირზე კრიმინალური ავტორიტეტის ძმა 22:00 საათის შემდეგ ჩნდება. ცალმხრივი მოძრაობის გამო მძღოლი ლევან ჯანგველაძის ავტომობილს ჭავჭავაძის 9 ნომერში აჩერებს, 7 ნომრამდე კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს რამდენიმე ნაბიჯის გავლა უწევს, სადაც ქილერი მას ჩასაფრებას უწყობს და 9 ტყვიას ესვრის.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოვის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო პირობებზე "ამ კვირაში" ისაუბრებენ. როგორც ვიტკ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 16 მარტი 17:14
სააპელაციო სასამართლომ მოშიმშილე პოლიტპატიმარის, გიორგი ჩიკვაიძის სარჩელი საქმის წარმოებაში საერთოდ არ მიიღო. ბიზნესმენის ახლო გარემოცვისათვის სასამართლოს ეს ნაბიჯი ცალსახა დადასტურებაა იმისა, რომ ბრძ...
სამართალი • 16 მარტი 17:01
თბილისის მერიის მიერ ვერის პარკისა და ლაგუნას მიმდებარედ განსახორციელებულ პროექტთან დაკავშირებით, ორშაბათს, 17 მარტს, 10:00 საათიდან – 18 მარტის 10:00 საათამდე გაზმომარაგება შეწყდება შემდე ისამართებზე...
საზოგადოება • 16 მარტი 16:20
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა მსოფლიო ლიდერების ვირტუალურ სამიტზე უკრაინაში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი დასავლური სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ გეგმები წარადგინა. Th...
რუსეთ-უკრაინის ომი • 16 მარტი 16:15
17 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით საქართველოში ამინდი იცვლება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა და თოვლი. სანაპირო რ...
საზოგადოება • 16 მარტი 16:08
თბილისში მომხდარი 21 წლის სპორტსმენის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, 2006 წელს დაბადებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საა...
კრიმინალი • 16 მარტი 16:01
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა