1742213442
„ზურაბიშვილს სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, დღეს მოსამართლე შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა“ - თინა ბოკუჩავა
მსოფლიო • 23/12/2024 • 9:04
გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ასადი და მისი ოჯახი, სირიიდან გაქცევის შემდეგ რუსეთში დასახლდნენ, ახალი კი კრიზისის წინაშე დგანან.
მედია წერს, რომ ასადს 24-წლიანი ქორწინების შემდეგ, მეუღლე ასმა ასადი, განქორწინებას ითხოვს. ვარაუდობენ, რომ ლონდონში დაბადებულ და გაზრდილ ასმას არ აკმაყოფილებს მოსკოვის ცხოვრების პირობები და ლონდონში გადასვლა სურს.
სირიაში მიმდინარე მოვლენების ბოლო წუთის დეტალები ასეთია:
ცნობილია, რომ აშშ-ის დიპლომატები, ასადის რეჟიმის დასრულების შემდეგ, სირიაში დროებითი მმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, ადგილზე ჩავიდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთის საკითხების მდივნის თანაშემწე ბარბარა ლიფი, სირიის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი დანიელ რუბინშტაინი და აშშ-ის მძევლების საკითხებზე სპეციალური წარმომადგენელი როჯერ კარსტენსი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატები შეხვდებიან სირიის დროებითი მმართველობის წარმომადგენლებს და განიხილავენ ამერიკელი ჟურნალისტის, ოსტინ ტაისის გაუჩინარების საკითხს. ისინი ასევე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტივისტებს და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს, რათა მოისმინონ მათი ხედვები სირიის მომავალთან დაკავშირებით და განიხილონ, როგორ შეიძლება აშშ-მა მხარი დაუჭიროს მათ.
ასმა ასადის განქორწინებას ითხოვს
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასმა ასადი მოსკოვში ცხოვრების პირობებით უკმაყოფილოა და ლონდონში გადასვლის მიზნით განქორწინება მოითხოვა. ამისთვის მან რუსულ სასამართლოს მიმართა და მოსკოვიდან წასასვლელად სპეციალური ნებართვის მიღება მოითხოვა. თუმცა, განცხადება ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.
ბაშარ ასადს რუსეთში მკაცრი შეზღუდვები აქვს
არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბაშარ ასადს თავშესაფარი მისცეს რუსეთში, მას მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს. აკრძალული აქვს მოსკოვის დატოვება და პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება. ასევე, გაყინულია მისი ფინანსური აქტივები და ქონება. ბაშარ ასადის ძმის, მაჰერ ასადისთვის თავშესაფრის მოთხოვნის პროცესი ჯერ კიდევ განხილვაშია.
„ჯერ არ მისაუბრია ასადთან, მაგრამ ვგეგმავ,“ - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბაშარ ასადთან შეხვედრა ჯერ არ ჰქონია, თუმცა მომავალში გეგმავს.
ბაშარ ასადის მთავრობის დამხობის დეტალები
Al Majalla-ს ცნობით, სირიის ყოფილი ლიდერი, ბაშარ ასადი, 27 ნოემბერს, როცა ოპოზიციამ მოულოდნელი შეტევა წამოიწყო, მოსკოვში იმყოფებოდა. ის თავისი უფროსი შვილის, ჰაფეზ ასადის, მათემატიკაში დოქტორატის დამთავრების აღსანიშნავ ცერემონიას უნდა დასწრებოდა. თუმცა, კონფლიქტის გაძლიერების შემდეგ, ასადი ცერემონიას არ მივიდა და სასტუმროში დარჩა, სადაც მოვლენების განვითარებას შორიდან ადევნებდა თვალს.
29 ნოემბერს, როდესაც ოპოზიციურმა ძალებმა ქალაქი ალეპო აიღეს, ასადი მოსკოვიდან შამში ბრუნდებოდა. შამში დაბრუნების შემდეგ, მან ერაყის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ შიე ას-სუდანისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდს მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ასადმა ერაყში ირანის მხარდაჭერით მოქმედი პოლიციელებისგან სამხედრო, ხოლო საემიროებისგან ფინანსური დახმარება ითხოვა.
Al Majalla-ს ინფორმაციით, 8 დეკემბერს, შამის დაცემამდე ერთი დღით ადრე, ასადის მედია ოფისმა პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლისთვის მზადება დაიწყო. იმავე დღეს ასადი მაღალჩინოსნებს არწმუნებდა, რომ ვითარება კონტროლის ქვეშ იყო და „რუსეთის დახმარება გზაშია.“
გაქცევა მხოლოდ ორი თანმხლები პირით
თუმცა, 7 დეკემბრის საღამოს, ასადს რუსეთიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ქალაქი უნდა დაეტოვებინა, რათა თავიდან აეცილებინათ სისხლისღვრა და რუსული ინტერესების დაცვა უზრუნველყოთ.
8 დეკემბრის დილით ასადმა მხოლოდ ორი პირი წაიყვანა: პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეთა მინისტრი მანსურ აზზამი და მისი დაცვის ერთეულის უფროსი, გენერალი მოჰსინ მოჰამედი. ისინი ერთად გაემართნენ რუსულ ჰმეიმიმის სამხედრო ბაზაზე და შემდეგ მოსკოვში გაფრინდნენ. ასადის ცოლი და შვილები უკვე საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ.
„ამბები.გე“
სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი: ,,სულ მინდოდა მეკითხა ქოცებისთვის – უკანასკნელი სალანძღავი სიტყვებით რომ მოიხსენიებთ ევროპის ლიდერებს ერთ აუგს რუს ლიდერებზე რატომ არ იძახით?!არ მითხრათ რუსე...
სოცმედია • 60 წუთის წინ
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, მან ევროპელ კოლეგებს "რადიო თავისუფლების" ყიდვა შესთავაზა. ლიპავსკის თქმით, მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შ...
მსოფლიო • 4:14
ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სა...
პოლიტიკა • 4:06
"მადლობელი ვარ, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია! #MEGOBARI"- წერს რესპუბლი...
პოლიტიკა • 4:02
საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში მოქალაქეები გამოდიან ქუჩებში კორუფციისა და ავტორიტარიზმის გასაპროტესტებლად. მე ვდგავარ ყველას გვერდით, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. ლიდერებმა პატივი უნდა...
პოლიტიკა • 4:01
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა, რუსეთს სანქციები დაუწესოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეტის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები "არ წარიმართება ისე, როგორც იმედო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 3:56
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა