„ზურაბიშვილს სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, დღეს მოსამართლე შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა“ - თინა ბოკუჩავა

პოლიტიკა 1742213442

სააკაშვილი ზურაბიშვილი.jpeg

ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის ევროპის დროშით წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა საქართველოში პირველად აღმართა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ბოკუჩავა საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად, დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე".

 

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, დღეს მოსამართლე მის მიმართ შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა.

„მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ დღეს გამოტანილ განაჩენს. მოსამართლედ წოდებულმა, ივანიშვილის მსახურმა, მიხეილ ჯინჯოლიამ შეკრებითობის პრინციპით 12.6 წელი პატიმრობა მიუსაჯა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. პრეზიდენტს, რომელმაც საქართველო დააბრუნა საერთაშორისო რუკაზე, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები და რომელმაც, რაც მთავარია, მტერს არ ჩააბარა ჩვენი სამშობლო 2008 წელს. შეკრებითობის პრინციპის გამოყენება, ყველაზე მძიმე შესაძლო სასჯელის დაკისრების მიზნით, ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვისაც კი უპრეცედენტოდ ჯალათური და რეპრესიული გადაწყვეტილებაა, რაც მოწმობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ რჩება ივანიშვილის მთავარ მტრად და მოწინააღმდეგედ. გარდა ამისა, დღეს მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ შეეწყალებინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილის მიმართ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან კონკრეტული მოწოდების მიუხედავად, რომ შეეწყალებინა პრეზიდენტი სააკაშვილი, არ გამოიყენა მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შეწყალების ბერკეტი. მისი მთავარი არგუმენტი შეწყალების ინსტრუმენტის არ გამოყენებაზე იყო, რომ შეწყალების აქტი არ განაპირობებდა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებას. დღეს დადასტურდა, რომ გარდა მორალური და პოლიტიკური განაცხადისა, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, მისი შეწყალების გადაწყვეტილებას პრაქტიკული და რეალური შედეგიც ექნებოდა. დღეს მიხეილ ჯინჯოლია შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით გაქარწყლდებოდა მსჯავრი და შესაბამისი პატიმრობის წლებიც. ამიტომ დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად.

ვინც რას არ უნდა ფიქრობდეს დღეს და რა პოლიტიკური გემოვნების ტყვეობაში იღებდეს გადაწყვეტილებებს, საქართველოს ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის ევროპის დროშით წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა საქართველოში პირველად აღმართა. ასეა ეს და ამას ვერანაირი პოლიტიკური გემოვნება ვერ შეცვლის.

და ბოლოს, მინდა მივმართო პრეზიდენტ სააკაშვილს: მიშა, ამ ბრძოლაში შენი, თითოეული პოლიტპატიმრისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვართ და ვიქნებით ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ჩირაღდნად გვექნება შენი დღევანდელი სიტყვები - „ვიბრძვით და ვიმარჯვებთ“, ეს არის ერთადერთი გზა. დიდება თავისუფლებას! დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას და ყველა პოლიტპატიმარს!“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე შეკრებითობის პრინციპი გამოიყენეს: მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა, რომელმაც საქმეზე შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა.მოსამართლის განცხადებით, სასჯელი დაემატა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 12 მარტს მისჯილ 9-წლიან პატიმრობას და სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მოროშკინა
„ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?.. ის მომენტია, როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ“ - ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა: ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?მწერთ რას ვფიქრობ ცალკე მაკა ბოჭორიშვილზე და ცალკე ზახაროვას პასუხზე?ვფიქრობ, ის მომენტია,როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ.მესმის,რომ მინისტრის განცხადებები იმ...

სოცმედია 1776405969

პეტრე ცაავა
„პატრიარქმა უთხრა ივანიშვილს, უნდა გადავგე და 5 საკითხი მომიგვარე საპენსიო საჩუქრადო, მოაგვარებინა და აღარ გადადგა“ - მეუფე პეტრე ცაავა

"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...

საზოგადოება 1776401796

კალაძე
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს“ - კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...

პოლიტიკა 1776399699

კალაძეე
„რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...

პოლიტიკა 1776398675

კალაძე ზურაბიშვილი
„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა“ - კახა კალაძე

„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...

პოლიტიკა 1776398624

კალაძე
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს“ - კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.   ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...

პოლიტიკა 1776398354