„დაუღლელად ვმუშაობ ველური კონფლიქტის დასასრულებლად“ - რა თქვა ტრამპმა კონგრესში რუსეთ-უკრაინაზე

მსოფლიო 5 მარტი 4:39

ტრამპი

კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო. მას არაფერი უხსენებია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან თეთრ სახლში მომხდარ შელაპარაკებაზე.

ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომს "ველური კონფლიქტი" უწოდა

"მე ასევე დაუღლელად ვმუშაობ რათა დავასრულო ველური კონფლიქტი უკრაინაში. მილიონობით უკრაინელი და რუსი უაზროდ მოკვდა ან დაიჭრა ამ საშინელ და დაუნდობელ კონფლიქტში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა ასეულობით მილიარდი დოლარი უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, არანაირი უსაფრთხოებით, არაფრით." - თქვა ტრამპმა.

ამის შემდეგ ტრამპმა კონგრესს ჰკითხა, სურთ თუ არა, რომ ეს ყველაფერი კიდევ 5 წელი გაგრძელდეს და შემდეგ პოკაჰონტასზე ალეგორიით იხუმრა.

"კიდევ 5 წელი გინდათ გაგრძელდეს? პოკაჰონტასი იტყოდა კიო," - თქვა ტრამპმა. მის ხუმრობას დემოკრატი კონგრესმენების უკმაყოფილება მოჰყვა.

 

"2000 ადამიანი კვდება ყოველ კვირას, უფრო მეტიც. ისინი არიან რუსი ახალგაზრდები და უკრაინელი ახალგაზრდები, ამერიკელები არ არიან, მაგრამ მინდა დასრულდეს." - თქვა ტრამპმა.

ტრამპის მტკიცებით, ევროპელებმა რუსულ ენერგორესურსების შეძენაზე მეტი ფული დახარჯეს, ვიდრე უკრაინის დასაცავად. მისი აზრით აშშ-ს "ბავშვივით წაართვეს კანფეტი".

"აქამდე, ევროპამ სამწუხაროდ უფრო მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვაზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე - ბევრად მეტი! დაფიქრდით ამაზე. მათ მეტი დახარჯეს რუსულ ნავთობსა და გაზზე, ვიდრე დაცვაზე. აქამდე ჩვენ დავხარჯეთ მგონი 350 მილიარდი დოლარი, ბავშვისთვის კანფეტის წართმევასავითაა - ესაა, რაც მოხდა. მათ კი დახარჯეს 100 მილიარდი დოლარი. რა განსხვავებაა? ჩვენ ოკეანე გვყოფს, მათ არა. მაგრამ მათ ძალიან კარგად ვეწყობით და ბევრი კარგი რამ ხდება.

ბაიდენმა მეტი ფული გამოყო ამ ბრძოლაში ვიდრე ევროპამ დახარჯა. მილიარდობით დოლარი. რთული დასაჯერებელია, რომ არ გაჩერდნენ და არ უთხრეს, მოდით ახლა, გავთანაბრდეთ, ჩვენთან თანაბრად უნდა იყოთ (რედ. - ხარჯებში). მაგრამ ეს არ მოხდა." - თქვა ტრამპმა.

დემოკრატმა კონგრესმენებმა ტაში დაუკრეს მას შემდეგ, რაც ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის დასახმარებლად თანხები გამოყო. ერთ-ერთმა კონგრესმენმა გაშალა უკრაინის დროშაც.

ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა წაიკითხა ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებზე მზადყოფნას გამოთქვამს და ამბობს, რომ უკრაინას აშშ-სთან შეუძლია ხელი მოაწეროს მინერალების შეთანხმებას მაშინ, როცა ეს ტრამპისთვის ხელსაყრელი იქნება.

"დღეს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მივიღე. წერილში ეწერა: "უკრაინა მზადაა მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება ჩქარა, რათა მოახლოვდეს ხანგრძლივი მშვიდობა". არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტადო, მან თქვა. "მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ, რათა მივიღოთ მშვიდობა, რომელიც განგრძობითი იქნება. ჩვენ მართლა ვაფასებთ როგორ დაეხმარა ამერიკა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში". მინერალებისა და უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად უკრაინა მზადაა თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს". - მე ვაფასებ რომ მან გამომიგზავნა ეს წერილი, რომელიც მცირე ხნის წინ მივიღე." - თქვა ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის წერილზე.

რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრის დასასრულს ტრამპმა თქვა, რომ მოსკოვთან "სერიოზული საუბარი" აქვთ და იღებენ სიგნალებს, რომ მშვიდობისთვის მზად არიან.

"პარალელურად ჩვენ გვაქვს სერიოზული საუბრები რუსეთთან და მივიღე ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მშვიდობისთვის მზად არიან. არ იქნებოდა ეს მშვენიერი?" - თქვა ტრამპმა.

ასევე მან ახსენა ამერიკელი მასწავლებელი, მარკ ფოგელი, რომელიც რუსეთში იყო დაკავებული და მისმა ადმინისტრაციამ გაათავისუფლა. მან ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უმოქმედობა დააბრალა.

"დროა შეჩერდეს ეს სიგიჟე, დროა შეჩერდეს მკვლელობა, დროა დასრულდეს ეს უაზრო ომი. თუ გსურს ომის დასრულება, უნდა ელაპარაკო ორივე მხარეს. დაახლოებით 4 წლის წინ, დაძაბულობის ზრდის დროს, ისტორიის მასწავლებელი, სახელად მარკ ფოგელი რუსეთში დააკავეს და კოლონიაში 14 წელი მიუსაჯეს. წინა ადმინისტრაციამ თითიც კი არ გაანძრია მის დასახმარებლად. იცოდნენ, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ არ იცოდნენ საიდან დაეწყოთ. თუმცა გასულ ზაფხულს მის 95 წლის დედას დავპირდი, რომ მის ბიჭს სახლში მშვიდობით დავაბრუნებდით. ოფისში 22-დღიანი ყოფნის შემდეგ მე სწორედ ეს გავაკეთე და ამაღამ ისინი აქ არიან." - თქვა ტრამპმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღაზა
ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 220 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას bbc-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ...

მსოფლიო 7 წუთის წინ

ბრიტანეთის საგარეო მინისტრი
„დაამტკიცეთ მშვიდობის სურვილი უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“ - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინს

 დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, მოუწოდა რა, დაამტკიცოს თავისი მზადყოფნა მშვიდობისთვის ომის დაუყოვნებელი და უპირობო...

რუსეთ-უკრაინის ომი 10 წუთის წინ

მეტრეველი
"ოცნებას" ოპოზიასთან მიმართრბაში წაუგებელი თამაში აქვს“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: "ოცნებას" ოპოზიასთან მიმართრბაში წაუგებელი თამაში აქვს:გაერთიანდება ოპოზიცია, იტყვიან, აი, ხომ ვამბობდით ყველანი ნაცები არიანო, ახლა ოფიციალურადაც შერრწყნენ ერთმანეთსო.ვერ...

სოცმედია 17 წუთის წინ

ნანუკა ჟორჟოლიანი
„ხომ იქნება სრული სიგიჟე, გურიის სტიქიაზე რომ წაგვიყენონ ბრალი, მაგრამ...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: სახლში შეუვარდნენ გურიის ყველაზე აქტიურ მოხალისეს ლევან გეთიაშვილს. ჩოხატაურის შტაბს ხელმძღვანელობდა.ჩაუტარეს ჩხრეკა.უთხრეს რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.ახლა გამორთული აქვს...

სოცმედია 21 წუთის წინ

ტრამპი კენედ
„ჯონ კენედის ყველა ფაილს გავასაჯაროებთ, 80 000 გვერდია“ - ტრამპი

18 მარტს გავასაჯაროებთ კენედის ყველა ფაილს. ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდა. ძალიან საინტერესო იქნება... ბევრი გვერდია, 80 000, დაახლოებით 80 000 გვერდი.თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრ...

მსოფლიო 37 წუთის წინ

ზელენსკი ტრამპიქ
ტრამპის თქმით, ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან კამათი უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიის ნაწილი იყო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათი იყო უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიის ნაწილი. შესაბამისი განცხადე...

რუსეთ-უკრაინის ომი 60 წუთის წინ