1742126601
ყოფილ სპეცრაზმელს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს - რას ამბობს უძილაურის დედა
მსოფლიო • 16 მარტი 5:46
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ მზად არის, არჩევნები ჩაატაროს უახლოეს სამ-ოთხ თვეში, თუ ოპოზიცია ამას მოითხოვს.
ვუჩიჩმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა, რომ აქციამ უმსხვერპლოდ ჩაიარა. მისი თქმით, საპროტესტო აქციების შედეგად 56 ადამიანი დაშავდა.
სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის განსაკუთრებით ამაყობს პოლიციითა და უშიშროების სამსახურებით, რომლებიც თავიანთ დავალებებს ეფექტურად ასრულებენ. მისი თქმით, არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს.
მან აღიარა, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები ამ პროტესტიდან და მზად იყოს ცვლილებებისთვის. თუმცა, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბების უმრავლესობა არ უჭერს მხარს "ფერად რევოლუციას" და სტაბილურობის მომხრეა. ვუჩიჩმა თქვა, რომ მზად არის ახალი არჩევნებისთვის უახლოეს სამ-ოთხ თვეში, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს არჩევნები მას კიდევ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოუტანს.
მილოშევიჩის რეჟიმის შემდეგ ბელგრადში გუშინ ყველაზე ხალხმრავალი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა. მედია წერს, რომ გუშინ აქციაზე მილიონი ადამიანი იყო გამოსული. ისინი ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას აპროტესტებენ.
ოფიციალური პირები ბრალდებულნი არიან ფართო კორუფციაში ჩინელ დეველოპერებთან კონტრაქტების გაფორმებისას ნოვი სადის ჩარდახების ჩამონგრევის გამო, რამაც ადამიანები იმსხვერპლა.
აქციები სერბეთში უკვე 4 თვეა იმართება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოვის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო პირობებზე "ამ კვირაში" ისაუბრებენ. როგორც ვიტკ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 16 მარტი 17:14
სააპელაციო სასამართლომ მოშიმშილე პოლიტპატიმარის, გიორგი ჩიკვაიძის სარჩელი საქმის წარმოებაში საერთოდ არ მიიღო. ბიზნესმენის ახლო გარემოცვისათვის სასამართლოს ეს ნაბიჯი ცალსახა დადასტურებაა იმისა, რომ ბრძ...
სამართალი • 16 მარტი 17:01
თბილისის მერიის მიერ ვერის პარკისა და ლაგუნას მიმდებარედ განსახორციელებულ პროექტთან დაკავშირებით, ორშაბათს, 17 მარტს, 10:00 საათიდან – 18 მარტის 10:00 საათამდე გაზმომარაგება შეწყდება შემდე ისამართებზე...
საზოგადოება • 16 მარტი 16:20
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა მსოფლიო ლიდერების ვირტუალურ სამიტზე უკრაინაში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი დასავლური სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ გეგმები წარადგინა. Th...
რუსეთ-უკრაინის ომი • 16 მარტი 16:15
17 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით საქართველოში ამინდი იცვლება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა და თოვლი. სანაპირო რ...
საზოგადოება • 16 მარტი 16:08
თბილისში მომხდარი 21 წლის სპორტსმენის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, 2006 წელს დაბადებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საა...
კრიმინალი • 16 მარტი 16:01
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა