ტრამპი ბაიდენის მიერ პირების წინასწარ შეწყალებებს ბათილად აცხადებს
მსოფლიო • 1742222234
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის იმ წევრების წინასწარი შეწყალებები, რომლებმაც 6 იანვრის აჯანყება გამოიძიეს "ბოლო მომენტში გასცა" და ეს შეწყალებები "არაკანონიერ, ბათილი და არაეფექტურია". აშშ-ს პრეზიდენტი წერს, რომ ბაიდენის მიერ გამოცემული წინასწარი შეწყალების აქტები "ბათილია", ვინაიდან, ტრამპის მტკიცებით, ბაიდენმა შეწყალებებს ხელი ავტოკალმით მოაწერა და არც იცოდა, რას აწერდა ხელს.
თავის განცხადებაში აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "შეწყალებები, რომლებიც ჯო ბაიდენმა გასცა ამიერიდან ბათილად და ყოველგვარი სამართლებრივ ძალას მოკლებულად ცხადდება".
ტრამპი ამტკიცებს, რომ ბაიდენმა შეწყალებებს ხელი "ავტო კალმით" (Autopen) მოაწერა - "სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯო ბაიდენმა მათვის [შეწყალების ბრძანებებისთვის] ხელი არ მოუწერია, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია – მან მათ შესახებ არაფერი იცოდა! შეწყალების აუცილებელი დოკუმენტები ბაიდენისთვის არავის აუხსნია, მან მათ შესახებ არაფერი იცოდა და პირებმა, რომლებმაც იცოდნენ, შესაძლოა დანაშაული ჩაიდინეს" - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.
ბაიდენმა კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამოძიებაში ჩართული პირები წინასწარ შეიწყალა
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წინასწარი შეწყალების აქტი გამოსცა აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილისა და კონგრესის იმ წევრებისთვის, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებდნენ.
ბაიდენის განმარტებით, ზემოხსენებული საჯარო მოხელეები დაუღალავად ემსახურებოდნენ აშშ-ს და არ იმსახურებენ იყვნენ "გაუმართლებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნე".
ამასთან, ბაიდენის თქმით, წინასწარი შეწყალება არცერთ შემთხვევაში "არ უნდა ჩაითვალოს, როგორც აღიარება, რომ თითქოს რომელიმე მათგანი ჩართული იყო რაიმე დანაშაულში".
"განსაკუთრებული გარემოებებია და არ შემიძლია, რომ არაფერი გავაკეთო. უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები უდიდეს ზიანს აყენებს მათ და მათი ოჯახების ცხოვრებას, უსაფრთხოებასა და ფინანსურ უსაფრთხოებას.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












