ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

მსოფლიო 1742045769

ტრამპი 1

ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას და ქვეყნების შესაძლო ჩამონათვალს The New York Times ავრცელებს.

 

წინასწარ ჩამონათვალში, რომელიც NYT-ის ცნობით, დიპლომატიურ და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა შეადგინეს, 43 ქვეყანა სამ კატეგორიაშია განაწილებული.

 

თუმცა, გამოცემასთან საუბრისას ანონიმურმა მაღალჩინოსნებმა ასევე აღნიშნეს, რომ სია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში რამდენიმე კვირის წინ შეადგინეს, რის გამოც სავარაუდოა, რომ თეთრ სახლში მოხვედრის შემდეგ მასში ცვლილებები შეიტანეს.

 

გამოცემის მოპოვებული ინფორმაციით, "წითელ" ჩამონათვალში ის ქვეყნები შედიან, რომლის მოქალაქეებსაც სრულად აქვთ აკრძალული აშშ-ში შესვლა:

ავღანეთი
ბუტანი
კუბა
ირანი
ლიბია
ჩრდილოეთ კორეა
სომალი
სუდანი
სირია
ვენესუელა
იემენი
NYT-ის ცნობით, "ნარინჯისფერ" სიაში შედის 10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვისაც აშშ-ში მოგზაურობა სრულად აკრძალული არ არის, თუმცა მკაცრად შეზღუდულია:

 

რუსეთი
ბელარუსი
ერიტრეა
ჰაიტი
ლაოსი
მიანმარი
პაკისტანი
სიერა-ლეონე
სამხრეთ სუდანი
თურქმენეთი
ასეთ შემთხვევაში, როგორც გამოცემა წერს, აშშ-ში შესვლის უფლება შეიძლება მიეცეთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან შეძლებულ საქმიან მოგზაურებს, თუმცა არა ადამიანებს, რომლებიც იმიგრანტის ან ტურისტული ვიზით მოგზაურობენ.

 

და ბოლოს, "ყვითელ" სიაში შედიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 60 დღე ექნებოდათ, რათა აშშ-სთან არსებული პრობლემები მოეგვარებინათ, მათ შორის, პასპორტების გაცემის არაადეკვატური პრაქტიკა და ისეთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საკუთარი მოქალაქეობის მიყიდვა, რომლებსაც აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვთ:

ანგოლა
ანტიგუა და ბარბუდა
ბენინი
ბურკინა ფასო
კამბოჯა
კამერუნი
კაბო-ვერდე
ჩადი
კონგოს რესპუბლიკა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
დომინიკა
ეკვატორული გვინეა
გამბია
ლიბერია
მალავი
მალი
მავრიტანია
სენტ-კიტსი და ნევისი
სენტ-ლუსია
სან-ტომე და პრინსიპი
ვანუატუ
ზიმბაბვე
NYT-ის ინფორმაციით, "ყვითელ" სიაში არსებულ 22 ქვეყანას 60 დღეში ზემოაღნიშნული პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში სხვა ფერის სიაში გადასვლა დაემუქრებოდათ.

 

სამოგზაურო შეზღუდვების გაფართოების საკითხსა და ქვეყნების ჩამონათვალზე, უსაფრთხოების სპეციალისტებთან და სადაზვერვო სააგენტოებთან ერთად, საელჩოები და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონული ბიუროები მუშაობენ.

 

20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რათა მომხდარიყო იმ ქვეყნების იდენტიფიცირება, რომლებსაც არ აქვთ უსაფრთხოების საკმარისი ზომები მიღებული და ვერ ახორციელებენ თავიანთი მოქალაქეების საფუძვლიან შემოწმებას აშშ-ში მოგზაურობამდე.

 

ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტს 60 დღე მისცა, რათა თეთრი სახლისთვის ანგარიში შეედგინა, რომელშიც აღნიშნული სიაც იქნებოდა. შესაბამისად, ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადა შემდეგ კვირაში იქნება.

 

NYT-ის ინფორმაციით, უცნობია, გავრცელდება თუ არა ახალი შეზღუდვები იმ პირებზე, რომლებსაც აშშ-ს ვიზა უკვე აქვთ ან ჩამოერთმევათ თუ არა მწვანე ბარათის მფლობელ პირებს მუდმივი ცხოვრების ნებართვა.

 

ცნობისთვის, ტრამპმა პირველ საპრეზიდენტო ვადაში ასევე დაამტკიცა სამოგზაურო შეზღუდვები, თუმცა იმ დროს აშშ-ში შემოსვლა 8 ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალათ. სამოგზაურო შეზღუდვები გაიწვია შემდეგმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მათ უწოდა "ლაქა ეროვნულ სინდისზე".

 

ტრამპის 20 იანვრის აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ ის აღადგენდა სამოგზაურო შეზღუდვებს, რათა დაეცვა ამერიკელი მოქალაქეები "უცხოელებისგან, რომლებიც ტერაქტების მოწყობას განიზრახავენ, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, ავრცელებენ ზიზღის შემცველ იდეოლოგიას და იმიგრაციის კანონებს ბოროტი მიზნებისთვის იყენებენ".

 

გამოცემის ცნობით, ახალ სიაში რამდენიმე ქვეყანაა ჩამატებული, რომელიც ტრამპის წინა საპრეზიდენტო ვადაში დამტკიცებულ სიაში არ იყო. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკ
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება “შეხვედრები ბიზნესთან” გაიმართა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1771437323

ბაჩიაშვილი ივანიშვილი
„როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $, დღეს ბიტკოინის ფასი არის 67 128 $, ახლა თქვენ მიხვდით, რა მოხდა და როგორ“ - გოგა ხაჩიძე

გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...

სოცმედია 1771437079

გია ხუხაშვილი
„ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით“ - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...

სოცმედია 1771431254

ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა - მედია

"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...

პოლიტიკა 1771427239

დავით კაკულია
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა“ - დავით კაკულია

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...

კრიმინალი 1771426020

ბაჩიაშვილი
„ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" - პროკურატურა

ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...

პოლიტიკა 1771425172