ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანმა ჟურნალისტის მოსაკლავად მეორე პირთან ერთად დაიქირავა

მსოფლიო 22 მარტი 9:14

სროლა


 
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, დისიდენტი ირანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მოსაკლავად ირანის ხელისუფლებამ რამდენიმე პირი დაიქირავა.

უწყების განცხადების თანახმად, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა.

ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს ის ორივე პირი, რომლებსაც ბრალად ედებოდათ დაქირავებული მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და რეკეტი.

ეს ადამიანები არიან: 46 წლის რაფატ ამიროვი, იგივე ფარხადინ მირზოევი, იგივე რომი, ირანის მოქალაქე და 40 წლის პოლანდ ომაროვი, ასევე ცნობილი, როგორც არაზ ალიევი, პოლანდ პაქა და ჰაცი ქაქა – საქართველოს მოქალაქე.

მოსამართლე კოლინ მაკმაჰონი განაჩენს 17 სექტემბერს გამოაცხადებს.

მასიჰ ალინეჯადი ირანელი ჟურნალისტი, მწერალი და აქტივისტია. ის წლების განმავლობაში აკრიტიკებდა და აკრიტიკებს ირანის ხელისუფლებას, განსაკუთრებით ქალების ჩაგვრის გამო. ის ირანში ცხოვრობდა და მუშაობდა, თუმცა, 2009 წელს ქვეყანის დატოვება მოუწია. აშშ-ის ხელისუფლებამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

„წლების განმავლობაში ირანის ხელისუფლება ცდილობდა, გაეჩუმებინა ირანელი ჟურნალისტის, მწერლის, აქტივისტის და რეჟიმის კრიტიკოსის ხმა სხვადასხვა გზით, შევიწროების, ძალადობის, დაშინების და მკვლელობის მცდელობის გზითაც კი.

ირანიდან 6000 მილის დაშორებით, აშშ-ის მიწაზე, ნიუ იორკში, თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა AK-47-ით. მადლობას ვუხდი ჩვენი დეპარტამენტის პროკურორებს და სამართალდამცველ პარტნიორებს FBI-დან კონტრდაზვერვის სამმართველოში მათი დაუღალავი შრომისთვის, რომლის შედეგადაც ეს ბრალდებულების მართლმსაჯულების წინაშე წარადგინეს”. – განაცხადა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში აშშ-ის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, მეთიუ პოდოლსკიმ.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ამიროვი და ომაროვი იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მაღალი რანგის წევრები და ამ ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მასიჰ ალინეჯადის მოკვლის მცდელობაზე „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის” (IRGC) მაღალი რანგის წევრების მითითებით მუშაობდნენ.

აშშ წერს, რომ 2020 და 2021 წლებში ირანული დაზვერვა ალინეჯადის აშშ-დან გატაცებას გეგმავდა.

მას შემდეგ, რაც აშშ-დან ალინეჯადის გატაცების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, IRGC-მ მიმართა ამიროვს და ომაროვს, რათა მათ ეპოვათ, თვალყური ადევნოთ და მოეკლათ იგი.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, 2022 წლის ივლისიდან ამიროვმა ომაროვს ალინეჯადის  შესახებ გაუგზავნა ინფორმაცია, რომელიც მან უშუალოდ ირანში IRGC-ის ოფიციალური პირებისგან მიიღო.

თავის მხრივ, ომაროვმა ეს ინფორმაცია მიაწოდა ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს, ნიუ იორკში მცხოვრებ ხალიდ მეჰდიევს, რათა მეჰდიევს შეძლებოდა ალინეჯადის თვალთვალი და მოკვლა. საპასუხოდ მეჰდიევი ომაროვს უგზავნიდა ჟურნალისტის ფოტოებსა და ვიდეოებს, რომელიც ამ ინფორმაციას, თავის მხრივ, IRGC-ის ხელმძღვანელებთან აზიარებდა. სწორედ ისინი მუშაობდნენ მკვლელობის სცენარზე.

აშშ-ის თანახმად, ამიროვმა და ომაროვმა მეჰდიევს გადაუხადეს 30 ათასი აშშ დოლარი, რათა AK-47-ის ტიპის იარაღი და სულ მცირე, 66 ვაზნა ეყიდათ.

აშშ აცხადებს, რომ მეჰდიევი 2022 წლის 28 ივლისს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს, დამატებითი ჩხრეკის შემდეგ კი პოლიციელებმა მის მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი, 66 ვაზნა, დაახლოებით $1100 ნაღდი ფული და შავი სათხილამურო ნიღაბი იპოვეს.

სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, მეჰდიევის დაკავების შემდეგ ომაროვი დაუკავშირდა მის დედას და დაემუქრა მისი და მისი სხვა შვილის მოკვლით, თუ მეჰდიევის ადგილსამყოფელს არ დაასახელებდა.

ამიროვი და ომაროვი გაასამართლეს ხუთ ბრალდებით: მკვლელობა დაქირავებით, რაც ითვალისწინებს მაქსიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთას; შეთქმულება დაქირავებული მკვლელობის ჩასადენად, რაც ითვალისწინებს მაქსიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთას; შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით, რაც ითვალისწინებს მაქსიმუმ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას; მკვლელობის მცდელობა რეკეტის დახმარებით, რაც ითვალისწინებს მაქსიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთას; და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა და გამოყენება მკვლელობის მცდელობისთვის, რაც ითვალისწინებს სავალდებულო თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 5 წლის ვადით, მაქსიმუმ კი – სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთას.

პუბლიკა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„ხაზარაძე-ჯაფარიძეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ, ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში.   როგორც მან ჟურნალი...

პოლიტიკა 11:52

21 წლის მათე დევიძის სასამართლო
"ესეთ ტყუილებს როგორ ამბობენ, რომ ბავშვი 7 წელი ციხეში უნდა გაუშვან" - ხმაური რეჟიმის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის სასამართლოზე

 თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეჟიმის პატიმრის, 21 წლის მათე დევიძის პროცესზე ხმაური იყო. გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას მათეს ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა -  "უსამართლოდ იქცევიან მოსამართლ...

პოლიტიკა 11:46

დეკა საქბანკი
დეკა დეველოპმენტი ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი დეველოპერული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს.   პროექტის ჯამური ღირებულებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 11:30

კახა კალაძე
„აბსოლუტურად სისულელეა მათი საჩივარი“ - კახა კალაძე საია-ს სარჩელზე

„თუ ასეთი პრობლემურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, გამოდის მაშინვე უნდა შეჩერებულიყო“, - ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას თბილისის მერი კახა კ...

პოლიტიკა 11:28

ჩიკვაიძე
„მიმიყვანეთ სასამართლოში - ეტყლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით“ - გიორგი ჩიკვაიძის წერილი ციხიდან

გიორგი ჩიკვაიძე მიმართვას ავრცელებს - მოშიმშილე პატიმარი სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს, რომელიც ხვალ, 25 მარტს გაიმართება.   დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გამომიცხადა სოლიდარობა, მე და...

პოლიტიკა 11:27

კახა კალაძე
„ამერიკული FARA-ს რუსულ კანონად წარმოჩენა ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა“ - კახა კალაძე

„ეს არ არის ოპოზიციის მესიჯი, ეს არის გარედან წამოსული დავალება. კერძოდ ის, რომ ახლა უკვე FARA უნდა შეიფუთოს რუსულ კანონად. რა თქმა უნდა, ეს  გარედან წამოსული მესიჯია და  ამის მცდელობა ექნებათ“, - გან...

პოლიტიკა 11:25