„ეს გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკურ მდგენელთან ერთად“ - ლევან ხაბეიშვილი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც ენმ-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა
პოლიტიკა • 1742786252
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადამდგარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გირჩის ეთერში ისაუბრა იაგო ხვიჩიას პოდკასტში.
ხაბეიშვილის თქმით, გადადგომის გადაწყვეტილებას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მდგენელი და მიზანი. მისი სურვილი იყო, რომ შემდგარიყო გაერთიანება ოპოზიციურ ველზე და ჩაითვალა, რომ ამას უფრო ნაკლებად “ხისტი ნაციონალი” სჭირდებოდა.
“გიჟები ხომ არ ვართ, ხომ არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ამას არ ჰქონია პოლიტიკური მდგენელი…
მაშინ პოლიტიკურ ველზე არსებობდა მოსაზრება, რომ კონკრეტულ ადამიანებს პიროვნული პრობლემა ჰქონდათ: ამასთან მე ვერ ვითანამშრომლებ, ამან მე შიგნით არჩევნები მომიგო… მეც ვიზიარებდი რომ ერთიანობა… ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობა ერთადერთი გამოსავალია ივანიშვილის დასამარცხებლად. ზოგადად არ მიმაჩნია რომ ნორმალურ დემოკრატიაში ყველა ერთად უნდა იყოს, მაგრამ ავტოკრატიის პირობებში ძალა ერთობაშია.
ამ გადაწყვეტილებამდე [გადადგომამდე] ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი და მერე როცა ჯანმრთელობის პრობლემაც შემექნა, ეს გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკურ მდგენელთან ერთად, ცხადია, ისე არ მივიღებდი. ვიფიქრე, თუ არსებობს ერთიანობის შესაძლებლობა და ვიღაცას ხაბეიშვილი არ მოსწონს ან სიმაღლის გამო ან არჩევნები მომიგო ან მის პოლიტიკურ გემოვნებას არ აკმაყოფილებს – იქნებ ვცადო და მე თუ არ ვიქნები და იქნება შედარებით უფრო არარადიკალური ადამიანი, პირობითად ვამბობ… არა უფრო ხისტი ნაციონალი როგორადაც მე აღვიქმები… შეიძლება მე ხისტად აღვიქმებოდე, მაგრამ უფრო კომპრომისული ვიყო ბევრ საქმეში, მაგრამ საჯარო სივრცეში ასე აღიქმება. ვიფიქრე, იქნებ შედგეს ერთიანობა-მეთქი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მე ამიტომ მივიღე. თუმცა ერთობა მაინც არ შედგა. მაინც ყველა პარტია სხვა გზით წავიდა და გარკვეულმა ჯგუფმა სცადა პარაზიტირება ნაციონალურ მოძრაობაზე’, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა ღიად გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარიას პარტია, რომლებიც მისი თქმით, ახლაც არ უჭერენ მხარს პარტიების გაერთიანებას, რასაც ის გამოსავლად მიიჩნევს. ხაბეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არც ლელო ეხატება გულზე, თუმცა იქ ეგულება ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერებიც არიან და მისაღებებიც, მან გააკრიტიკა კოალიცია ცვლილებებისთვის. მისი აზრით, გახარიასგან და ლელოსგან თუ მოსალოდნელი იყო ერთიანობაზე უარის თქმა, #4 ნომერს ეს არ უნდა გაეკეთებინა.
ხაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარის პოსტი 2024 წლის ივნისში დატოვა. ის ამ თანამდებობაზე თინა ბოკუჩავამ ჩაანაცვლა. ამ ამბებს წინ უძღოდა არჩევნები ენმ-ში, რომელშიც ხაბეიშვილმა ნიკა მელია დაამარცხა, რასაც პარტიაში თან სდევდა დაპირისპირება.მა
კესო ძალიან თბილი და განსხვავებული იყო, ყველას დეტალებში აკვირდებოდა, მიხაროდა ასეთ რომ იყო.
საზოგადოება • 1769021333
“პირველებს” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ შენობაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე...
კრიმინალი • 1769020534
საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1769020101
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგო...
საზოგადოება • 1769019571
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმუმზე განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი ითხოვა. მისი თქმით, გადაზიდვები ამჟამად საქართველოს გ...
მსოფლიო • 1769019481
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამაზე მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. "მე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1769019252











