აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ივანიშვილის "ბოდიშის მოხდის" განცხადებას ახსენებს

პოლიტიკა 1742977064

ივანიშვილი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას, სოხუმის აეროპორტში რუსული ავიახაზების რეგულარული ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით, აკრიტიკებს და უწყებას ოლიგარქ ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიისას, "ბოდიშის მოხდის" განცხადებას ახსენებს:

„ქართველი პოლიტიკოსების ბოლო განცხადებების ფონზე აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნის ფონზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ "საქართველოს მოუწევს ბოდიში მოიხადოს ოსური მხარისთვის 2008 წლისთვის და დასაჯოს ყოფილი მმართველი პარტია", აფხაზეთის რესპუბლიკა ელოდა პრაგმატული ურთიერთქმედების დაწყებას ამიერკავკასიაში განვითარებული რეალობის აღიარებით.

 

თუმცა, პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ფორმულირებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ და არახელსაყრელ განცხადებებს, რომლებიც გახდა მოსაწყენი და მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის.

აფხაზეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს, თავი დაანებოს კონფრონტაციულ რიტორიკას, ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი, იმ პოლიტიკურ და სამართლებრივი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც წარმოიშვა 1992-1993 და 2008 წლების კონფლიქტების შემდეგ.“, - აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სამინისტრო. 
ცნობისთვის, ოკუპირებულ სოხუმში რუსეთიდან რეგულარული ფრენების დაწყება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. პირველი საცდელი ფრენა კი 7 თებერვალს შესრულდა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც აფხაზეთში ფრენებს შეასრულებს, დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ პრინციპებს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაკო გომური
"ქოცების სასამართლოში არ მივალ" - მაკო გომურის პირველი კომენტარი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე

მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...

პოლიტიკა 1762958294

ქოცები ყვარელი
„ყვარლის მერის მოადგილემ საკრებულოს თავმჯდომარის ძმას სცემა, შემდეგ ძმებმა - მას“ - პროკურატურა

პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...

კრიმინალი 1762955531

იტალიის პოლიცია
ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით იტალიაში, ქალაქ რომში, საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...

კრიმინალი 1762955427

დოროთე ყურაშვილ
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია"- ევროკომისიის პასუხი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს

"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...

პოლიტიკა 1762953937

ბიძნა გახარია
"ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა" - გახარიას გუნდის პირველი კომენტარი

 გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...

პოლიტიკა 1762952375

მირცხულავა
"აბა რა ეგონა(თ)... აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა"... ვაი, თქვენს პატრონს უბედურს“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...

სოცმედია 1762950250